თავი 22
„ღმერთს ეცი თაყვანი“
თემა: წიგნ „ეზეკიელში“ მოცემული ძირითადი აზრების მიმოხილვა
1, 2. ა) რა არჩევანის წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი? ბ) რა უთხრა ანგელოზმა იოანეს, როცა მან მისი თაყვანისცემა დააპირა?
„ვის ვცემ თაყვანს?“ ამ უმნიშვნელოვანეს კითხვას თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვუპასუხოთ. ბევრის აზრით, ეს არცთუ ადვილი კითხვაა, რადგან უამრავი პასუხი მოეძებნება. არადა, პასუხი მარტივი და ნათელია: ჩვენ ან იეჰოვას ვცემთ თაყვანს, ან სატანა ეშმაკს.
2 სატანას დიდი სურვილი აქვს, ყველა მას სცემდეს თაყვანს. ეს თვალნათლივ მაშინ გამოჩნდა, როცა იგი იესოს ცდუნებას შეეცადა. როგორც ამ წიგნის პირველმა თავმა შეგვახსენა, სატანამ იესოს უთხრა, თაყვანი ეცა მისთვის, სანაცვლოდ კი მეტად შთამბეჭდავი ჯილდო — მსოფლიოს ყველა სამეფოზე ბატონობა — შესთავაზა (მათ. 4:9). სატანისგან განსხვავებით, ანგელოზმა, რომლისგანაც იოანემ გამოცხადება მიიღო, არ ისურვა თაყვანისცემა (წაიკითხეთ გამოცხადების 22:8, 9). როდესაც იოანემ ანგელოზის თაყვანისცემა მოინდომა, ღვთის თავმდაბალმა სულიერმა ძემ დაუშალა ეს: „ნუ იზამ ამას!“. მეტიც, მან დასძინა: „ღმერთს ეცი თაყვანი!“.
3. ა) რა არის ამ წიგნის მიზანი? ბ) რას განვიხილავთ წინამდებარე თავში?
3 ამ წიგნის მიზანია, კიდევ უფრო განგვიმტკიცოს გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ იეჰოვას ვცეთ თაყვანი, როგორც ეს ანგელოზის კან. 10:20; მათ. 4:10). მოდი ახლა მოკლედ შევიხსენოთ, რა ვისწავლეთ ეზეკიელის წინასწარმეტყველებებიდან და ხილვებიდან წმინდა თაყვანისმცემლობის შესახებ, შემდეგ კი ბიბლიიდან უფრო მეტი გავიგოთ იმ დროის შესახებ, როცა დედამიწის ყველა მკვიდრს ღვთის ერთგულების გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ისინი, ვინც ღმერთს ერთგულებას დაუმტკიცებენ, იხილავენ, თუ როგორ აღდგება წმინდა თაყვანისმცემლობა ერთხელ და სამუდამოდ.
სიტყვებიდანაც გამოჩნდა (წიგნ „ეზეკიელში“ ხაზგასმული სამი ძირითადი აზრი
4. რომელ სამ ძირითად აზრს უსვამს ხაზს წიგნი „ეზეკიელი“?
4 წიგნ „ეზეკიელიდან“ ვიგებთ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში ფორმალურ თაყვანისცემაზე მეტი იგულისხმება. წმინდა თაყვანისმცემლობას მხარს ვუჭერთ, თუ 1) მხოლოდ იეჰოვას ვერთგულობთ, 2) ყველა ერთსულოვნად ვცემთ თაყვანს ღმერთს და 3) გვიყვარს გარშემომყოფნი. მოდი ვნახოთ, როგორ უსვამს ხაზს ამ სახელმძღვანელოში განხილული წინასწარმეტყველებები და ხილვები ამ სამ ძირითად აზრს.
პირველი: მხოლოდ იეჰოვას უნდა ვუერთგულოთ
5—9. როგორ დაგვანახვა ამ წიგნმა, რომ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვუერთგულოთ?
5 მე-3 თავი: * შთამბეჭდავი ხილვა, რომელშიც ცისარტყელით გარემოცული იეჰოვა ძლევამოსილ სულიერ ქმნილებებს მართავს, ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უსვამს ხაზს — მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთია თაყვანისცემის ღირსი (ეზეკ. 1:4, 15—28).
6 მე-5 თავი: მართლაც შემზარავი იყო ეზეკიელისთვის იმის დანახვა, თუ როგორ წაიბილწა იეჰოვას ტაძარი! ამ ხილვამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მაშინაც კი, როცა რაიმე კაცის თვალისთვის დაფარულია, იეჰოვასთვის ყველაფერი ცხადია. იგი ყოველთვის ამჩნევს, როცა მისი მსახურები ზურგს აქცევენ მას და ცრუ ღმერთების თაყვანისცემას იწყებენ. ღმერთს გულს სტკენს ამის დანახვა და დაუსჯელს არ ტოვებს ორგულთ (ეზეკ. 8:1—18).
7 მე-7 თავი: მეზობელი ერებისთვის გამოტანილი განაჩენი, რომლებიც ისრაელებს მასხრად იგდებდნენ, იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ხალხს ცუდად ეპყრობა (ეზეკ. 25:6). ისრაელისა და მის გარშემო მცხოვრები ერების ურთიერთობიდან იმასაც ვსწავლობთ, რომ მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს უპირობო ერთგულებას. ჩვენ არასდროს უნდა გავაუფასუროთ ღვთის ნორმები იმ ნათესავების გულის მოსაგებად, რომლებიც იეჰოვას არ ემსახურებიან; არც სიმდიდრეზე უნდა დავამყაროთ იმედი; ამასთანავე, ყოველთვის უნდა დავიცვათ ნეიტრალიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე მიწიერ მმართველებს.
8 მე-13 და მე-14 თავები: ხილვიდან, რომელშიც ეზეკიელმა მაღალ მთაზე მდებარე ტაძარი ნახა, ვიგებთ, რომ უნდა დავიცვათ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები და ვაღიაროთ, რომ ის ყველა სხვა ღმერთზე აღმატებულია (ეზეკ. 40:1—48:35).
9 მე-15 თავი: წინასწარმეტყველება, რომელშიც ისრაელი და იუდა მეძავებთან არიან შედარებულნი, შეგვახსენებს, თუ რამდენად ამაზრზენია იეჰოვასთვის სულიერი მეძაობა (ეზეკ. თავები 16, 23).
მეორე: ყველამ ერთსულოვნად უნდა ვცეთ თაყვანი ერთადერთ ღმერთს
10—14. როგორ გაესვა ხაზი ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში იმას, რომ ერთსულოვნად უნდა ვცეთ თაყვანი ერთადერთ ღმერთს?
10 მე-8 თავი: წინასწარმეტყველებებიდან, რომელთა თანახმადაც, იეჰოვა თავის ხალხს მზრუნველ მწყემსს დაუყენებდა, ვიგებთ, რომ უნდა მივყვეთ იესოს ხელმძღვანელობას და შევინარჩუნოთ მშვიდობა და ერთობა (ეზეკ. 34:23, 24; 37:24—28).
11 მე-9 თავი: ეზეკიელის წინასწარმეტყველებები ღვთის ხალხის ბაბილონის ტყვეობისგან გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების შესახებ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის იეჰოვას თაყვანისმცემლებს; ღვთისთვის რომ მოსაწონი იყოს ჩვენი თაყვანისცემა, არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმემ შებღალოს ის. ღვთის ხალხი ეთნიკური წარმომავლობისა თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ერთობით უნდა გამოირჩეოდეს (ეზეკ. 11:17, 18; 12:24; იოან. 17:20—23).
12 მე-10 თავი: ხილვა გამხმარი ძვლების გაცოცხლების შესახებ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობის შენარჩუნება. მართლაც, რამხელა პატივია წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდამჭერთა ლაშქარში ყოფნა! (ეზეკ. 37:1—14).
13 მე-12 თავი: ერთობის მნიშვნელოვნებას ხაზი ესმება წინასწარმეტყველებაშიც ორი ჯოხის შეერთების თაობაზე. ნამდვილად რწმენის განმამტკიცებელია იმის დანახვა, რომ დღეს ეს წინასწარმეტყველება ცხებულებსა და „სხვა ცხვარზე“ სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურად და პოლიტიკურად დაყოფილ მსოფლიოში ვცხოვრობთ, ჩვენ ვხარობთ ერთობით, რადგან გვიყვარს ერთმანეთი და ღვთის ერთგულნი ვრჩებით (ეზეკ. 37:15—23).
