სიერა-ლეონე და გვინეა
„ერთ წელიწადში სული ამოგხდება!“
ზაქეას მარტინი
-
დაიბადა: 1880 წ.
-
მოინათლა: 1942 წ.
-
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პიონერად მსახურება 72 წლის ასაკში დაიწყო.
ზაქეასისთვის ბიბლია არავის უსწავლებია. მაგრამ მას შემდეგ, რაც წაიკითხა წიგნები „ხსნა“ და „ღვთის ქნარი“, მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა.
1941 წელს, ერთ კვირა დილას, ზაქეასმა გადაწყვიტა, დასწრებოდა იეჰოვას მოწმეების შეხვედრას, რომელიც მისი სახლიდან რვა კილომეტრის დაშორებით ტარდებოდა. იქამდე რომ მისულიყო, ციცაბო მთიდან ფეხით უნდა დაშვებულიყო. მან არ იცოდა კრების დაწყების ზუსტი დრო, ამიტომ რამდენიმე საათით ადრე მივიდა შეხვედრაზე; ძმების მისვლამდე იქვე ახლოს ჩამოჯდა. მთლიანობაში, სულ რაღაც, სამჯერ დაესწრო ზაქეასი კვირა დღეს გამართულ შეხვედრებს და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ უარი ეთქვა ანგლიკანური ეკლესიის წევრობაზე.
ერთხელ ახლო მეგობარმა, რომელიც იმავე ეკლესიის წევრი იყო, უსაყვედურა: „პატარა ბიჭი ხომ აღარა ხარ, ზაქეას! შენ თუ ასე გააგრძელებ და მაგათ შეხვედრებზე ზევით-ქვევით ივლი რვა-რვა კილომეტრს, ერთ წელიწადში სული ამოგხდება!“. ეს „კეთილისმსურველი“ მთელი ხუთი წელი ხედავდა, როგორ დაუღალავად ადი-ჩადიოდა ზაქეასი ამ ციცაბო მთაზე კვირაში ორჯერ. ცოტა ხანში ეს ადამიანი გარდაიცვალა, ზაქეასი კი ოცდახუთი წლის შემდეგაც საკმაოდ მხნედ გრძნობდა თავს.
ზაქეასი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.