არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 14ა

რას ვსწავლობთ ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძრის მაგალითზე?

რას ვსწავლობთ ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძრის მაგალითზე?

წმინდა თაყვანისმცემლობის განმტკიცება

ტაძარი, რომელიც ეზეკიელმა იხილა, „ძალიან მაღალ მთაზე“ მდებარეობდა (1). ჩვენს ცხოვრებაში თუ უკავია წმინდა თაყვანისმცემლობას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი?

გალავანი (2), რომელიც ცენტრში მოქცეულ სატაძრო კომპლექსს (3) ჰქონდა შემოვლებული, შეგვახსენებს, რომ არაფერს უნდა დავრთოთ იეჰოვას თაყვანისმცემლობის შებღალვის ნება. და, თუკი ყოფითი საქმეები შეურაცხყოფს წმინდა თაყვანისმცემლობას, მით უმეტეს უწმინდურება და უზნეობა! (ეზეკ. 42:20).

მარადიული კურთხევები

ტაძრიდან მომდინარე წყალი მდინარედ იქცა, რომელმაც ყველაფერი გააცოცხლა და მიწა გაანაყოფიერა (4). ამის შესახებ უფრო ვრცლად მე-19 თავში ვისაუბრებთ.

საერთო ნორმები

მაღალი კარიბჭეები, იქნება გარეთა (5) თუ შიდა (9), შეგვახსენებს, რომ იეჰოვამ თავის თაყვანისმცემლებს მაღალზნეობრივი ნორმები დაუდგინა. ყურადღება მიაქციეთ, რომ გარეთა თუ შიდა კარიბჭეები ერთიმეორის იდენტურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვას ერთი და იგივე მოთხოვნები აქვს თავისი მსახურების მიმართ მათი მდგომარეობისა თუ პასუხისმგებლობის მიუხედავად.

იეჰოვას სუფრა

სასადილო ოთახები (8) შეგვახსენებს მოსეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, როცა ებრაელები შეწირული სამშვიდობო მსხვერპლიდან თავიანთ წილს ტაძრის სასადილო ოთახებში ჭამდნენ; ისინი თითქოსდა იეჰოვასთან ერთად უსხდნენ სუფრას. მაგრამ დღეს სულიერ ტაძარში მსხვერპლშეწირვა არ ხდება, რადგან ამ ტაძარში მხოლოდ ერთხელ აღევლინა შესაწირავი (ებრ. 10:12). თუმცა იეჰოვას მსხვერპლად ქებას ვწირავთ (ებრ. 13:15).

ზედმიწევნითი ზომები

ხილვაში იმდენად დეტალურადაა მოცემული ყველაფრის ზომა, რომ ამან შესაძლოა კაცს თავგზა აუბნიოს. და მაინც, ტაძრის ზედმიწევნითი ზომები იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას დაპირება წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ეზეკიელს ხილვაში ადამიანი არ უნახავს, ხილვის აღწერისას მან მოიხსენია მკაცრი გაფრთხილებები, რომლებიც იეჰოვამ მღვდლებს, თავკაცებსა და ხალხს მისცა. ეს იმაზე მოწმობს, რომ ღვთის სამართლიან ნორმებს იეჰოვას თითოეული მსახური უნდა შეესაბამებოდეს.