14 მე-16 თავი: ხილვა, რომელშიც ვხვდებით როგორც სამელნიან კაცს, ისე კაცებს შემმუსვრელი იარაღით, შეიცავს მნიშვნელოვან გაფრთხილებას, რომ მხოლოდ მათ დაედებათ ნიშანი გადასარჩენად, ვინც „დიდი გასაჭირის“ დადგომამდე გახდებიან ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები (მათ. 24:21; ეზეკ. 9:1—11).
მესამე: უნდა გვიყვარდეს გარშემომყოფნი
15—18. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიყვარული გარშემომყოფთა მიმართ და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
15 მე-4 თავი: ხილვა ოთხი ცოცხალი არსების შესახებ გვაცნობს იეჰოვას თვისებებს, რომელთაგანაც უმთავრესი სიყვარულია. როდესაც ჩვენს საუბარსა თუ საქციელს სიყვარული ახლავს თან, ცხადვყოფთ, რომ იეჰოვას ვემსახურებით (ეზეკ. 1:5—14; 1 იოან. 4:8).
მე-6 და მე-11 თავები: სიყვარულმა აღძრა ღმერთი, რომ დაენიშნა „გუშაგები“, რომელთა შორის ერთ-ერთი ეზეკიელიც იყო. ღმერთი სიყვარულია, ამიტომ არ სურს, რომ ვინმე განადგურდეს, როცა იგი სატანის მმართველობას ბოლოს მოუღებს (2 პეტ. 3:9). ღმერთს მივბაძავთ სიყვარულის გამოვლენაში, თუკი მის მიერ დანიშნულ „გუშაგს“ დავუჭერთ მხარს (ეზეკ. 33:1—9).
1617 მე-17 და მე-18 თავები: იეჰოვამ იცის, რომ ბევრი მის გულმოწყალებას არაფრად ჩააგდებს და მისი ერთგული თაყვანისმცემლების მიწის პირიდან აღგვას შეეცდება. სიყვარული აღძრავს იეჰოვას, დაიცვას თავისი ხალხი, რომელსაც თავს დაესხმება „გოგი მაგოგის მიწიდან“. გარშემომყოფთა სიყვარული ჩვენც აღგვძრავს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავაფრთხილოთ, რომ იეჰოვა თავისი ხალხის მტრების განადგურებას აპირებს (ეზეკ. 38:1—39:20; 2 თეს. 1:6, 7).
18 მე-19—21-ე თავები: ხილვები სიცოცხლის წყლის მდინარისა და მიწების განაწილების თაობაზე გვანახვებს, თუ როგორ უყვარს იეჰოვას თავისი ხალხი. ამ ხილვებიდან იმ კურთხევების შესახებაც ვიგებთ, რომლებიც იეჰოვას მიერ გაღებული ძის სიცოცხლის წყალობით გვაქვს; სწორედ ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე, რომელიც ღვთის სიყვარულის უდიდესი გამოხატულება იყო, მოგვეტევა ცოდვები და, იმავდროულად, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ გაგვეხარა სრულყოფილი სიცოცხლით და ღვთის ოჯახში ყოფნით. ჩვენ სიყვარულს ვავლენთ გარშემომყოფთა მიმართ, თუ ვესაუბრებით იმ მშვენიერი მომავლის შესახებ, რომელიც ღმერთმა აღუთქვა მათ, ვინც რწმენას გამოავლენდა იესოს მიმართ (ეზეკ. 45:1—7; 47:1—48:35; გამოცხ. 21:1—4; 22:17).
