არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 2ბ

ეზეკიელი და მისი თანამედროვეები

ეზეკიელი და მისი თანამედროვეები

„ეზეკიელი“ ნიშნავს „ღმერთი აძლიერებს“. მართალია, ეზეკიელის წინასწარმეტყველება არაერთ გაფრთხილებას შეიცავს, მაგრამ საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ გაცხადებული ცნობა შეესაბამება მისი სახელის მნიშვნელობას და რწმენას უმტკიცებს ყველას, ვისაც სურს, წმინდა თაყვანისმცემლობის მხარე დაიკავოს.

მისი თანამედროვე წინასწარმეტყველები

  • იერემია

    სამღვდელო შტოს წარმომადგენელი; იგი, ძირითადად, იერუსალიმში მსახურობდა (ძვ. წ. 647—580 წწ.).

  • ხულდა

    წინასწარმეტყველად მსახურობდა მაშინ, როცა ტაძარში კანონის წიგნი იპოვეს (დაახლ. ძვ. წ. 642).

  • დანიელი

    იუდას სამეფო ტომის წარმომადგენელი; იგი ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს (ძვ. წ. 617).

  • აბაკუმი

    მსახურობდა იუდაში, როგორც ჩანს, იეჰოიაკიმის მეფობის დასაწყისში.

  • აბდია

    განაჩენს უცხადებდა ედომს, როგორც ჩანს, იერუსალიმის განადგურების პერიოდში.

წინასწარმეტყველად მსახურების წლები (თარიღები მოცემულია ძვ. წ.)

აღსანიშნავი თარიღები ეზეკიელის ცხოვრებიდან (თარიღები მოცემულია ძვ. წ.)

  1. დაახლ. 643: დაიბადა.

  2. 617: ტყვედ მიჰყავთ ბაბილონში.

  3. 613: იწყებს წინასწარმეტყველებას; ხედავს ხილვას იეჰოვას შესახებ.

  4. 612: ხილვაში ხედავს, როგორ სცემენ თაყვანს ტაძარში ცრუ ღმერთებს.

  5. 611: იწყებს იერუსალიმისთვის განაჩენის გაცხადებას.

  6. 609: ცოლი უკვდება; იერუსალიმს საბოლოოდ არტყამენ ალყას.

  7. 607: იგებს იერუსალიმის განადგურების შესახებ.

  8. 593: ხედავს ხილვას ტაძრის შესახებ.

  9. 591: წინასწარმეტყველებს ნაბუქოდონოსორის ეგვიპტეში შეჭრას; ამთავრებს წიგნის წერას.

იუდასა და ბაბილონის მეფეები

  1. 659—629: იოშია მხარს უჭერს წმინდა თაყვანისმცემლობას; კვდება ფარაონ ნექოსთან ბრძოლაში.

  2. 628: ბოროტი მეფე იეჰოახაზი სამ თვეს მმართველობს; შემდეგ კი ფარაონ ნექოს ტყვედ მიჰყავს.

  3. 628—618: იეჰოიაკიმი ფარაონ ნექოს ვასალი ხდება და უგუნურად მართავს ქვეყანას.

  4. 625: ნაბუქოდონოსორი ამარცხებს ეგვიპტელთა ჯარს.

  5. 620: ნაბუქოდონოსორი იჭრება იუდაში; იეჰოიაკიმი მისი ვასალი ხდება.

  6. 618: იეჰოიაკიმი უჯანყდება ნაბუქოდონოსორს; როგორც ჩანს, იგი ბაბილონელების იუდაში მეორედ შეჭრის დროს კვდება.

  7. 617: ბოროტი მეფე იეჰოიაქინი, იგივე იექონია, სამი თვე მმართველობს, შემდეგ კი ნაბუქოდონოსორს ნებდება.

  8. 617—607: ბოროტი და მხდალი მეფე ციდკია ნაბუქოდონოსორის ვასალი ხდება.

  9. 609: ციდკია უჯანყდება ნაბუქოდონოსორს, რის შემდეგაც ბაბილონის მეფე მესამედ იჭრება იუდაში.

  10. 607: ნაბუქოდონოსორი ანადგურებს იერუსალიმს, აბრმავებს ციდკიას და ტყვედ მიჰყავს ბაბილონში.