არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საქართველო

სიყვარული, რომელიც ადამიანის მიერ დადგენილ საზღვრებს სცდება!

სიყვარული, რომელიც ადამიანის მიერ დადგენილ საზღვრებს სცდება!

სანელის დაბადებამდე ექიმებმა მშობლებს აცნობეს, რომ მათ პატარას სერიოზული დაავადება სჭირდა და შესაძლოა მშობიარობის დროს დაღუპულიყო კიდეც. საბედნიეროდ, გოგონა გადარჩა, მაგრამ დაბადებისთანავე მას ოპერაცია დასჭირდა. სანელის მშობლებმა, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ, ვერ მოძებნეს ისეთი ქირურგი, რომელიც მათ გოგონას სისხლის გადასხმის გარეშე გაუკეთებდა ოპერაციას.

ისინი დაუკავშირდნენ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის ადგილობრივ კომიტეტს. მათდა გასახარად, ძმებმა სასწრაფოდ იპოვეს თბილისში ქირურგი, რომელიც მათთან ითანამშრომლებდა. a ვინაიდან სანელის დედა ახალი ნამშობიარები იყო და არ შეეძლო მგზავრობა, გადაწყდა, რომ სანელს თბილისში ბებიები წაიყვანდნენ, რომლებიც აგრეთვე იეჰოვას მოწმეები არიან.

საკმაოდ რთული ოპერაცია წარმატებით დასრულდა. სანელის ბებიებმა ასეთი შინაარსის წერილი მისწერეს საქართველოს ფილიალს: „საავადმყოფოში 20 დღეზე მეტხანს დავყავით. ამ დროის განმავლობაში ბევრმა ქართველმა და-ძმამ მოგვინახულა და ჩვენ, აფხაზებს, დახმარება შემოგვთავაზა. ისინი მთელი გულით თანაგვიგრძნობდნენ. არაერთხელ წაგვიკითხავს, თუ როგორ სიყვარულს ავლენენ და-ძმები ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ახლა თავად დავრწმუნდით, რაოდენ მოსიყვარულე საძმო გვყოლია!“.

a საქართველოში საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტში მომსახურე უხუცესები სხვადასხვა სპეციალობის 300-მდე ექიმთან თანამშრომლობენ, რომლებიც მზად არიან, სისხლის გადასხმის გარეშე გააკეთონ ოპერაცია.