ათასწლიანი მმართველობის შემდეგ სანიმუშო თავმდაბლობის მოწმენი გავხდებით
19. რას გააკეთებს იესო ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში? (იხილეთ ჩარჩო „საბოლოო გამოცდა“)
19 ათასწლიანი მმართველობის დროს იესო მილიარდობით ადამიანს გააცოცხლებს და დაგვიამებს იმ ტკივილს, რომელიც ვერაგმა მტერმა, სიკვდილმა, მოგვაყენა (1 კორ. 15:26; მარ. 5:38—42; საქ. 24:15). კაცობრიობის ისტორიის ფურცლები ცრემლითაა დანამული და მწუხარების დაღი ატყვია. მაგრამ იესო წაშლის ამ სევდით ნაწერ ამბავს, როცა ყველა მიცვალებულს გააცოცხლებს და მათ საშუალებას მისცემს, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ წერა. იესო გამოსასყიდის საფუძველზე აღმოფხვრის იმ ზიანს, რაც ადამიანებს ავადმყოფობამ, ომებმა თუ შიმშილმა მიაყენა. მეტიც, იგი ბოლოს მოუღებს ნაღვლისა და დარდის გამომწვევ მთავარ მიზეზს, ცოდვას, რომელიც ადამისგან მემკვიდრეობად გვერგო (რომ. 5:18, 19). იესო ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს „ეშმაკის საქმეებს“ (1 იოან. 3:8). რა მოხდება შემდეგ?
აღდგენილებს მიეცემათ საშუალება, თავიანთი ამბის წერა სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.
20. როგორ გამოიჩენენ იესო და მისი 144 000 თანამმართველი სანიმუშო თავმდაბლობას? (იხილეთ სურათი 226-ე გვერდზე)
20 წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:24—28. როდესაც ყველა გასრულყოფილდება და მთელი დედამიწა იეჰოვას განზრახვის თანახმად სამოთხედ გადაიქცევა, იესო და მისი 144 000 თანამმართველი სანიმუშო თავმდაბლობას გამოიჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ ათასი წლის მანძილზე მართვის სადავეები მათ ხელში იქნება, ისინი მმართველობის დასასრულს ძალაუფლებას მშვიდობიანად და ნებაყოფლობით გადააბარებენ იეჰოვას. თუმცა ცხადია, ამ სამეფოს მიღწევებით მთელი მარადიულობის მანძილზე გავიხარებთ.
საბოლოო გამოცდა
21, 22. ა) როგორი იქნება მსოფლიო ათასი წლის ბოლოს? ბ) რატომ გაათავისუფლებს იეჰოვა სატანასა და დემონებს?
21 ამის შემდეგ იეჰოვა ისეთ რამეს მოიმოქმედებს, რითაც უდიდეს ნდობას გამოუცხადებს თავის მიწიერ ქვეშევრდომებს. იგი დაუშვებს, რომ სატანა და დემონები გათავისუფლდნენ უფსკრულიდან, სადაც ათასი წლით იქნებიან შებოჭილნი (წაიკითხეთ გამოცხადების 20:1—3). გათავისუფლების შემდეგ მათ დედამიწაზე სრულიად სხვაგვარი სურათი დახვდებათ. მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც დატოვეს, რადგან არმაგედონამდე სატანა მართავდა კაცობრიობას, შურსა და შუღლს თესავდა და ძირს უთხრიდა მათ ერთობას (გამოცხ. 12:9). თუმცა ათასი წლის ბოლოს ყველა ადამიანი იეჰოვას მოსიყვარულე ოჯახში გაერთიანებული, მისი ერთგული თაყვანისმცემელი იქნება. იმ დროისთვის სამოთხედქცეულ დედამიწაზე მშვიდობა იქნება გამეფებული.
22 ისმის კითხვა: რატომ მისცემს იეჰოვა სატანასა და მის დემონებს ასეთ მშვიდობიან გარემოში პარპაშის უფლებას? საგულისხმოა, რომ იმ დროისთვის დედამიწაზე ბევრი იცხოვრებს ისეთი, რომელთა ერთგულებაც არასდროს გამოცდილა. მათგან ბევრი ისე დაიხოცა, რომ არაფერი ჰქონდათ გაგებული იეჰოვას შესახებ. მაგრამ მათ იეჰოვამ სიცოცხლე დაუბრუნა. უფრო მეტიც, მათ სულიერ თუ ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც იზრუნა. ისიც აღსანიშნავია, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ისინი არ მოქცეულან უარყოფით გავლენაში, რადგან მათ ირგვლივ ყოველთვის ღვთის ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები ცხოვრობდნენ. ამიტომ სატანამ მათ შესაძლოა იგივე დააბრალოს, იობ. 1:9, 10). ამგვარად, სანამ იეჰოვა სამუდამოდ ჩაწერს ჩვენს სახელებს სიცოცხლის წიგნში, საშუალებას მოგვცემს, საბოლოოდ დავუმტკიცოთ ერთგულება ჩვენს ზეციერ მამასა და უზენაეს მმართველს (გამოცხ. 20:12, 15).
