საქართველო | 1998—2006
მუქარამ და-ძმებს ხელები ვერ ჩამოაშვებინა
მოწინააღმდეგეების მუქარის მიუხედავად, და-ძმებს არ შეუწყვეტიათ ერთად შეკრება. მაუწყებლების უსაფრთხოებაზე რომ ეზრუნათ, უხუცესებმა პრევენციულ ზომებს მიმართეს. კანადელი იურისტი ძმა, ანდრე კარბონო, რომელიც იმ წლებში საქართველოში და-ძმების უფლებებს იცავდა, იხსენებს: „კრების შეხვედრის დროს ერთი ძმა ტელეფონით ხელში გარეთ უნდა მდგარიყო და მოახლოებულ ბრბოს თუ შეამჩნევდა, მაშინვე გაეფრთხილებინა უხუცესები“.
ყოველი ინციდენტის შემდეგ ბეთელიდან ორი ძმა ინახულებდა დაზარალებულებს და ამხნევებდა. ანდრე გვიყვება: „შეხვედრაზე მისულ ძმებს შესაკრებელი ადგილი თითქმის ყოველთვის გადავსებული ხვდებოდა, და-ძმების მომღიმარ სახეებზე კი სიხარული იყო აღბეჭდილი“.
მსგავს სულს ავლენდნენ ისინიც, ვინც უშუალოდ არ გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი, მათ შორის ბიბლიის შემსწავლელები. ანდრე იხსენებს, რა უთხრა მას ერთმა ქალმა,
რომელიც მოუნათლავი მაუწყებელი უნდა გამხდარიყო: „როდესაც ტელევიზორში ვნახე თქვენზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევები, მივხვდი, როგორ განსხვავდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები ცრუ ქრისტიანებისგან და სურვილი გამიჩნდა, თქვენ შორის ვყოფილიყავი“.თანამორწმუნეების დასაცავად გამოვლენილი გაბედულება
ამ რთულ პერიოდში მაუწყებლებმა მართლაც განსაკუთრებული რწმენა და გაბედულება გამოავლინეს და კვლავაც შემართებით განაგრძობდნენ ქადაგებას. მათ შორის იყვნენ
ის გულადი და-ძმებიც, რომლებსაც სასამართლოებში მოუწიათ თანამორწმუნეების უფლებების დაცვა.მასმედია ხშირად არასწორ წარმოდგენას უქმნიდა ხალხს მოწმეებზე, რომ თითქოს ისინი ოჯახებს ანგრევდნენ, უარს ამბობდნენ მკურნალობაზე და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ. ხშირად ის იურისტები, რომლებიც და-ძმების დასაცავად იბრძოდნენ, თავიანთ რეპუტაციასა და კარიერას სასწორზე დებდნენ.
ძმა ჯონ ბერნსი, რომელიც კანადის ფილიალის იურიდიულ განყოფილებაში მსახურობდა, იმ წლებში ქართველ ფილ. 1:7).
ძმებს ეხმარებოდა. იგი გვიამბობს: «ადგილობრივი იურისტი და-ძმები მზად იყვნენ, დაგვხმარებოდნენ. მათ არ ეშინოდათ, სასამართლოებში თანამორწმუნეების გვერდით დამდგარიყვნენ მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლებოდა უარყოფითად ემოქმედა მათ კარიერაზე. ამ გაბედულმა და-ძმებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებაში“» (ხალხი ხმას იმაღლებს ძალადობის წინააღმდეგ
იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმები კვლავ გრძელდებოდა. ამიტომ 2001 წლის 8 იანვრიდან მოწმეებმა სპეციალური მიმართვის გავრცელება დაიწყეს, რომელშიც მოითხოვდნენ, უფლებამოსილ პირებს მშვიდობიანი მოქალაქეები აგრესიული ბრბოსგან დაეცვათ და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცათ.
ჯონ ბერნსი გვიხსნის, თუ რა იყო მიმართვის მიზანი: „გვსურდა, ყველასთვის დაგვენახვებინა, რომ საქართველოს
მოქალაქეების უმეტესობა არ იწონებდა იეჰოვას მოწმეების დევნას და, რომ ამ ყოველივეში ბრალი რელიგიურ ფანატიკოსთა პატარა ჯგუფს მიუძღოდა“.სულ რაღაც, ორ კვირაში სპეციალურ მიმართვას ხელი მოაწერა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა 133 375-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელთა უმეტესობაც მართლმადიდებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართვა პრეზიდენტ შევარდნაძეს გადაეცა, მოწმეების დევნა და მათზე ძალადობა არ შეწყვეტილა.
ყოველივეს მიუხედავად, იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა თავის ხალხს. ვიდრე მოწინააღმდეგეები ღვთის ხალხს ავიწროებდნენ, იეჰოვამ მრავალი ადამიანი გამოიხმო ცრუ რელიგიის ტყვეობიდან.
ცრუ რელიგიის ტყვეობიდან გათავისუფლება
ბაბილინა ხარატიშვილი თითქმის მთელი თავისი ცხოვრება თავგამოდებული მართლმადიდებელი იყო. 30 წლის ასაკში ის ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში დადიოდა და ხალხს წმინდანების ცხოვრებას აცნობდა.
თუმცა ბაბილინას ღვთის შესახებ მეტის გაგება სურდა. ამიტომ გადაწყვიტა, სასულიერო სემინარიაში ლექციებს დასწრებოდა. ერთ-ერთი ლექციის დროს მღვდელმა დამსწრეებს უჩვენა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ და უთხრა, რომ შეეძლოთ ის იეჰოვას მოწმეებისთვის გამოერთმიათ. ბოლოს კი დააყოლა: „ეს წიგნი ღრმად ჩაგახედებთ ბიბლიაში“.
ბაბილინა გაოგნებული იყო. იგი ყოველთვის ერიდებოდა იეჰოვას მოწმეებს, ახლა კი მღვდელმა ურჩია, მათი წიგნი წაეკითხა! მან გაიფიქრა: „თუ ღვთის შესახებ იეჰოვას მოწმეებისგან უნდა ვისწავლო, მაშინ აქ რაღა მესაქმება?!“. ბაბილინა თავის ქალაქში, ფოთში, მაშინვე დაუკავშირდა მოწმეებს და ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
ბიბლიის შესწავლის პარალელურად ბაბილინა საჭირო ცვლილებებს ახდენდა ცხოვრებაში. ერთხელ მან თქვა: „როცა საკუთარი თვალით წავიკითხე, რომ ბიბლია გმობს ხატების თაყვანისცემას, ჩემი ხელით ჩამოვხსენი სამლოცველო კუთხიდან“. ამ დროს ბაბილინა 80 წელს იყო მიტანებული.
სამწუხაროდ, მალე იგი დაავადდა და 2001 წელს დაიღუპა. მართალია, თვითონ ვერ მოინათლა, მაგრამ მისი შვილიშვილი იზაბელა იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა და დღემდე ერთგულად ემსახურება მას.
მას სურდა, მონაზვნად აღკვეცილიყო
ერთმა ახალგაზრდამ ელისო ძიძიშვილმა 28 წლის ასაკში გადაწყვიტა, მონაზვნად აღკვეცილიყო. ვინაიდან მის ქალაქთან, ტყიბულთან ახლოს მონასტერი არ იყო, ის 2001 წელს თბილისში ჩავიდა. სანამ მონასტერში დაიწყებდა მსახურებას, ელისომ კერძო მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მისი მოსწავლის დედა, ნუნუ, იეჰოვას მოწმე ყოფილა.
ელისო იხსენებს: «ხშირად ვსაუბრობდით ბიბლიაზე. მე თავგამოდებით ვიცავდი ჩემს რელიგიურ შეხედულებებს, ნუნუ კი მოთმინებით მიკითხავდა ბიბლიიდან სხვადასხვა მუხლს. ერთხელ მთხოვა, განგვეხილა ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. იქ მითითებული რამდენიმე მუხლის ამოკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ხატების თაყვანისცემა აშკარად ეწინააღმდეგებოდა ღვთის მოთხოვნას».
