არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 16ბ

„ოხვრა და კვნესა“, „ნიშნის დადება“ და „მუსვრა“

„ოხვრა და კვნესა“, „ნიშნის დადება“ და „მუსვრა“

წიგნ „ეზეკიელის“ მე-9 თავში ჩაწერილი ხილვა ჩვენს დროშიც სრულდება. ქვეყნიერების აღსასრულს უფრო მედგრად დავუხვდებით, თუკი გვეცოდინება, როგორ შესრულდება ეს ხილვა.

„ოხვრა და კვნესა“

„ბოლო დღეებში“, „დიდი გასაჭირის“ დადგომამდე, ხალხი ოხვრასა და კვნესას მოჰყვება.

გულწრფელი ადამიანები როგორც სიტყვით, ისე საქმით ცხადყოფენ, რომ სძულთ ქვეყნიერებაში არსებული ბოროტება. ისინი ყურად იღებენ სასიხარულო ცნობას, „იმოსებიან“ ქრისტეს მსგავსი პიროვნებით, თავს უძღვნიან იეჰოვას, ინათლებიან და მხარს უჭერენ ქრისტეს ძმებს.

„ნიშნის დადება“

„ნიშნის დადება“ „დიდი გასაჭირის“ დროს მოხდება.

„სამელნიანი კაცის“ როლს იესო ქრისტე შეასრულებს, როცა „მთელი თავისი სიდიადით . . . მოვა“ ერების გასასამართლებლად. იგი „უამრავ ხალხს“ აღიარებს „ცხვრად“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არმაგედონს გადაურჩებიან.

„მუსვრა“

„მუსვრა“ არმაგედონის დროს მოხდება.

იესო თავის 144 000 თანამმართველთან და ანგელოზებთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს ბოროტ ქვეყნიერებას, ხოლო წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდამჭერთ გადაარჩენს, რათა მათ ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრონ.