არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 20ა

სამკვიდრო მიწების განაწილება

სამკვიდრო მიწების განაწილება

იეჰოვასგან ზედმიწევნით მითითებული საზღვრები დაარწმუნებდა გადასახლებულებს, რომ ისინი ნამდვილად დაუბრუნდებოდნენ მშობლიურ მიწა-წყალს. ჩვენ რას ვსწავლობთ ამ ხილვიდან? განვიხილოთ ორი მხარე.

ჩვენი ადგილი და ღირებული საქმე

ყველა, ვინც გადასახლებიდან დაბრუნდებოდა, სამკვიდროს მიიღებდა აღთქმულ მიწაზე. მსგავსად ამისა, დღესაც სულიერ სამოთხეში იეჰოვას ყველა მსახურისთვის მოიძებნება ადგილი. რა საქმესაც არ უნდა ვასრულებდეთ ღვთის ორგანიზაციაში, უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერ მიწაზე ჩვენც გვაქვს „ადგილი“ და ღირებულ საქმეს ვასრულებთ, რადგან იეჰოვასთვის თითოეული მსახური თანაბრად ძვირფასია.

თანაბარი სამკვიდრო

ეზეკიელის ხილვაში აღთქმულ მიწაზე დასახლებულთ, უკლებლივ ყველას შეეძლო მოსავლის მოწევა ნაყოფიერ აღთქმულ მიწაზე. დღესაც ყველას თანაბრად შეგვიძლია ვისარგებლოთ იმ კურთხევებით, რომლებსაც იეჰოვა თავისი სულიერი სამოთხის მეშვეობით გვთავაზობს.