არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინფორმაცია დელეგატებისთვის

ინფორმაცია დელეგატებისთვის

სპეციალური შეხვედრები

ბეთელში მსახურება: ბეთელში მსახურებით დაინტერესებულ 35 წლამდე ასაკის მონათლულ მაუწყებლებს ბეთელში მსახურების მსურველებთან შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ პარასკევს, ნაშუადღევს. ამ შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი წინასწარ გამოცხადდება.

სამეფოს მახარობელთა სკოლა: 23-დან 65 წლამდე ასაკის პიონერებს, ვისაც მსახურების გაფართოების სურვილი აქვთ, შეუძლიათ დაესწრონ სამეფოს მახარობელთა სკოლაში სწავლის მსურველთათვის განკუთვნილ შეხვედრას კვირას, ნაშუადღევს. ამ შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი წინასწარ გამოცხადდება. ბოლომდე მოითმინეთ! იეჰოვას მოწმეების 2017 წლის კონგრესი მომზადებულია იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს მიერ

ინფორმაცია დელეგატებისთვის

მომწესრიგებლები: მომწესრიგებლები თქვენ დასახმარებლად არიან დანიშნულნი. გთხოვთ, ითანამშრომლოთ მათთან და დაემორჩილოთ მათ მითითებებს ავტომობილების გაჩერებასთან, ხალხის მოძრაობის მოწესრიგებასთან, ადგილების დაკავებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ნათლობა: ნათლობის მოხსენებამდე მოსანათლავები უნდა დასხდნენ სცენის პირდაპირ, მათთვის წინასწარ გამოყოფილ ადგილზე. მოხსენება წარმოდგენილი იქნება შაბათს, დღის პირველ ნახევარში. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს პირსახოცი და შესაფერისი ტანსაცმელი.

შესაწირავი: გარკვეული ხარჯები იქნა გაღებული ადგილების, ხმის გამაძლიერებელი სისტემის, ვიდეო აპარატურისა და მრავალი სხვა მომსახურების უზრუნველსაყოფად, რაც კონგრესზე დასწრებას სასიამოვნოს ხდის და გვეხმარება, დავუახლოვდეთ იეჰოვას. ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხელს შეუწყობთ ამ ხარჯების დაფარვას და მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს. თქვენთვის მოსახერხებელი რომ იყოს, შესაწირავების ყუთები ყველგან არის განლაგებული. ნებისმიერი შენაწირი ძალიან ფასდება და ხელმძღვანელი საბჭო წინასწარ გიხდით მადლობას სამეფოს ინტერესების გულუხვი მხარდაჭერისთვის.

პირველადი დახმარება: გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ პირველადი დახმარება გათვალისწინებულია მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის.

დაკარგული ნივთების განყოფილება: ყველა ნაპოვნი ნივთი ამ განყოფილებაში უნდა მიიტანოთ. დაკარგული ნივთებისთვის ამ განყოფილებას მიაკითხეთ. ბავშვები, რომლებიც ჩამორჩნენ მშობლებს და დაიკარგნენ, უნდა მიიყვანოთ ამ განყოფილებაში. თუმცა ეს განყოფილება ბავშვთა ოთახად არ უნდა მივიჩნიოთ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ბავშვებს და ყოველთვის გვერდით გყავდეთ ისინი.

ადგილები: გაითვალისწინეთ სხვებიც. გახსოვდეთ: ადგილების დაკავება შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, მათთვის, ვინც თქვენთან ერთად მგზავრობს ავტომობილით, მათთვის, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ ან მათთვის, ვისაც ბიბლიას ასწავლით. გთხოვთ, არ დაალაგოთ ნივთები თქვენ გარშემო სკამებზე, რომლებსაც არ იკავებთ.

მოხალისეების მსახურება: თუ მოხალისედ მსახურება გსურთ, გთხოვთ, აცნობოთ საინფორმაციო და მოხალისეთა დასაქმების განყოფილებას და გაგანაწილებენ იქ, სადაც დახმარებაა საჭირო.

მომზადებულია იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს მიერ