არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 3

შენ ღვთის შესახებ ცოდნის მიღება გესაჭიროება

შენ ღვთის შესახებ ცოდნის მიღება გესაჭიროება

ღვთის მეგობარი რომ იყო, ცოდნა უნდა მიიღო მის შესახებ. იციან შენმა მეგობრებმა შენი სახელი და ახსენებენ მას? რა თქმა უნდა. ღმერთსაც ასევე სურს, რომ იცოდე და ახსენებდე მის სახელს. ღვთის სახელია იეჰოვა (ფსალმუნი 82:19, გ. პ. პავსკის თარგმანი [რუს.]; მათე 6:9). აგრეთვე უნდა გაიგო, რა მოსწონს მას და რა — არა; აუცილებელია იმის ცოდნა, ვინ არიან მისი მეგობრები და ვინ — მისი მტრები. ვინმე რომ გაიცნო, დროა საჭირო. ბიბლია ამბობს, რომ ბრძნულია, დრო დაუთმო იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას (ეფესელთა 5:15, 16).

ღვთის მეგობრები იმას აკეთებენ, რაც მას სიამოვნებს. დავუშვათ, შენს მეგობრებს ცუდად ეპყრობი და ისეთ რამეს აკეთებ, რაც მათ სძულთ, გააგრძელებენ ისინი შენთან მეგობრობას? რა თქმა უნდა, არა! ამნაირადვე, თუ გსურს, რომ ღვთის მეგობარი გახდე, ის უნდა აკეთო, რაც მას სიამოვნებს (იოანე 4:24).

ყველა რელიგია ვერ დაგამეგობრებს ღმერთთან. იესო, რომელიც ღვთის უახლოესი მეგობარია, ორ გზაზე საუბრობდა. ერთი გზა განიერია, ხალხმრავალია და განადგურებისკენ მიდის. მეორე გზა ვიწროა, მასზე ცოტა ხალხი დადის და მარადიული სიცოცხლისკენ მიემართება. თუ გსურს ღმერთთან მეგობრობა, უნდა გაიგო მისი თაყვანისმცემლობის ამ სწორი გზის შესახებ (მათე 7:13, 14).