გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
2016 წლის იურიდიული ანგარიში
ჩვენს ქრისტიან და-ძმებს არაერთი სასამართლოს წინაშე მოუწიათ წარდგომა და დევნისა თუ წინააღმდეგობის ატანა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მათ თავიანთ ღმერთს, იეჰოვას, ერთგულება დაუმტკიცეს. მათი მაგალითი თითოეულ ჩვენგანს გვიბიძგებს, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი რწმენა იმაში დარწმუნებულებმა, რომ „იეჰოვა გამოარჩევს თავის ერთგულს“ (ფსალმ. 4:3).
არგენტინა | შვილებისთვის რელიგიური ფასეულობების ჩანერგვის უფლება
რუთი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, თუმცა ახალგაზრდობაში კრების შეხვედრებზე სიარული შეწყვიტა. მოგვიანებით მან ერთ მამაკაცთან დაიწყო ურთიერთობა, რომლისგანაც გოგონა შეეძინა. ერთ დღეს ქალაქ ლა-პლატაში რუთმა შენიშნა იეჰოვას მოწმეები, რომლებიც სტენდით ქადაგებდნენ. მათ დანახვაზე რუთს ბავშვობა გაახსენდა და გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო კრებაში და თავისი პატარა გოგონასთვის ბიბლია ესწავლებინა. გოგონას მამა წინააღმდეგი იყო, რომ ბავშვს ბიბლია ესწავლა და კრებებზე ევლო, ამიტომ სასამართლოში აღძრა საქმე.
რუთის ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ ორივე მშობელს ჰქონდა უფლება, ბავშვისთვის რელიგიური ფასეულობები ჩაენერგა; აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ ჩამოართმევდა მშობლებს ამ უფლებას, თუ არ არსებობდა საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ ეს ბავშვზე უარყოფითად აისახებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებს პატივი უნდა ეცათ ბავშვის უფლებისთვის, თავად აერჩია, რას იწამებდა მიუხედავად იმისა, რომ გოგონა, სულ რაღაც, ოთხი წლის იყო. სააპელაციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ ბავშვი საკმაოდ პატარა იყო საიმისოდ, რომ დამოუკიდებლად აერჩია რელიგია, და ამიტომ ორივე მშობელს თანაბარი უფლება ჰქონდა, ბავშვისთვის რელიგიური ფასეულობები ჩაენერგა.
დღეს რუთის პატარა გოგონა ყოველ საღამოს კითხულობს ბიბლიას და დედასთან ერთად ესწრება კრების შეხვედრებს. მას ერთი სული აქვს, როდის ესტუმრება ბეთელს ბუენოს-აირესში.
აზერბაიჯანი | რწმენის გამოხატვის უფლება
პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ თუ ქრისტიანულ კრებაში „სხეულის ერთი ნაწილი იტანჯება, მასთან ერთად იტანჯება ყველა“ (1 კორ. 12:26). როცა აზერბაიჯანში ორი იეჰოვას მოწმე ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა დააპატიმრეს, მთელი საძმო წუხდა მათ გამო. 2015 წლის თებერვალში ისინი „უკანონო“ რელიგიურ საქმიანობაში დაადანაშაულეს. მოსამართლემ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვინაიდან სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, დებს თითქმის ერთი წელი მოუწიათ ციხეში ყოფნა, სადაც პირადი ნივთები ჩამოართვეს და არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა.
2016 წლის იანვარში სასამართლომ, როგორც იქნა, განიხილა მათი საქმე. დები დამნაშავედ ცნეს და ჯარიმა დააკისრეს. თუმცა იმის გამო, რომ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ, ორივე მათგანს გაუუქმეს დაკისრებული ჯარიმა და სახლში დაბრუნების უფლება მისცეს. ირინამ და ვალიდამ ბაქოს სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს იმ მოთხოვნით, რომ მათთვის ნასამართლეობა მოეხსნათ, რის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა. ამიტომ დებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს. ვინაიდან ირინას და ვალიდას ციხეში ყოფნის დროს ცუდად ეპყრობოდნენ და არღვევდნენ მათ უფლებას, თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი მრწამსი, საქმე განსახილველად გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტსაც გადაეცა.
