ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
ამერიკა
-
ქვეყნები 57
-
მოსახლეობა 998 254 087
-
მაუწყებლები 4 154 608
-
ბიბლიის შესწავლები 4 353 152
„მეც შენთან ერთად ვისწავლი“
მექსიკაში ისმაელმა მთლიანი ბიბლიის წაკითხვა გადაწყვიტა. ერთ წელიწადში მან ორჯერ წაიკითხა ბიბლია, მაგრამ მოგვიანებით თვალისჩინი დაკარგა. რამდენიმე წლის შემდეგ მას ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ანხელი, შეხვდა, რომელიც ღვთის დანაპირების შესახებ ესაუბრა. ისმაელს მეტის გაგების სურვილი გაუჩნდა,
მაგრამ დანანებით თქვა: „უსინათლო ვარ; ბიბლიას ვერ წავიკითხავ“.ამაზე ანხელმა მიუგო: „არ ინერვიულო, ბრაილის შრიფტით კითხვას გასწავლი“.
გაკვირვებულმა ისმაელმა ანხელს ჰკითხა: „შენ იცი ბრაილის შრიფტით კითხვა?“.
„არა, არ ვიცი. მაგრამ მეც შენთან ერთად ვისწავლი“, — მიუგო ანხელმა. ისმაელს არ ეჯერა, რომ ანხელი მის გამო მართლა გააკეთებდა ამას. ანხელმა სახლში დაბრუნებისთანავე დაიწყო ბრაილის შრიფტის სწავლა და მუყაოზე ამოკვეთა ანბანი. შემდეგ კი მისი კითხვა ისმაელს ასწავლა, რომელმაც მალევე აითვისა. ახლა იგი თავისუფლად კითხულობს ბიბლიურ ლიტერატურას ბრაილის შრიფტით და რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს. დღესდღეობით ანხელი ოთხ უსინათლოს ასწავლის ბიბლიას. მათ ძალიან სიამოვნებთ იმ დროზე საუბარი, როცა მხედველობა დაუბრუნდებათ.
მან ვერ იცნო მასწავლებელი
14 წლის ვიენა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ასეთ რამეს წერს: „ერთხელ სოციოლოგიის გაკვეთილზე სხვა მასწავლებელი შემოვიდა კლასში, რომელმაც რელიგიაზე დაიწყო საუბარი და გვთხოვა, დაგვესახელებინა ზოგიერთი მათგანი; მეც იეჰოვას მოწმეები ვახსენე. ამაზე ჩემმა კლასელებმა სიცილი ატეხეს და თქვეს, რომ მოწმეებს მეტი საქმე არა აქვთ და ხალხს ტყუილად აკარგვინებენ
დროს. მათ ისიც თქვეს, რომ ნაგავში ყრიდნენ მოწმეების მიერ დატოვებულ ლიტერატურას. კლასელებს მასწავლებელიც აჰყვა.გულში ვილოცე და იეჰოვას გამბედაობა ვთხოვე. შემდეგ კი ვუთხარი, რომ მათთან სახლში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ დრო დავაკარგვინოთ, არამედ იმიტომ, რომ ღვთის დავალებას ვასრულებთ და ხალხს ბიბლიურ ცნობას ვუზიარებთ. ამის მერე ვთხოვე, მეტად აღარ გადაყარონ
ჩვენი ლიტერატურა, რომელიც შეიძლება მათ გადარჩენას მოემსახუროს. საუბარი რომ დავასრულე, მასწავლებელმა მომიბოდიშა და შემპირდა, რომ სხვა დროს, როცა მასთან მოწმეები მივიდოდნენ, მოუსმენდა მათ და დაიტოვებდა ლიტერატურას. ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარებოდა, რომ მართლა ასე მოიქცეოდა.ოთხი თვის შემდეგ, როცა კვლავ შევხვდი, მითხრა, რომ ბიბლიას სწავლობდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი.
გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და ისევ შევხვდით ერთმანეთს სკოლაში. მან მადლობა გადამიხადა, რომ კლასში ჩემი პოზიცია დავიცავი. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ ვიცანი, რადგან თმაშეჭრილი და წვერგაპარსული იყო. მიხარია, რომ დღეს ის მოუნათლავი მაუწყებელია“.ქადაგება ამაზონის რეგიონში
ბრაზილიაში გასულ წელს მოწმეებმა დიდი ყურადღება მიმართეს ამაზონის რეგიონისკენ. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე თითქმის არავის ჰქონდა მოსმენილი სასიხარულო ცნობა. ამიტომ ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიგეგმა ერთწლიანი კამპანია, რათა მიუვალ ადგილებში მცხოვრები ათასობით ადამიანისთვის ექადაგათ.
