გაკვეთილი 2
ღმერთი საუკეთესო მეგობარია
ღმერთთან დამეგობრება უკეთესია ყოველივე იმაზე, რაც კი ოდესმე გინატრია. ღმერთი გასწავლის, როგორ მიაღწიო ბედნიერებასა და უსაფრთხოებას; გაგათავისუფლებს ბევრი მცდარი შეხედულებისა და მავნე ჩვევებისგან. ის მოისმენს შენს ლოცვებს და დაგეხმარება, რომ გქონდეს შინაგანი სიმშვიდე და მტკიცე რწმენა (ფსალმუნი 70:5; 72:28). ღმერთი მხარს დაგიჭერს გაჭირვების დროს (ფსალმუნი 17:19). და ის გთავაზობს თავის „მადლს — მარადიულ სიცოცხლეს“ (რომაელთა 6:23).
ღმერთთან დაახლოებით მის მეგობრებსაც დაუახლოვდები. ისინი შენი მეგობრებიც გახდებიან. სინამდვილეში, შენთვის და–ძმებივით იქნებიან და ღვთის შესახებ ცოდნის მიღებაში დაგეხმარებიან. აგრეთვე მხარში ამოგიდგებიან და გაგამხნევებენ.
ჩვენ არა ვართ ღვთის თანასწორი. თუ ღმერთთან მეგობრობას ეძებ, მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა გაიცნობიერო. ღმერთთან მეგობრობა თანასწორთან მეგობრობა არ არის. ის ჩვენზე ბევრად უფროსი, ბრძენი და ძლიერია. ღმერთი ჩვენი კანონიერი მმართველია. ასე რომ, თუ მასთან მეგობრობა გვსურს, უნდა მოვუსმინოთ და ვაკეთოთ ის, რასაც გვეუბნება. თუ ყოველთვის ასე მოვიქცევით, ჩვენთვისვე იქნება სასიკეთო (ესაია 48:18).