დღეს ეს დები ნელ-ნელა უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ისინი ემადლიერებიან და-ძმებს, რომლებიც ლოცულობდნენ მათთვის
და სხვადასხვა სახით უცხადებდნენ მხარდაჭერას. ვალიდა ჯაბრაილოვამ ხელმძღვანელ საბჭოს ასეთი წერილი მისწერა: „სწორედ თქვენმა ლოცვებმა აგვატანინა ეს მძიმე განსაცდელი. არასდროს დავივიწყებ იმ სიყვარულსა და თანადგომას, რომელსაც იეჰოვასგან, თქვენგან და მსოფლიო საძმოსგან ვგრძნობდით“.ერიტრეა | რწმენის გამო დაპატიმრებულნი
2016 წლის ივლისში ერიტრეის მთავრობამ რწმენის გამო 55 იეჰოვას მოწმე დააპატიმრა. ძმები პაულუს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი 1994 წლის სექტემბრიდან დაპატიმრებული არიან, ხოლო სხვა ცხრა ძმა, სულ მცირე, ათი წელია, სასჯელს იხდის.
2016 წლის იანვარში სასამართლო პროცესი შედგა იმ ძმების საქმის განსახილველად, რომლებიც ასმარაში 2014 წლის აპრილში გახსენების საღამოს აღნიშვნის დროს დააკავეს. ის ფაქტი, რომ სასამართლო პროცესი შედგა, მთავრობის მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯია — ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ძმებს ბრალი წაუყენეს და სასამართლოში თავდაცვის უფლება მისცეს. როგორც მოსალოდნელიც იყო, და-ძმების უმეტესობა, იმის გამო, რომ ვითომდა „უკანონო“ რელიგიურ შეხვედრას ესწრებოდნენ, დამნაშავედ ცნეს, დააჯარიმეს და შემდეგ გაათავისუფლეს. ერთი და სარონ გებრუ, რომელმაც უარი თქვა ჯარიმის გადახდაზე, ექვსი თვით დააპატიმრეს, თუმცა იმის უფლება მისცეს, რომ კვირაში ერთხელ ახლობლებს და ნათესავებს მოენახულებინათ. როგორც და სარონი იტყობინება, მას ციხეში კარგად ეპყრობიან. ის და კიდევ სხვა 54 დაპატიმრებული მოწმე მადლიერნი არიან, რომ მათთვის და-ძმები გულმხურვალედ ლოცულობენ და ახსოვთ „ბორკილებში მყოფნი“, თითქოს მათთან ერთად ყოფილიყვნენ შებორკილნი (ებრ. 13:3).
გერმანია | რელიგიის თავისუფლების კანონით აღიარება
2015 წლის 21 დეკემბერს გერმანიის ჩრდილო-დასავლეთით, ბრემენის ფედერალურ ოლქში, იეჰოვას მოწმეთა რელიგიურმა გაერთიანებამ უფრო მაღალი დონის იურიდიული პირის სტატუსი მიიღო. ეს იყო ოთხწლიანი სასამართლო დავის შედეგი. ბერლინში უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანიის თითქმის 16-ვე ფედერალურ ოლქში იეჰოვას მოწმეების რელიგიურ
გაერთიანებას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ სტატუსი მიანიჭეს. თუმცა ქალაქ ბრემენის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლებმა უარი თქვეს მოწმეებისთვის ამ სტატუსის მინიჭებაზე. ძირითადად, ეს იმით იყო განპირობებული, რომ არაკეთილმოსურნეები მოწმეების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ.2015 წელს გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრემენის ფედერალურმა ოლქმა მოწმეებისთვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით დაარღვია მათი კონსტიტუციური უფლება. ამ დადგენილებაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ კანონი რელიგიის თავისუფლების შესახებ იეჰოვას მოწმეებს ბრემენში თავიანთი რელიგიური საქმიანობის შესრულების უფლებას აძლევს. ამჟამად ამ ოლქში კრებები გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან და სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომლითაც სხვა ძირითადი კონფესიები.
ყირგიზეთი | რწმენის გამოხატვის თავისუფლება
2013 წლის მარტში ყირგიზეთის ქალაქ ოშში დედა-შვილი ნადეჟდა სერგიენკო და ოქსანა კორიაკინა ცრუ ბრალდებით დააკავეს. პროკურორმა ეს ორი მოწმე იმაში დაადანაშაულა, რომ თითქოს ქალაქ ოშის მცხოვრებლებს თავიანთი რელიგიური საქმიანობის შესრულების დროს ფულს სძალავდნენ. ამ ორ დას შინაპატიმრობა მიუსაჯეს მანამ, სანამ მათ წინააღმდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. 2014 წლის ოქტომბერში სასამართლომ დაადგინა, რომ ფაქტები გაყალბებული იყო, არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი და ამ ორ ქალს უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი. 2015 წლის ოქტომბერში ოშის სააპელაციო სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი.
პროკურორმა ეს გადაწყვეტილება ყირგიზეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც გააუქმა მიღებული გადაწყვეტილება და ახალი სასამართლო პროცესი დანიშნა. 2016 წლის აპრილში ამ დების ადვოკატებმა კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. მოსამართლეს ისღა დარჩენოდა, რომ დაეხურა საქმე.