კამპანიისთვის ფილიალმა ამაზონის აუზში შემავალი 53 ქალაქი შეარჩია და მაუწყებლებს მოუწოდა, მონაწილეობა მიეღოთ მასში. სულ რაღაც ოთხ თვეში ამ მოწოდებას 6 500-ზე მეტი მაუწყებელი გამოეხმაურა.
ქალაქ ანამანში არც ერთი იეჰოვას მოწმე არაა. ამ ქალაქში 10-მა და-ძმამ 11 დღე დაჰყო, სადაც 12 500-ზე მეტი პუბლიკაცია გაავრცელეს და დაახლოებით 200 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, რომლებსაც დღემდე ტელეფონით ატარებენ. იქ ყოფნის დროს ძმებმა კრების შეხვედრებიც ჩაატარეს. წამოსვლის წინ ჩატარებულ ბოლო შეხვედრას 90 ადამიანი დაესწრო, რამაც და-ძმები ძალიან გაახარა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს კამპანია კიდევ არაერთ კარგ შედეგს მოიტანს.
მან კლასელს jw.org-ზე შესვლა ურჩია
ვენესუელაში ბოლო ექვსი წელია, რაც ჰეისელი და მარიანა ერთ კლასში სწავლობენ. მარიანა ჰეისელს ხშირად დასცინოდა იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმე იყო. იგი თვლიდა, რომ ჰეისელი ბევრ რამეს იკლებდა ცხოვრებაში. ერთხელ, ახალგაზრდები“».
როცა თავი მოაბეზრა, ჰეისელმა ასეთი რამ უთხრა: «მარიანა, შედი ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org, გადადი „ვიდეოებზე“ და მოძებნე „მარიანამ იმავე დღეს დაურეკა ჰეისელს და უთხრა: „ახლა ვხვდები, რატომ იქცევი ასე“.
ჰეისელი ვერ მიუხვდა ნათქვამს და ჰკითხა: „ისევ დამცინი?“.
მარიანამ მიუგო: „სულაც არა, და არც აღარასდროს დაგცინებ. ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში არაფერი უნდა მოიკლო, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ სწორედ ამის გამო მაქვს პრობლემები!“. მარიანამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ყველა კრების შეხვედრას ესწრება.
კითხვები პასტორს
ჰაიტიზე ზარულს, რომელიც თავის ეკლესიაში მდივნად მუშაობდა, ძალიან გაუკვირდა, როცა იეჰოვას მოწმეებმა მის ყველა კითხვას გასცეს პასუხი, ამიტომ მან ქალიშვილთან ერთად ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მათ ისე მოსწონდათ ბიბლიიდან ნასწავლი, რომ ითხოვეს, შესწავლა კვირაში ორჯერ ჩაეტარებინათ.
შესწავლის დაწყებიდან სამ თვეში ზარული თავისი ეკლესიის პასტორთან მივიდა და ოთხი კითხვა დაუსვა: „რომელ წელს გამეფდა იესო? სად მიდიან კარგი ადამიანები სიკვდილის შემდეგ? სად მიდიან ბოროტი ადამიანები სიკვდილის შემდეგ? რაზე აწამეს იესო — ჯვარზე თუ ძელზე?“. პასტორმა უთხრა, რომ მხოლოდ მეორე და მესამე კითხვაზე შეეძლო პასუხის გაცემა და თან დააყოლა: „იეჰოვას მოწმეები ასწავლიან, რომ ზეცაში 144 000 ადამიანი წავა, მაგრამ მე ვამბობ, რომ ზეცაში წავა ყველა, ვინც ღვთის ნებას ასრულებს. ხოლო რაც შეეხება ბოროტებს, ისინი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებიან“. როცა ზარულმა სთხოვა, რომ ბიბლიის საფუძველზე დაემტკიცებინა ეს ყოველივე, პასტორმა ვერ შეძლო. მართალია, თავიდან ზარულს იმედი გაუცრუვდა, მაგრამ პასტორთან საუბარმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა უნდა გაეგრძელებინა. მან დატოვა თავისი სამსახური ეკლესიაში და თქვა, რომ იეჰოვას მოწმეების დახმარებით სამ თვეში უფრო მეტი რამ ისწავლა ბიბლიიდან, ვიდრე 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე ეკლესიაში. ახლახან ზარული და მისი ქალიშვილი მოინათლნენ და თავიანთ სოფელში 23 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.