არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 10

როგორ ვიპოვოთ ჭეშმარიტი რელიგია

როგორ ვიპოვოთ ჭეშმარიტი რელიგია

თუ გინდა, რომ ღვთის მეგობარი იყო, უნდა მიჰყვე იმ რელიგიას, რომელიც ღმერთს მოსწონს. იესომ თქვა, რომ „ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი“ თაყვანს უნდა სცემდნენ ღმერთს „ჭეშმარიტების“ შესაბამისად (იოანე 4:23, 24). ღვთისადმი სწორი თაყვანისცემის გზა ერთადერთია (ეფესელთა 4:4—6). ჭეშმარიტი რელიგია მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს, ცრუ რელიგია კი — განადგურებამდე (მათე 7:13, 14).

ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობა მის მიმდევრებზე დაკვირვებით შეგიძლია. რადგან იეჰოვა კარგი ღმერთია, ისინი, ვინც მისი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელია, კარგი ადამიანები უნდა იყვნენ. ისევე როგორც კარგი ფორთოხლის ხის ნაყოფი კარგი ფორთოხალია, ჭეშმარიტი რელიგიის ნაყოფი ჩინებული ხალხია (მათე 7:15—20).

იეჰოვას მეგობრები დიდ პატივს სცემენ ბიბლიას. მათ იციან, რომ ბიბლია ღვთისგან არის. ისინი საშუალებას აძლევენ მას, რომ მათი ცხოვრების მეგზური გახდეს, მათი პრობლემები გადაწყვიტოს და დაეხმაროს ღვთის შესახებ ცოდნის მიღებაში (2 ტიმოთე 3:16). ისინი ცდილობენ, შეასრულონ ის, რასაც ქადაგებენ.

იეჰოვას მეგობრები სიყვარულს ავლენენ ერთმანეთისადმი. იესო ადამიანებისადმი სიყვარულს ღვთის შესახებ სწავლებითა და ავადმყოფების განკურნებით ავლენდა. ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებიც ავლენენ სიყვარულს სხვების მიმართ. ისევე როგორც იესო, ზემოდან არ დაჰყურებენ ღარიბებს ან სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. იესომ თქვა, რომ ადამიანები მის მოწაფეებს ერთმანეთისადმი გამოვლენილი სიყვარულით იცნობდნენ (იოანე 13:35).

ღვთის მეგობრები განადიდებენ ღვთის სახელს, იეჰოვას. თუ ვინმე უარს ამბობს შენი სახელის ხსენებაზე, იქნებოდა ის ადამიანი შენი ახლო მეგობარი? არა! ჩვენ ვახსენებთ მეგობრის სახელს და კარგს ვლაპარაკობთ ამ მეგობარზე სხვებთან. ასე რომ, ისინი, ვისაც სურს ღმერთთან მეგობრობა, უნდა ახსენებდნენ მის სახელს და სხვებს ესაუბრებოდნენ მის შესახებ. იეჰოვას სურს, რომ ასე მოვიქცეთ (მათე 6:9; რომაელთა 10:13, 14).

იესოს მსგავსად, ღვთის მეგობრები ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიან. ღვთის სამეფო არის ზეციერი მთავრობა, რომელიც სამოთხეს შექმნის დედამიწაზე. ღვთის მეგობრები სხვებს უზიარებენ ამ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 24:14).

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ღვთის მეგობრები იყვნენ. ისინი პატივს სცემენ ბიბლიას და უყვართ ერთმანეთი. აგრეთვე ახსენებენ და პატივს მიაგებენ ღვთის სახელს და ასწავლიან ღვთის სამეფოს შესახებ სხვებს. იეჰოვას მოწმეები დღეს დედამიწაზე ჭეშმარიტ რელიგიას მისდევენ.