მეორე ნაწილი
„წაბილწე ჩემი წმინდა ადგილი“ — წმინდა თაყვანისმცემლობა შეიბღალა
თემა: იუდა და იერუსალიმი სულიერად და ზნეობრივად გაიხრწნა
იეჰოვას უყვარდა თავისი ერი და ზრუნვას არ აკლებდა მას. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ისრაელებს თავის საკუთრებად თვლიდა (გამ. 19:5). მაგრამ იმის მაგივრად, რომ ისინი ღვთის მადლობლები ყოფილიყვნენ, ცრუ ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა იეჰოვას ტაძარში, რითაც გული ატკინეს მას და შეურაცხყვეს. რამ მიიყვანა ისინი აქამდე? რისი სწავლა შეგვიძლია ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან, რომელიც იერუსალიმის განადგურებას ეხება? რას ვსწავლობთ ისრაელისა და მეზობელი ერების ურთიერთობიდან?
ამ განყოფილებაში
თავი 5
„ნახე, რა ბოროტებას, რა სისაძაგლეს სჩადიან“
ეზეკიელი ხედავს შემზარავ სცენებს, რომლებიც მთელი ისრაელი ერის ზნეობრივ დაცემაზე მეტყველებს.
თავი 6
„მოაწია შენზე აღსასრულმა“
ეზეკიელის მიერ გათამაშებული სცენა იმას მოასწავებდა, თუ როგორ აღასრულებდა იეჰოვა თავის განაჩენს იერუსალიმზე.
თავი 7
ხალხები „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“
ის ერები, რომლებიც შეურაცხყოფდნენ ღვთის სახელს, ავიწროებდნენ და გამხრწნელ გავლენაში აქცევდნენ მის ხალხს, დაისაჯნენ. რას ვსწავლობთ ისრაელებისა და ამ ერების ურთიერთობიდან?