არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საქართველო

საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ პასუხობდა ბიბლია ჩემს კითხვებს!

ფეფო დევიძე

საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ პასუხობდა ბიბლია ჩემს კითხვებს!
  • დაიბადა: 1973 წ.

  • მოინათლა: 1993 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ფეფო მკაცრად იცავდა საეკლესიო ტრადიციებს. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მეუღლესთან ერთად ბეთელში მსახურობდა. დღეს ისინი სპეციალური პიონერები არიან.

იეჰოვას მოწმეების შესახებ პირველად ქუთაისში გავიგე, სადაც სასწავლებლად ვიყავი ჩასული. მახსოვს, ერთმა მეზობელმა მითხრა, რომ მოწმეები ხატებს არ ეთაყვანებოდნენ და არც იესოს აღიარებდნენ ყოვლისშემძლე ღმერთად. ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა ჩემს, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანის, შეხედულებებს.

1992 წლის ზაფხულში არდადეგების დროს ჩემს მშობლიურ ქალაქ ცაგერში დავბრუნდი. შევნიშნე, რომ იეჰოვას მოწმეები იქაც ქადაგებდნენ. დედაჩემს ბევრი კარგი რამ სმენოდა მოწმეებზე, მაგრამ მე თვალში არ მომდიოდნენ. ერთხელ დედამ მირჩია, მომესმინა მათთვის.

იმ პერიოდში ორი პიონერი ძმა პავლე და პაატა ჩვენს მეზობლებს ბიბლიას ასწავლიდნენ, სადაც სხვა მეზობლებიც გროვდებოდნენ ხოლმე. ერთხელ მეც მივედი და საუბარში ჩავები. როცა კითხვას ვუსვამდი, ძმები პირდაპირ ბიბლიიდან მაკითხებდნენ შესაბამის მუხლებს. განცვიფრებას ვერ ვმალავდი, რადგან საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ პასუხობდა ბიბლია ჩემს კითხვებს!

მალე მეც შევუერთდი ჩემს მეზობლებს და ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მომდევნო ზაფხულს ათნი მოვინათლეთ. მოგვიანებით დედაჩემიც იეჰოვას მოწმე გახდა.

ერთ დროს ჩემში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობდა, რადგან ვხედავდი, რომ ნასწავლი ჩემს რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, როცა წარსულს ვიხსენებ, გული მადლიერებით მევსება ამ ძმების მიმართ, რომლებიც ჩემს კითხვებს ყოველთვის ბიბლიიდან პასუხობდნენ. სწორედ ეს დამეხმარა, გამეთავისებინა ბიბლიური სწავლებები. დღეს მეც ვცდილობ, მსგავსად მივუდგე ადამიანებს, რათა მათაც დააფასონ ბიბლიური ჭეშმარიტება!