გაკვეთილი 4
მიწას ეპკურება წვეთები წვიმის.
„როდის გადაიღებს?“
თაკუნა ტირის.
მაგრამ უცაბედად
მზემ გამოანათა,
თაკოს უხარია,
გარემო განათდა.
გარეთ გაირბინა,
ჰოი, საოცრება!
თვალებს არ უჯერებს
პატარა თაკუნა.
„თურმე არ მცოდნია, თაკუნა ტიტინებს, ჟუჟუნა წვიმით ღმერთი რწყავს ყვავილებს“.
ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
წაუკითხეთ თქვენს პატარას
სთხოვეთ ბავშვს, გიჩვენოთ:
ფანჯარა, ჩიტი, თაკო,
ხე, ყვავილები.
სთხოვეთ ბავშვს, აგრეთვე გიჩვენოთ:
ჭიამაია, თვითმფრინავი.
ჰკითხეთ თქვენს პატარას:
რატომ შექმნა იეჰოვამ წვიმა?