რაც იობს, რომ ღმერთს გამორჩენის მიზნით ემსახურებიან, რადგან ის იცავს და კურთხევებს არ აკლებს მათ (23. რომელ საკამათო საკითხზე მოუწევს პასუხის გაცემა თითოეულს?
23 რაღაც დროის განმავლობაში სატანას კვლავ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ადამიანები ღმერთს ჩამოაშოროს. როგორ გამოცდის იგი მათ ერთგულებას? როგორც ჩანს, ადამისა და ევას მსგავსად, ყველას მოუწევს, პასუხი გასცეს სატანის მიერ წამოჭრილ საკამათო საკითხს; თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს, სატანას მიემხრობიან თუ ღმერთს სცემენ თაყვანს, დაიცავენ მის ნორმებს და აღიარებენ მას, როგორც უზენაეს მმართველს.
24. რატომ ეწოდებათ ურჩებს „გოგი და მაგოგი“?
24 წაიკითხეთ გამოცხადების 20:7—10. აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც ათასი წლის ბოლოს აუმხედრდებიან ღმერთს, ბიბლიაში „გოგი და მაგოგი“ ეწოდებათ. ისინიც ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ღვთის ხალხის მტრების მსგავსად მოიქცევიან, რომლებმაც „დიდი გასაჭირის“ დროს იერიში მიიტანეს ღვთის მსახურებზე. ეს ერები, რომელთაც ბიბლიაში „გოგი მაგოგის მიწიდან“ ეწოდებათ, იეჰოვას მმართველობას დაუპირისპირდნენ (ეზეკ. 38:2). აღსანიშნავია, რომ ისინიც, ვინც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის მიწურულს იეჰოვას აუმხედრდებიან, ბიბლიაში „ხალხებად“ ანუ ერებად არიან მოხსენიებულნი. ეს ფაქტი, თავის მხრივ, ბევრ რამეზე მეტყველებს. რატომ ვამბობთ ამას? ათასწლიანი მმართველობის დროს ადამიანები აღარ იქნებიან დაყოფილნი რაიმე ნიშნით, რადგან ისინი ერთი ხელისუფლების ქვეშ, ერთ სულიერ ერში იქნებიან გაერთიანებულნი. ის ფაქტი, რომ აჯანყებულებს „გოგი და მაგოგი“ და „ხალხები“ ეწოდებათ, იმაზე მიუთითებს, რომ სატანა გარკვეულწილად მოახერხებს, ღვთის ხალხის ერთობას ძირი გამოუთხაროს. თუმცა სრულყოფილ ადამიანებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება და მათ ვერავინ აიძულებს, სატანას მიემხრონ.
25, 26. რამდენი დაიკავებს სატანის მხარეს და როგორი ბოლო ელის მათ?
25 რამდენი დაიკავებს სატანის მხარეს? ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავით იქნება“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხის დიდი ნაწილი სატანას მიემხრობა. რის საფუძველზე ვასკვნით ამას? გავიხსენოთ, რას დაჰპირდა იეჰოვა აბრაამს. ღმერთმა მას აღუთქვა, რომ მის შთამომავალს „ზღვის ქვიშასავით“ გაამრავლებდა (დაბ. 22:17, 18). თუმცა საბოლოოდ აბრაამის „შთამომავალთა“ რიცხვმა 144 001 შეადგინა (გალ. 3:16, 29). მართალია, ეს რიცხვი არაა მცირე, მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობასთან შედარებით ზღვაში წვეთია. მსგავსადვე, მათი რიცხვი, ვინც სატანას მიემხრობა, შეიძლება არცთუ ისე მცირე ჩანდეს, მაგრამ მთლიანობაში მაინც ცოტა იქნება. ურჩები ვერაფერს დააკლებენ ღვთის ერთგულ მსახურებს!
26 აჯანყებულები მყისვე განადგურდებიან. სატანისა და დემონების მსგავსად, ისინიც აღიგვებიან მიწის პირიდან და აღარასდროს გაცოცხლდებიან, მათი ურჩობის შედეგები კი ყოველთვის გვემახსოვრება (გამოცხ. 20:10).
