არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩარჩო 9დ

ღვთის ხალხის ტყვეობა და წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა

ღვთის ხალხის ტყვეობა და წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა

წინასწარმეტყველებები ებრაელი ხალხის ბაბილონში ტყვეობის შესახებ საუკუნეების შემდეგ უფრო ფართო მასშტაბით შესრულდა ქრისტიანულ კრებაზე, რომელიც „დიდი ბაბილონის“ ტყვეობაში აღმოჩნდა. მოდი მიმოვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

1. გაფრთხილება

2. ტყვეობა

3. აღდგენა

თავდაპირველი შესრულება

ძვ. წ. 607 წლამდე — ესაიას, იერემიასა და ეზეკიელის გაფრთხილებების მიუხედავად, ღვთის ხალხში განდგომილებამ გაიდგა ფესვი.

ძვ. წ. 607 წელი — იერუსალიმი განადგურდა, ღვთის ხალხი კი ბაბილონში წაასხეს ტყვედ.

ძვ. წ. 537 წლიდან მოყოლებული — იერუსალიმში ერთგულ ებრაელთა დარჩენილი ნაწილი დაბრუნდა. მათ ააშენეს ტაძარი და აღადგინეს წმინდა თაყვანისმცემლობა.

ფართომასშტაბიანი შესრულება

ახ. წ. 1-ლი საუკუნე — იესოს, პავლესა და იოანეს გაფრთხილებების მიუხედავად, ქრისტიანულ კრებაში განდგომილებამ იჩინა თავი.

ახ. წ. მე-2 საუკუნიდან მოყოლებული — ჭეშმარიტი ქრისტიანები „დიდი ბაბილონის“ ტყვეობაში ჩაცვივდნენ.

ახ. წ. 1919 წლიდან მოყოლებული — გამეფებული იესოს ხელმძღვანელობით ერთგული ცხებული ქრისტიანები სულიერი ტყვეობისგან გათავისუფლდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის მოწმენი გახდნენ.