არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 4

როგორ შეგიძლია ცოდნის მიღება ღვთის შესახებ

როგორ შეგიძლია ცოდნის მიღება ღვთის შესახებ

იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება ბიბლიის კითხვით შეგიძლია. დიდი ხნის წინათ ღმერთმა აირჩია ზოგიერთი ადამიანი, რომლებმაც ჩაიწერეს მისი აზრები. ამ ჩანაწერებს ბიბლია ჰქვია. დღეს ღვთის შესახებ ცოდნას ბიბლიის კითხვით ვიღებთ. რადგან ბიბლია იეჰოვას სიტყვას ანუ ცნობას შეიცავს, მას ღვთის სიტყვაც ჰქვია. ჩვენ შეგვიძლია ვირწმუნოთ ის, რასაც ბიბლია ამბობს, რადგან იეჰოვა არასოდეს ცრუობს. „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრაელთა 6:18). ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა (იოანე 17:17).

ბიბლია ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ერთ–ერთი უძვირფასესი ძღვენია. ის მოსიყვარულე მამის მიერ თავისი შვილებისთვის გაგზავნილი წერილის მსგავსია. ბიბლია გვესაუბრება ღვთის დანაპირებზე, რომ დედამიწა შესანიშნავ საცხოვრებელ ადგილად, სამოთხედ, გადაიქცევა. მოგვითხრობს, თუ რა გაუკეთებია შემოქმედს წარსულში, რას აკეთებს ახლა და რას გააკეთებს მომავალში თავისი ერთგული შვილებისთვის. აგრეთვე გვეხმარება პრობლემების გადაწყვეტასა და ბედნიერების პოვნაში (2 ტიმოთე 3:16, 17).

იეჰოვას მოწმეები ღვთის მეგობრები არიან; ისინი დაგეხმარებიან გაიგო, რას ასწავლის ბიბლია. უთხარი მათ, რომ ბიბლიის შესწავლა გსურს. ისინი ამის საფასურს არ გამოგართმევენ (მათე 10:8). გარდა ამისა, შეგიძლია ქრისტიანულ შეხვედრებს დაესწრო. თაყვანისცემის ადგილს, სადაც ისინი იკრიბებიან, სამეფო დარბაზი ეწოდება. თუ ქრისტიანულ შეხვედრებს დაესწრები, ღვთის შესახებ შენი ცოდნა სწრაფად გაიზრდება.

ღვთის შესახებ ცოდნის მიღება მის ქმნილებებზე დაკვირვებით შეგიძლია. მაგალითად, ბიბლია ამბობს: „ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1). როდესაც იეჰოვამ შექმნა „ცა“, შექმნა მზეც. რას გვეუბნება ეს ღვთის შესახებ? იმას, რომ იეჰოვას უდიდესი ძალა აქვს. მხოლოდ მას შეეძლო ისეთი მძლავრი ციური სხეულის შექმნა, როგორიც მზეა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ იეჰოვა ბრძენია, რადგან სიბრძნეა საჭირო მზის შესაქმნელად, რომელიც სითბოსა და სინათლეს გამოყოფს, თვითონ კი არ იწვის.

იეჰოვას ქმნილებები გვიჩვენებს, რომ მას ვუყვარვართ. წარმოიდგინე, ხილის რა ნაირსახეობაა დედამიწაზე. იეჰოვას შეეძლო მხოლოდ ერთი ჯიშის ხილი შეექმნა ჩვენთვის ან, საერთოდ, მისი არც ერთი სახეობა არ შეექმნა. მაგრამ იეჰოვამ მოგვცა მრავალი, ნაირნაირი ჯიშის, ზომის, ფერისა და გემოს ხილი. ეს ნათელყოფს, რომ იეჰოვა არის ღმერთი, რომელიც არა მარტო მოსიყვარულე, არამედ გულუხვი, მზრუნველი და კეთილია (ფსალმუნი 103:24).