საქართველო | 1924—1990
კრების შეხვედრები სულიერ ზრდას უწყობს ხელს
კრების შეხვედრებმა მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი და-ძმების, განსაკუთრებით კი ახალმონათლულთა, სულიერ ზრდას. როგორც დიდი ხნის ქრისტიანები, ისე ახალმონათლულები სიხარულით სთავაზობდნენ ძმებს თავიანთ სახლებს შეხვედრების ჩასატარებლად. კრებაში ყველას გულთბილად იღებდნენ. შედეგად, და-ძმებს შორის ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა განვითარდა.
იმ წლებში მონათვლის რამდენიმე მსურველი რომ შეგროვდებოდა, ძმები ფარულად აწყობდნენ მათთვის სპეციალურ შეხვედრას. მაგალითად, 1973 წლის აგვისტოში ასეთ შეხვედრას ქალაქ სოხუმიდან მოშორებით, შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს გაეწია ორგანიზება. მაშინ 35 ადამიანი აპირებდა მონათვლას, მაგრამ ნათლობა ვერ შედგა.
შეხვედრის მსვლელობის დროს მათ მილიცია დაადგა თავზე და რამდენიმე და-ძმა დააპატიმრა, მათ შორის ვლადიმერ გლადიუკი.როგორც კი ვლადიმერი და სხვა ძმები გაათავისუფლეს, უმალვე დაუკავშირდნენ მონათვლის მსურველებს. მართალია, ორი დღით გვიან, მაგრამ ისინი მაინც მოინათლნენ. ვლადიმერი იხსენებს: „ვგრძნობდით, რომ იეჰოვა ჩვენ გვერდით იყო. ნათლობის შემდეგ ყველამ ერთად ვილოცეთ და იეჰოვას მადლობა გადავუხადეთ“.
დევნა ხელს უწყობს სასიხარულო ცნობის გავრცელებას
ნათლობიდან ორი დღეც არ იყო გასული, როცა ვლადიმერ გლადიუკი კვლავ დააკავეს, მოგვიანებით კი ვლადიმერს, იტა სუდარენკოს და ნათელა ჩარგეიშვილს რამდენიმე წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთი ცუდი ამბის მიუხედავად, და-ძმები მაინც განაგრძობდნენ ქადაგებას, თუმცა დიდი სიფრთხილით.
ყურადღება რომ არ მიეპყროთ, მაუწყებლები საქადაგებლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში მიდიოდნენ. ასე რომ, დევნამ ხელი შეუწყო სასიხარულო ცნობის უფრო მეტ ტერიტორიაზე გავრცელებას.
კომუნისტური რეჟიმის დროს დიდ ქალაქებში მცხოვრები და-ძმები, ძირითადად, ქუჩებსა და პარკებში ქადაგებდნენ ისე, რომ სხვებს თვალში ზედმეტად არ მოხვედროდნენ. ხშირად ისინი ქადაგების დროს ხვდებოდნენ რაიონებიდან ნათესავების სანახავად ან სავაჭროდ ჩასულ ხალხს. თუ ვინმე ინტერესს გამოიჩენდა, მაუწყებლები მისამართს ართმევდნენ და შემდეგ აკითხავდნენ.
ბაბუცა ჯეჯელავა ხშირად გადაადგილდებოდა დასავლეთ საქართველოში. ის გვიყვება: „რადგანაც ჩემი ნათესავები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდნენ,
ჩემი ასეთი აქტიური მიმოსვლა ეჭვს არ იწვევდა. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ოცზე მეტი შესწავლა მქონდა ზუგდიდში, ხუთი კი — ჩხოროწყუში. მიხარია, რომ ყველა მათგანი მოინათლა“.საჭირო გახდა ლიტერატურა ქართულ ენაზე
მალე ერთი რამ გამოიკვეთა: აუცილებელი იყო პუბლიკაციები ქართულ ენაზე. როდესაც მაუწყებლები განმეორებით მონახულებას აკეთებდნენ ან ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ, ხედავდნენ, რაოდენ საჭირო იყო, რომ ხალხს ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა მათთვის გასაგებ ენაზე ჰქონოდა. a
ბაბუცა იხსენებს, რა რთული იყო ბიბლიის შესწავლის ჩატარება მაშინ, როცა არანაირი პუბლიკაცია არ არსებობდა ქართულ ენაზე. ის ამბობს: „მხოლოდ ბიბლია და რამდენიმე პუბლიკაცია მქონდა, ისიც რუსულად. ამიტომ ხშირად მიწევდა, ბიბლიის შემსწავლელებისთვის მეთარგმნა შესასწავლი მასალა“. საგულისხმოა, რომ ბაბუცამ ქართულ ენაზე ჩვენი ჟურნალებიდან არაერთი სტატია და მათეს სახარებაც კი თარგმნა თავიდან ბოლომდე. თარგმნის დროს ის, სულ რაღაც, ერთი ლექსიკონის ამარა იყო.
დაინტერესებულებს იმდენად მოსწონდათ სტატიების მშობლიურ ენაზე კითხვა, რომ მზად იყვნენ, ხელით გადაეწერათ ისინი, რათა საკუთარი ეგზემპლარები ჰქონოდათ. ვინაიდან ქართული ბიბლია რთული საშოვნელი იყო, მისი გადაწერა ისე ხშირად უხდებოდათ, რომ თამამად შეგვიძლია ზოგიერთ ბიბლიის შემსწავლელს ღვთის სიტყვის თანამედროვე „გადამწერები“ ვუწოდოთ.
„მთელი დღე თავაუღებლად ვიწერდი“
ქართულ ენაზე ნათარგმნი პუბლიკაციები ხელიდან ხელში გადადიოდა. მათ წასაკითხად და-ძმებს რამდენიმე დღე ან კვირა ეძლეოდათ. ერთხელ ძმებს ხელში ჩაუვარდათ თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებული „ახალი აღთქმა“, ამიტომ არაერთმა ოჯახმა გადაწყვიტა მისი გადაწერა.
რაულ ქარჩავა, სულ რაღაც, 13 წლის იყო, როცა მამამისმა „ახალი აღთქმის“ გადაწერა სთხოვა. ის ამბობს: „მამამ რვეულებით სავსე ყუთი მომიტანა და თან ნაირ-ნაირი კალმები და ფანქრები მოაყოლა იმ იმედით, რომ უფრო ხალისით შევუდგებოდი საქმეს. მართალია, ამას დიდი აღფრთოვანებით არ შევხვდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. მთელი
დღე თავაუღებლად ვიწერდი, მხოლოდ მაშინ ვჩერდებოდი, როცა ხელი დამეღლებოდა“.რაულის ახლობლებს ძალიან გაუხარდათ, როცა გაიგეს, რომ ძმები ამ წიგნს მათ კიდევ რამდენიმე კვირით დაუტოვებდნენ, რათა რაულს ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე. სადღაც ორ თვეში მან „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ 27-ვე წიგნი გადაწერა!
ასეთი მძიმედ მშრომელი „გადამწერების“ ძალისხმევის მიუხედავად, შეუძლებელი იყო ყველა ბიბლიის შემსწავლელის სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება, რადგან მათი რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა. ამიტომ უშიშარმა და-ძმებმა საკუთარ თავზე აიღეს საკმაოდ სარისკო საქმე — ისინი თავიანთ სახლებში აკეთებდნენ ბიბლიური ლიტერატურის ასლებს.
ამრიგად, დასავლეთ საქართველოში სასიხარულო ცნობა სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა, მაგრამ რის თქმა შეიძლება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე? იყვნენ თბილისში იეჰოვას მოწმეები, რომლებიც ვასო კვენიაშვილისნაირ სულიერს მოწყურებულ ადამიანებს უქადაგებდნენ?
ჭეშმარიტება დედაქალაქამდე აღწევს
1970-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა იეჰოვას მოწმეების შეჩერებას. ამიტომ მათ საკუთარი სახლებიდან აძევებდნენ და სხვადასხვა ტერიტორიებზე ასახლებდნენ. სწორედ ასე მოხვდა უკრაინელი წყვილი, ოლექსი და ლიდია კურდასები, თბილისში. მათ მრავალი წელი მოუწიათ რწმენის გამო საბჭოთა ბანაკებში ყოფნა.
