გაკვეთილი 11
უარყავი ცრუ რელიგია!
სატანასა და მის დემონებს არ სურთ, რომ ღმერთს ემსახურო. მათ სურთ, თუკი შეძლებენ, ყოველი ადამიანი ჩამოაშორონ ღმერთს. რა ხრიკებს მიმართავენ ისინი საამისოდ? ერთ-ერთ საშუალებას ცრუ რელიგია წარმოადგენს (2 კორინთელთა 11:13—15). რელიგია, რომელიც არ ასწავლის ბიბლიურ ჭეშმარიტებას, ცრუა. ცრუ რელიგია ჰგავს ყალბ ფულს, რომელიც შეიძლება ნამდვილი გეგონოს, მაგრამ არაფრის მაქნისია. მან შეიძლება დიდი უსიამოვნებები შეგამთხვიოს.
რელიგიური სიცრუე არ სიამოვნებს იეჰოვას, ჭეშმარიტ ღმერთს. როცა იესო დედამიწაზე იყო, არსებობდა რელიგიური ჯგუფი, რომელსაც მისი მოკვლა სურდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ თავიანთი თაყვანისმცემლობა სწორი იყო და ამბობდნენ: „ჩვენ გვყავს ერთი მამა — ღმერთი“. იესოც იმავე აზრს იზიარებდა? არა! მან უთხრა მათ: „თქვენი მამა არის ეშმაკი“ (იოანე 8:41, 44). დღეს ბევრს ჰგონია, რომ ღმერთს სცემენ თაყვანს, მაგრამ სინამდვილეში სატანასა და მის დემონებს ემსახურებიან! (1 კორინთელთა 10:20, სსგ).
როგორც ცუდი ხის ნაყოფია უვარგისი, ისე ცრუ რელიგიის ნაყოფია ის ხალხი, რომელიც ცუდ საქმეებს სჩადის. ადამიანთა ბოროტმოქმედების — უზნეობის, ჩხუბის, ქურდობის, ჩაგვრის, მკვლელობისა და გაუპატიურების — გამო მსოფლიო აღსავსეა ტანჯვა-მწუხარებით. ბევრს, ვინც ამ ცუდ საქმეებს სჩადის, აქვს რელიგია, მაგრამ მათი რელიგია არ აღძრავს მათ იმის გასაკეთებლად, რაც კარგია. ისინი ვერ იქნებიან ღვთის მეგობრები, თუ არ შეწყვეტენ ცუდი საქმეების კეთებას (ცრუ რელიგია ხალხს კერპებისადმი ლოცვას ასწავლის. ღმერთი ამბობს, რომ არ უნდა ვილოცოთ კერპებისადმი. ეს გონივრულია. მოგეწონებოდა, თუ ვინმე შენ კი არა — შენს ფოტოსურათს დაუწყებდა ლაპარაკს? იქნებოდა ეს ადამიანი შენი ნამდვილი მეგობარი? არა, არ იქნებოდა. იეჰოვას სურს, რომ ხალხი მას ელაპარაკებოდეს და არა უსიცოცხლო ქანდაკებასა თუ სურათს (გამოსვლა 20:4, 5).
ცრუ რელიგია ასწავლის, რომ ომის დროს ადამიანის მოკვლა მისაღებია. იესომ თქვა, რომ ღვთის მეგობრებს ერთმანეთი ეყვარებოდათ. ჩვენ არ ვხოცავთ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს (იოანე 13:35). გარდა ამისა, ცუდი ადამიანების დახოცვაც კი არასწორი იქნებოდა. როცა იესოს მტრები მის დასაპატიმრებლად მივიდნენ, მან ნება არ დართო თავის მოწაფეებს, მის დასაცავად რომ ებრძოლათ (მათე 26:51, 52).
ცრუ რელიგია ასწავლის, რომ ბოროტები ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიტანჯებიან. მაგრამ ბიბლია ასწავლის, რომ ცოდვა სიკვდილს იწვევს (რომაელთა 6:23). იეჰოვა სიყვარულის ღმერთია. განა სამუდამოდ დატანჯავდა მოსიყვარულე ღმერთი ადამიანებს? რა თქმა უნდა, არა! სამოთხეში მხოლოდ ის ერთადერთი რელიგია იქნება, რომელიც იეჰოვას მოსწონს (გამოცხადება 15:4). სატანის სიცრუეზე დაფუძნებული არც ერთი რელიგია აღარ იარსებებს.