არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინდონეზია

იეჰოვამ იმაზე მეტად გვაკურთხა, ვიდრე ველოდით!

ანგერაგო ჰიე

იეჰოვამ იმაზე მეტად გვაკურთხა, ვიდრე ველოდით!
  • დაიბადა: 1957 წ.

  • მოინათლა: 1997 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: დაუბრუნდა თავის სოფელს კუნძულ ნიასზე, სადაც კრება ჩამოაყალიბა.

ტუგალა ოიოში ჩვენმა პატარა კრებამ 2013 წელს ამაღელვებელი ამბავი შეიტყო — მალე ახალი სამეფო დარბაზი გვექნებოდა! ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოიწონა პროექტი; სოფელში 60-მა მეზობელმა მოაწერა ხელი წერილობით მოთხოვნას დარბაზის აშენების თაობაზე. ერთმა მათგანმა ასეთი რამ გვითხრა: „200 ხელმოწერაც რომ გჭირდებოდეთ, უპრობლემოდ მიიღებთ“.

ხელმძღვანელობის გასაწევად სოფელში ორი მოხალისე ჩამოვიდა, რომელთაც სამეფო დარბაზების მშენებლობის გამოცდილება ჰქონდათ. მშენებლობა 2014 წლის ნოემბერში დასრულდა. ვერც კი ვიოცნებებდით, რომ ოდესმე ასეთ შესანიშნავ ადგილას ვცემდით იეჰოვას თაყვანს. აშკარაა, რომ იეჰოვამ იმაზე მეტად გვაკურთხა, ვიდრე ველოდით!