არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საქართველო

ქურთები ჭეშმარიტებას იღებენ

ქურთები ჭეშმარიტებას იღებენ

„ხშირად ვემადლიერები იეჰოვას, რომ შესაძლებლობა მომცა, ჭეშმარიტება მშობლიურ ენაზე მომესმინა“, — აღნიშნავს გულიზარი.

გულიზარი რვა წლის მანძილზე მოუნათლავი მაუწყებელი იყო და მხოლოდ მას შემდეგ მოინათლა, რაც ქურთულენოვანი კრების შეხვედრებზე დაიწყო დასწრება. იგი ერთ-ერთია საქართველოში მცხოვრებ იმ მრავალ ქურთს შორის, რომლებმაც ბოლო წლებში მიიღეს ჭეშმარიტება. მოდი, მეტი გავიგოთ ქურთი ხალხის შესახებ.

ქურთები საუკუნეების მანძილზე ახლო აღმოსავლეთში სახლობდნენ. ზოგი სწავლულის აზრით, ისინი ბიბლიაში მოხსენიებული ძველი ხალხის, მიდიელების, შთამომავლები არიან (2 მეფ. 18:11; საქ. 2:9). ქურთული ენა ირანულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

დღეს მილიონობით ქურთი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ერაყში, თურქეთში, ირანში, სირიასა და სომხეთში ცხოვრობს. საქართველოში დაახლოებით 20 000 ქურთია. ძირითადად, ქურთები ღვთისმოშიში და სულიერს მოწყურებული ხალხია.

ამჟამად საქართველოში დაახლოებით 500 ქურთი მაუწყებელია. ბოლო წლებში სამი ქურთული კრება ჩამოყალიბდა. 2014 წელს მეტად სასიხარულო მოვლენა მოხდა — თბილისში პირველად ჩატარდა რეგიონული კონგრესი ქურთულ ენაზე; დელეგატებს შორის იყვნენ გერმანიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ჩასული სტუმრები.