ესაიას 41:10-ში ჩაწერილ თავის დაპირებას: „ნუ გეშინია . . . ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“.
ასეთი განსაცდელის მიუხედავად, დები დადებით განწყობას ინარჩუნებდნენ. ნადეჟდა სერგიენკო ამბობს: „ხშირად ადამიანებს გული მოსდით, როცა სხვები ცუდად ეპყრობიან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით იეჰოვას სიყვარულს და და-ძმების მხარდაჭერას. ასე რომ, არასდროს გვიგრძნია თავი მიტოვებულად!“. ისინი დარწმუნდნენ, რომ იეჰოვა ასრულებსყირგიზეთი | რელიგიის თავისუფლების კანონით აღიარება
2015 წლის 9 აგვისტოს ქალაქ ოშში 10-მა პოლიციელმა დაარბია კრების შეხვედრა, რომელსაც 40-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ისინი მოითხოვდნენ, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ „უკანონო“ რელიგიური შეხვედრის ჩატარება. პოლიციელები მოწმეებს იარაღით აშინებდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. ათი ძმა განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც ცხრა მათგანს სასტიკად სცემეს და შემდეგ გაუშვეს. ორ დღეში პოლიციამ ამ ძმებიდან ერთ-ერთი, ნურლან უსუფბაევი, დააკავა, რომელსაც უმოწყალოდ გაუსწორდნენ და იმაში დაადანაშაულეს, რომ „უკანონო“ რელიგიურ შეხვედრას უძღვებოდა.
უსუფბაევის საქმე ოშის საქალაქო სასამართლოში განიხილეს. მოსამართლემ მის წინააღმდეგ გამოყენებული არც ერთი მტკიცებულება არ მიიჩნია საფუძვლიანად და საქმე დახურა. პროკურორმა ოშის საოლქო სასამართლოს მიმართა, რომელმაც უარი თქვა საქმის განხილვაზე, რითაც დაადასტურა, რომ ძმა უსუფბაევი ვერ ჩაითვლება დამნაშავედ, რადგან ყირგიზეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ოფიციალურადაა დარეგისტრირებული.
პროკურორი არ დანებდა და საქმე ყირგიზეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2016 წლის მარტში სასამართლომ დახურა საქმე, რითაც მხარი დაუჭირა საოლქო სასამართლოს მიერ ძმა უსუფბაევის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყირგიზეთში იეჰოვას მოწმეებს აქვთ უფლება, ჩაატარონ თავიანთი რელიგიური შეხვედრები. ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია ის საჩივრები, რომლებიც დაზარალებულმა ძმებმა ოშის პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ შეიტანეს.
რუსეთი | რელიგიის თავისუფლება
რუსეთის მთავრობა კვლავ სასტიკ ზომებს მიმართავს იეჰოვას მოწმეების და მათი საქმიანობის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები გმობენ მათ ქმედებას. ბოლო მონაცემებით, მთავრობამ მოწმეების 88 პუბლიკაცია გამოაცხადა „ექსტრემისტულად“ და მათი ოფიციალური ვებ-გვერდი jw.org აკრძალა. 2015 წელს რუსეთის საბაჟოს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეებს უფლება არ მისცეს, ქვეყანაში შეეტანათ რუსულ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ამჟამად ვიბორგის სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ითვლება თუ არა ბიბლიის ეს თანამედროვე თარგმანი „ექსტრემისტულად“. 2016 წლის მარტში გენერალური პროკურატურა დაემუქრა იეჰოვას მოწმეებს, რომ სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, სოლნეჩნოეში, მდებარე მოწმეების ფილიალს დახურავს, რადგან, მათი თქმით, იქ „ექსტრემისტულ საქმიანობას“ ეწევიან.
რუსეთში მთავრობის მიერ დაფინანსებული სპეციალური კამპანიები ეწყობა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. მაგრამ ამ ბოლო დროს ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: 2015 წლის ოქტომბერში ქალაქ ტიუმენში, რომელიც მოსკოვიდან დაახლოებით 2 100 კილომეტრითაა დაშორებული, პროკურორმა საქმე აღძრა იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მოწმეების წინააღმდეგ ცრუ სამხილები გამოიყენა, ტიუმენის საოლქო სასამართლომ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი იურიდიული პირი მაინც დამნაშავედ ცნო. მაგრამ სასიხარულოა ის, რომ 2016 წლის 15 აპრილს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ „ტიუმენში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციის არანაირი საფუძველი არ არსებობს“. როდესაც მოსამართლემ გადაწყვეტილება წაიკითხა, დარბაზში მსხდომმა 60-მა და-ძმამ სიხარული ვერ დამალა და ფეხზე წამომდგარი ტაშით შეეგება ამ ამბავს.
