არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინდონეზია

ის აფასებდა სულიერ განძს

ტიო სენგ ბი

ის აფასებდა სულიერ განძს
  • დაიბადა: 1906 წ.

  • მოინათლა: 1937 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ერთგული უხუცესი, რომელიც მტკიცედ იტანდა რასობრივ ძალადობას. მოგვითხრო მისმა ქალიშვილმა, ტიო სო ნეომ.

ათას ცხრას სამოცდასამი წლის მაისში დასავლეთი იავა ანტიჩინურმა განწყობილებამ მოიცვა. ყველაზე მეტი აგრესია ქალაქ სუკაბუმში იგრძნობოდა, სადაც ჩვენს ოჯახს ტვირთის გადაზიდვის ბიზნესი ჰქონდა. ერთხელ სახლში ასობით გახელებული ადამიანი მოგვივარდა, რომელთა შორის ჩვენი მეზობლებიც იყვნენ. შიშისგან ერთმანეთს ვეკვროდით, ისინი კი გვძარცვავდნენ და ქონებას გვინადგურებდნენ.

როდესაც ბრბო დაიშალა, ჩვენ სანუგეშებლად სხვა მეზობლები მოვიდნენ. მამაჩემი მისაღებ ოთახში მათთან ერთად დაჯდა იატაკზე. ირგვლივ მიმოფანტულ ნივთებს შორის მან თვალი მოჰკრა ბიბლიას სუნდაურ ენაზე. მამამ გადაშალა ბიბლია და მეზობლებს აუხსნა, რომ მასში ნაწინასწარმეტყველები იყო ამგვარი მოვლენები. შემდეგ კი მათ ღვთის სამეფოზე ესაუბრა.

მამა არასდროს ცდილობდა განძის დაგროვებას დედამიწაზე. ის ხშირად გვიმეორებდა: „ჩვენს ცხოვრებაში სულიერი ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იდგეს!“. მისი ენთუზიაზმის შემხედვარე დედაჩემმა, ჩემმა ხუთმა და-ძმამ, 90 წლის პაპამ და არაერთმა ნათესავმა თუ მეზობელმა, მიიღო ჭეშმარიტება.