არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დომინიკელთა რესპუბლიკა

იეჰოვამ ასე ბევრ ადამიანს გაუხსნა გული

ლეონარდო ამორი

იეჰოვამ ასე ბევრ ადამიანს გაუხსნა გული
  • დაიბადა: 1943 წ.

  • მოინათლა: 1961 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მან ჭეშმარიტება სიყმაწვილის ასაკში გაიგო. 50 წელზე მეტია, რაც იეჰოვას სრული დროით ემსახურება.

მოვინათლე 1961 წელს, ტრუხილიოს მკვლელობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. მაშინ უნივერსიტეტში სამართალს ვსწავლობდი. მამაჩემს უნდოდა, რომ იურიდიული განათლება მიმეღო, მაგრამ მე ვგრძნობდი, თუ რამდენად უპირატესობდა ღვთიური განათლება ქვეყნიურ განათლებაზე. მამის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მივატოვე უნივერსიტეტში სწავლა. მალე სპეციალურ პიონერად დავინიშნე.

ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ვმსახურობდი, თავგამოდებული კათოლიკებით დასახლებული ლა-ვეგა იყო. ჩემი იქ ყოფნის დროს არავის მიუღია ჭეშმარიტება. როდესაც საჯარო მოხსენებას ვკითხულობდი, ერთადერთი დამსწრე ის პიონერი ძმა იყო, ვისთან ერთადაც ვმსახურობდი. მაგრამ იეჰოვა პირადი შესწავლით, კონგრესებით და მხურვალე ლოცვებით მაძლიერებდა. ლოცვაში იეჰოვას ვეკითხებოდი, ნეტავ ოდესმე თუ იქნება-მეთქი ლა-ვეგაში კრება. ძალიან მიხარია, რომ დღეს იქ 6 სამეფო დარბაზი, 14 კრება და 800-ზე მეტი სამეფოს მაუწყებელია.

1965 წელს ანხელაზე დავქორწინდი, 1981 წელს ბეთელში მიგვიწვიეს. როცა მოვინათლე, დომინიკელთა რესპუბლიკაში მხოლოდ 681 მაუწყებელი იყო. ახლა 36 000-ზე მეტი მაუწყებელი გვყავს და იმ დროსთან შედარებით კონგრესებს ათასები ესწრებიან. მაოცებს იმის დანახვა, რომ იეჰოვამ ასე ბევრ ადამიანს გაუხსნა გული ჭეშმარიტების გასაგებად.

ფილიალის კომიტეტის წევრები (მარცხნიდან მარჯვნივ) რეინერ ტომფსონი, ხუან კრისპინი, ტომას დინი, ლეონელ პეგუერო, ლეონარდო ამორი და რიჩარდ სტოდარდი