რუსეთში იეჰოვას ხალხს გადაწყვეტილი აქვს, კვლავ განაგრძოს ღვთის თაყვანისცემა მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მათ წინააღმდეგ არაერთ იარაღს იყენებს (რუანდა | სკოლებში რელიგიურ დისკრიმინაციას წერტილი დაესვა
ბოლო წლებში იეჰოვას მოწმე ბავშვები სკოლიდან გარიცხეს, რადგან თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო უარი თქვეს პატრიოტულ ცერემონიებში მონაწილეობაზე. 2015 წლის 14 დეკემბერს რუანდის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რათა წერტილი დაესვა სკოლებში რელიგიური დისკრიმინაციისთვის. მთავრობამ ბრძანება გამოსცა იმის თაობაზე, რომ სკოლებში ყველამ პატივი სცეს მოსწავლეების რელიგიურ შეხედულებებს.
2016 წლის 9 ივნისს ვებ-გვერდის jw.org განყოფილებაში „ახალი ამბები“ გამოქვეყნდა სტატია „რუანდის მთავრობამ რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაილაშქრა“. საინტერესოა, რომ ეს სტატია რუანდის ერთ პოპულარულ ონლაინ გაზეთშიც გამოქვეყნდა. მალე ამ გაზეთის გვერდს 3 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია, რომელთაგანაც ბევრმა დადებითად შეაფასა მთავრობის ქმედება. რუანდაში იეჰოვას მოწმეები ძალიან მადლიერნი არიან, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და დღეს მათ შვილებს უფლება აქვთ, ისე მიიღონ განათლება, რომ არ გახდნენ რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი.
სამხრეთი კორეა | რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება
60 წელზე მეტია 19-დან 35 წლამდე ასაკის ძმებს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სერიოზული პრობლემები ექმნებათ. სამხრეთ კორეის მთავრობა არ ცნობს მათ უფლებას, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, და არანაირ ალტერნატიულ სამსახურს არ სთავაზობს. ყოფილა შემთხვევები, რომ ამის გამო მთელი თაობები — პაპები, მამები და შვილები — ერთმანეთის მიყოლებით მსხდარან ციხეში.
საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ დაადგინა, რომ კანონი, რომელიც მათ დასჯას ითვალისწინებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს
სამხედრო სამსახურზე, არ ეწინააღმდეგება კორეის კონსტიტუციას. მაგრამ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა და ამ კანონის საფუძველზე გასამართლებულმა პირებმა კვლავ მოსთხოვეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კიდევ ერთხელ გადაეხედა ამ საქმისთვის. შედეგად, 2015 წლის 9 ივლისს სასამართლომ მოისმინა მათი არგუმენტები, ვინც რწმენის გამო ამბობდა უარს სამხედრო სამსახურზე. ძმა მინ-ჰუან კიმი, რომელიც დაახლოებით წელიწად-ნახევარი იჯდა ციხეში, გვიხსნის: „მე კი მოვიხადე სასჯელი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამ მიზეზით სხვები აღარ დაისჯებიან. თუ ძმებს ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ, მათი შრომა საზოგადოებას მოუტანს სიკეთეს“. საკონსტიტუციო სასამართლო მალე გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას.თურქმენეთი | ბაჰრამ ჰემდემოვი
53 წლის ბაჰრამ ჰემდემოვი, რომელსაც მეუღლე და ოთხი ვაჟი ჰყავს, პატიოსანი მოქალაქის რეპუტაციით სარგებლობს. ის სულიერად მოწიფული მამაკაცია, რომელიც კრებაში უხუცესად მსახურობდა. 2015 წლის მაისში სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რადგან, მათი თქმით, საკუთარ სახლში „უკანონო“ რელიგიურ შეხვედრას ატარებდა. იგი სასჯელს სეიდის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდის, სადაც გამუდმებით იძახებენ დაკითხვაზე და ფიზიკურად უსწორდებიან. მიუხედავად ასეთი სასტიკი მოპყრობისა, ის და მისი ოჯახის წევრები იეჰოვას ერთგულები რჩებიან. ბაჰრამ ჰემდემოვის მეუღლეს, გულზირას, უფლება აქვს, დროდადრო მოინახულოს ციხეში თავისი მეუღლე.
ვლოცულობთ იმ ძმებისთვის, რომლებიც რწმენის გამოცდების მიუხედავად ერთგულებას ინარჩუნებენ. მათი მაგალითი გვიბიძგებს, ჩვენც დავუმტკიცოთ იეჰოვას ერთგულება და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის „არ მიატოვებს თავის ერთგულებს“ (ფსალმ. 37:28).