თბილისში კურდასებმა ჭეშმარიტება გაუზიარეს ზაურ და ეთერ კესაევებს, რომლებიც საკმაოდ რელიგიურები იყვნენ. მათი ქალიშვილი ლარისა, რომელიც იმ დროს 15 წლის იყო, გვიყვება, როგორი საუბარი გაიმართა მათ შორის პირველი შეხვედრისას: „ვცდილობდით, დაგვემტკიცებინა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია მართლმადიდებლური სარწმუნოება იყო. რამდენიმე საუბრის შემდეგ არგუმენტები გამოგველია, ისინი კი კვლავ განაგრძობდნენ ბიბლიური მუხლების საფუძველზე მტკიცებულებების მოყვანას“.
ლარისა დასძენს: «ეკლესიაში ყოველთვის ვკითხულობდი ათ მცნებას, რომელიც კედელზე ორ ხატს შორის იყო ჩამოწერილი. მაგრამ იმ საღამოს, როცა ოლექსიმ გამოსვლის 20:4, 5 მუხლები წაგვიკითხა, გაოგნებული დავრჩი. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ვფიქრობდი: „ნუთუ მართლა ვარღვევთ ღვთის მცნებას, ხატებს რომ ვეთაყვანებით?!“».
გათენებისთანავე ლარისა ეკლესიაში გაიქცა. იქ კიდევ ერთხელ წაიკითხა კედელზე დაწერილი მცნება: „არ გაიკეთო
ხატი . . . არ სცე მათ თაყვანი“. მიუხედავად იმისა, რომ ლარისას ეს სიტყვები არაერთხელ ჰქონდა წაკითხული, ის ახლა პირველად ჩასწვდა მათ მნიშვნელობას. ლარისა და მისი მშობლები მოინათლნენ. ისინი ერთ-ერთი პირველი მოწმეები იყვნენ თბილისში.მან იპოვა სამართალი
ჭეშმარიტების გაგებიდან თითქმის 20 წელი იყო გასული, როცა ვასო კვენიაშვილმა გაიცნო ადამიანი, რომელიც თბილისში იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს ესწრებოდა. ვასოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამდენი ხნის შემდეგ კვლავ შეხვდა მოწმეებს.
და-ძმებმა იცოდნენ ვასოს კრიმინალური წარსული, ამიტომ, ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით უყურებდნენ. ზოგი იმასაც კი ეჭვობდა, რომ ვასო საბჭოთა ხელისუფლების ჯაშუში იყო, ამიტომ ოთხი წლის მანძილზე კრების შეხვედრებზე დასწრების ნებას არ აძლევდნენ.
ეს. 30:18). სამწუხაროდ, 2014 წელს ვასო კვენიაშვილი გარდაიცვალა. იგი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.
როცა გაირკვა, რომ მათი ეჭვები უსაფუძვლო იყო, ძმებმა მას შეხვედრებზე დასწრებისა და მონათვლის ნება დართეს. ახლა უკვე ვასოს შეეძლო, დაახლოებოდა სამართლიან ღმერთს, რომელსაც ასე დიდხანს ეძებდა (1990 წლისთვის სამქადაგებლო საქმე აქტიურად მიმდინარეობდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. იმ წელს მთელ ქვეყანაში დაახლოებით 900 მაუწყებელი იყო და 942 ბიბლიის შესწავლა ტარდებოდა. ეს მართლაც შესანიშნავი დასაწყისი იყო, რასაც არნახული ზრდა მოჰყვა!
a კომუნისტური რეჟიმის დროს ხალხისთვის ბიბლია არ იყო ხელმისაწვდომი მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის ზოგი ნაწილი ქართულ ენაზე ჯერ კიდევ ახ. წ. მე-5 საუკუნეში იყო ნათარგმნი (იხილეთ ჩარჩო „ბიბლია ქართულ ენაზე“).