27—29. როგორი მომავალი ელის მათ, ვინც საბოლოო გამოცდას ჩააბარებენ?
27 მათი სახელები, ვინც ჩააბარებენ ერთგულების გამოცდას, საბოლოოდ „სიცოცხლის წიგნში“ ჩაიწერება (გამოცხ. 20:15). ისინი, როგორც ერთი დიდი ოჯახის წევრები, იეჰოვას გაერთიანებულად სცემენ თაყვანს, რადგან იგი იმსახურებს ამას.
28 წარმოიდგინეთ, როგორი მომავალი გელით. თქვენ გექნებათ კმაყოფილების მომგვრელი საქმე და გვერდით გეყოლებიან ძვირფასი მეგობრები; არც თქვენ და არც თქვენი საყვარელი ადამიანები აღარასოდეს დაიტანჯებით; აღარ დაგჭირდებათ შუამავალი იეჰოვასთან, რადგან ცოდვილნი აღარ იქნებით; აღარაფერი შეგიშლით ხელს ღმერთთან მეგობრობაში; და რაც ყველაზე მთავარია, ზეცაში თუ დედამიწაზე ყველა სრულყოფილად დაუჭერს მხარს წმინდა თაყვანისმცემლობას. სწორედ მაშინ შეგვეძლება იმის თქმა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა ერთხელ და სამუდამოდ აღდგა!
29 ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილავთ ასეთ შესანიშნავ მომავალს, თუ კვლავაც გავითვალისწინებთ ეზეკიელის წიგნში მოცემულ სამ ძირითად აზრს: 1) მხოლოდ იეჰოვას ვუერთგულებთ, 2) ყველა ერთსულოვნად ვცემთ თაყვანს ერთადერთ ღმერთს და 3) გვეყვარება გარშემომყოფნი. ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ.
„გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“
30, 31. რას ნიშნავს განაცხადი „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“: ა) ღვთის მტრებისთვის? ბ) ღვთის ხალხისთვის?
30 წიგნ „ეზეკიელში“ არაერთხელ ვკითხულობთ განაცხადს: „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკ. 6:10; 39:28). ღვთის მტრებისთვის ეს სიტყვები ომსა და სიკვდილს მოასწავებს. მათ მხოლოდ იმის აღიარება როდი მოუწევთ, რომ იეჰოვა არსებობს. ღვთის მტრები მწარე გამოცდილებით ისწავლიან მისი დიდებული სახელის მნიშვნელობას, „აქცევინებს“, რადგან ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მათ წინააღმდეგ „ძლიერ მეომრად“ იქცევა (1 სამ. 17:45; გამ. 15:3). ისინი ძალიან გვიან გააცნობიერებენ ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: იეჰოვას ვერავინ შეუშლის ხელს თავისი განზრახვის შესრულებაში!
31 რაც შეეხება ღვთის ხალხს, მათთვის განაცხადი „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“, მშვიდობასა და სიცოცხლეს ნიშნავს. იეჰოვა თავისი თავდაპირველი განზრახვის თანახმად ისეთ ადამიანებად გვაქცევს, რომლებიც სრულყოფილად გამოავლენენ მის თვისებებს (დაბ. 1:26). იეჰოვა უკვე იქცა ჩვენთვის მოსიყვარულე მამად და მზრუნველ მწყემსად. მალე ის მძლეველ მეფედაც იქცევა. მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, მოდი ყურად ვიღოთ ეზეკიელის წინასწარმეტყველება და სიტყვითა თუ საქმით ყოველდღე დავამტკიცოთ, რომ ვიცნობთ იეჰოვას. შესაბამისად, როცა „დიდი გასაჭირი“ დაიწყება, არაფრის შიში არ გვექნება. პირიქით, თავებს ავწევთ, რადგან გვეცოდინება, რომ ახლოვდება ჩვენი ხსნა (ლუკ. 21:28). მანამდე კი, მოდი დავეხმაროთ გარშემომყოფთ, გაიცნონ და შეიყვარონ ერთადერთი ღმერთი, რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას და რომელსაც ყველა სახელზე აღმატებული სახელი — იეჰოვა — ჰქვია! (ეზეკ. 28:26).
^ აბზ. 5 იგულისხმება თავები წინამდებარე სახელმძღვანელოდან.