ჩარჩო 9ე
„ყველაფრის აღდგენის“ ხანა
საქმეები 3:21
როდესაც მოციქულმა პეტრემ „ყველაფრის აღდგენის“ ხანაზე ისაუბრა, მან იგულისხმა დროის პერიოდი, რომელიც დაიწყებოდა ქრისტეს გამეფებით და დასრულდებოდა მისი ათასწლიანი მმართველობის ბოლოს.
-
1914 — იესო ქრისტეს გამეფება ზეცაში. 1919 წლიდან იწყება წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა.
ბოლო დღეები
-
არმაგედონი — ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა იწყება და „ყველაფრის აღდგენის“ შედეგად დედამიწაზე მცხოვრები ღვთის ერთგული ადამიანები ღვთის დაპირებული ყველა სიკეთით ხარობენ.
ათასწლიანი მმართველობა
-
ათასწლიანი მმართველობის დასასრული — იესო ასრულებს „ყველაფრის აღდგენის“ საქმეს და სამეფოს მამას გადასცემს.
უსასრულო ცხოვრება სამოთხეში
იესოს მმართველობის დროს . . .
-
ღვთის სახელს ჯეროვან პატივს მიაგებენ.
-
ავადმყოფები გამოჯანმრთელდებიან.
-
მოხუცები გაახალგაზრდავდებიან.
-
მკვდრები გაცოცხლდებიან.
-
ღვთის ერთგული ადამიანები გასრულყოფილდებიან.
-
დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა.