არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 16ა

ქრისტიანული სამყაროს პირველსახე იყო იერუსალიმი?

ქრისტიანული სამყაროს პირველსახე იყო იერუსალიმი?

უწინ ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ განდგომილი იერუსალიმი ქრისტიანული სამყაროს ტიპი ანუ პირველსახე იყო. განდგომილ იერუსალიმში არსებული ვითარება — კერპთაყვანისმცემლობა და საყოველთაო გახრწნილება — ნამდვილად გვაგონებს დღევანდელ ქრისტიანულ სამყაროს. თუმცა ბოლო წლების მანძილზე გამოცემულ პუბლიკაციებში, მათ შორის ამ წიგნში, ტიპები და ანტიტიპები აღარ განიხილება გარდა იმ გამონაკლისებისა, როცა ამის საფუძველს თავად ბიბლია გვაძლევს. არსებობს რაიმე ბიბლიური საფუძველი, დავასკვნათ, რომ ქრისტიანული სამყარო განდგომილი იერუსალიმის ანტიტიპია? არა!

დაფიქრდით: იერუსალიმი თავდაპირველად წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო, სადაც, მოგვიანებით, განდგომილებამ იჩინა თავი. რისი თქმა შეიძლება ქრისტიანულ სამყაროზე? ის არასდროს მდგარა წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს. ჩამოყალიბებისთანავე, ახ. წ. მე-4 საუკუნიდან, ქრისტიანული სამყარო ცრუ მოძღვრებებს ასწავლიდა.

ამასთანავე, ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურებიდან გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ იეჰოვამ მოწყალე თვალით გადმოხედა ქალაქს და ის კვლავ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრად აქცია. ქრისტიანულ სამყაროზე რაღას ვიტყვით? მას არასდროს დაუმსახურებია ღვთის წყალობა; უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ის განადგურდება „დიდ გასაჭირში“, აღარასდროს აღდგება!

რას ვასკვნით ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე? განდგომილ იერუსალიმზე შესრულებული წინასწარმეტყველებების განხილვისას შეიძლება ვთქვათ კიდეც, რომ დღევანდელი ქრისტიანული სამყარო განდგომილ იერუსალიმს გვაგონებს, თუმცა არ არსებობს ბიბლიური საფუძველი, დავასკვნათ, რომ იერუსალიმი ქრისტიანული სამყაროს პირველსახე იყო.