სიმართლე რომ დაედგინა, ელისო ეკლესიაში მივიდა. მღვდელთან საუბრის შემდეგ ის მიხვდა, რომ ეკლესიის სწავლებები ბიბლიაზე არ იყო დაფუძნებული (მარ. 7:7, 8). იმაში დარწმუნებულმა, რომ ჭეშმარიტება იპოვა, ელისომ მაშინვე დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან და მალე მოინათლა კიდეც.
წინააღმდეგობა ვერ აფერხებს სამეფო დარბაზების მშენებლობას
კრებების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა, ამიტომ აუცილებელი გახდა, და-ძმებს თაყვანისცემისთვის შესაფერისი ადგილები ჰქონოდათ. 2001 წლისთვის დაახლოებით 70 სამეფო დარბაზი იყო საჭირო. ასე რომ, წინააღმდეგობის ეზრ. 3:3).
მიუხედავად, საქართველოში სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამა ამოქმედდა (მალე სამშენებლო ბრიგადამ დაიწყო იმ შენობის რეკონსტრუქცია, რომელშიც თბილისის რამდენიმე კრება იკრიბებოდა. ამას მოჰყვა სხვა ორი პროექტი თბილისსა და ჭიათურაში.
ძმა თამაზ ხუციშვილი, რომელიც ჭიათურაში დარბაზის მშენებლობაზე მუშაობდა, გვიყვება: „ყოველდღე 15 კაცი ვმუშაობდით. მალე ქალაქის ყველა მოსახლემ გაიგო, რომ სამეფო დარბაზს ვაშენებდით. დროდადრო ხმები მოგვდიოდა, რომ მოწინააღმდეგეებს ჩვენი დარბაზის დანგრევა უნდოდათ“.
შეაფერხა წინააღმდეგობამ სამშენებლო საქმიანობა? თამაზი იხსენებს: „მუშაობას არ ვწყვეტდით და სამ თვეში დავასრულეთ კიდეც სამეფო დარბაზის მშენებლობა. არაერთი მუქარის მიუხედავად, მოწინააღმდეგეებიდან არავინ მოსულა ხელის შესაშლელად“. a
და-ძმებმა შვებით ამოისუნთქეს
2003 წლის ოქტომბერში სამტრედიაში სამეფო დარბაზის მშენებლობა დაიწყო. რელიგიური ფანატიკოსები კვლავ გააქტიურდნენ. ისინი ადგილობრივ ძმებს ემუქრებოდნენ და ერთხელაც შეასრულეს თავიანთი მუქარა. დარბაზის კედლები ახალი ამოყვანილი იყო, როცა მოწინააღმდეგეები მიცვივდნენ და დაანგრიეს.
მაგრამ მალე მდგომარეობა შეიცვალა. 2003 წლის ნოემბერში ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, რომელმაც ხელი შეუწყო რელიგიურ შემწყნარებლობას. შედეგად, იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმაში დამნაშავე რელიგიურ ფანატიკოსთა ჯგუფის რამდენიმე წევრი დააპატიმრეს. ამ ცვლილებებმა შვება მოუტანა ჩვენს და-ძმებს.
იეჰოვა უშურველად აკურთხებს თავის ხალხს
დევნების დასრულებიდან მალევე იეჰოვამ უშურველად აკურთხა თავისი ხალხი საქართველოში. 2004 წელს ჩატარებულ კონგრესზე გამოცხადდა, რომ ქართულ ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
ასევე დაუვიწყარი განცხადება გაკეთდა 2006 წელს გამართულ კონგრესზე „ხსნა ახლოსაა!“. ყველა სუნთქვაშეკრული ისხდა, როდესაც აუდიტორიას ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯეფრი ჯექსონმა მიმართა. დიდი ოვაციები მოჰყვა ძმა ჯეფრის განცხადებას, რომ ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია!
მრავალ მადლიერ დამსწრეს თვალები სიხარულის ცრემლებით ჰქონდა სავსე. ერთმა დამ ასე გამოხატა თავისი გრძნობები: «სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა ვიგრძენი, როდესაც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ხელში დავიჭირე. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა იყო!». ამ დაუვიწყარი სულიერი პროგრამით 17 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიხარა. ეს იყო ქართველი მოწმეების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე!
a 2001—2003 წლებში ქვეყნის მასშტაბით 7 სამეფო დარბაზი აშენდა.