არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად მესიჯების მიწერ-მოწერისას?

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად მესიჯების მიწერ-მოწერისას?
  • :-) თუ მესიჯების წერისას გონიერებას ავლენ, ყოველთვის გექნება კავშირი მეგობრებთან.

  • :-( თუ მესიჯების წერისას სიფრთხილეს არ გამოიჩენ, ძირს გამოუთხრი შენს მეგობრობას და რეპუტაცია შეგელახება.

ეს სტატია დაგეხმარება იმის დანახვაში, რა უნდა იცოდე იმასთან დაკავშირებით, თუ ...

ამ სტატიაში აგრეთვე მოცემულია:

 ვის წერ

 ბევრი მოზარდი ფიქრობს, რომ მესიჯს ვერაფერი შეცვლის და მიწერ-მოწერა ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. მესიჯების საშუალებით შეგიძლია ნებისმიერ დროს დაუკავშირდე ყველას, ვისი ნომერიც ტელეფონში გაქვს, მათ შორის მათაც, ვისთან ურთიერთობასაც მშობლები გიშლიან.

 „მამაჩემს არ მოსწონს, როცა მე და ჩემი და ბიჭებს ველაპარაკებით. ის მხოლოდ მაშინ გვრთავს ამის ნებას, თუ მათთან მისაღები ოთახიდან ქალაქის ტელეფონით ვსაუბრობთ“, — ლენორი.

 რა უნდა იცოდე: თუ შენი ტელეფონის ნომერს განურჩევლად ყველას მისცემ, შეიძლება ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდე.

 „თუ ყველას მისცემ შენ ნომერს, შეიძლება ძალიან ბევრი არასასურველი მესიჯი და სურათი მიიღო“, — სკოტი.

 „თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს გამუდმებით ემესიჯები, შეიძლება ძალიან მალე მასზე ემოციურად დამოკიდებული გახდე“,— სტივენი.

 ბიბლია ამბობს:წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). თუ სიფრთხილეს გამოავლენთ, ზედმეტ თავსატეხს აირიდებ თავიდან.

 ნამდვილი ამბავი: „მე და ერთი ბიჭი ვმეგობრობდით და მესიჯებს ვწერდით ერთმანეთს. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ უბრალოდ კარგი მეგობრები ვიყავით. ვფიქრობდი, რომ ამაში ცუდი არაფერი იყო, სანამ არ მითხრა, რომ ჩემ მიმართ რომანტიკული გრძნობა განუვითარდა. ახლა ვხვდები, რომ ამდენი დრო არ უნდა გამეტარებინა მასთან და არც გამუდმებით უნდა მეწერა მესიჯები“, — მელინდა.

 დაფიქრდი: შენი აზრით, როგორ გაგრძელდებოდა მელინდასა და ამ ბიჭის ურთიერთობა, მას შემდეგ, რაც ის სიყვარულში გამოუტყდა?

 გადაიკითხე მესიჯი! რისი გაკეთება შეეძლო მელინდას, რომ ისინი მხოლოდ მეგობრებად დარჩენილიყვნენ?

 რას წერ

 მესიჯის გაგზავნა ძალიან ადვილი, ხოლო მისი მიღება სასიამოვნო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადრესატმა შეიძლება ბწკარებს შორის ქვეტექსტი ამოიკითხოს.

 რა უნდა იცოდე: შენი მესიჯის ტექსტი შეიძლება სხვაგვარად იქნეს აღქმული.

 «მესიჯებში მხოლოდ „სმაილებით“ ვერ განსაზღვრავ ემოციასა და ტონს. ამან შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს», — ბრაიანი.

 „ვიცნობ ისეთ გოგონებს, რომლებმაც სახელი გაიტეხეს და მოარშიყეების იარლიყი მიეკრათ იმიტომ, რომ ბიჭებს ემესიჯებოდნენ“, — ლორა.

 ბიბლია ამბობს: „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“ (იგავები 15:28). რას ვსწავლობთ ამ მუხლიდან? სანამ მესიჯს გაგზავნი, გადაიკითხე!

 როდის წერ

 თუ გამჭრიახი იქნები, სწორად განსაზღვრავ, როდის გაგზავნო მესიჯი და როდის — არა.

 რა უნდა იცოდე: თუ გამუდმებით მესიჯებს წერ, შეიძლება სხვებმა უზრდელად ჩაგთვალონ და შეძენის ნაცვლად, დაკარგო მეგობრები.

 „ძალიან ადვილია, უადგილო ადგილას დაიწყო მესიჯის წერა. ხანდახან მესიჯის წერა ვინმესთან საუბრისას ან სადილობის დროს დამიწყია“, — ელისონი.

 „სახიფათოა, როცა საჭესთან ზიხარ და მესიჯს წერ. თუ გზას თვალს მოაშორებ, დიდია იმის რისკი, რომ ავარიაში მოყვე“, — ენი.

 ბიბლია ამბობს: „ყველაფერს თავისი დრო აქვს ... დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 7). ეს არა მარტო ლაპარაკს, არამედ მესიჯების მიწერ-მოწერასაც ეხება.

 რჩევები

ვის წერ

  •  ;-) დაემორჩილე მშობლებს (კოლოსელები 3:20).

  •  ;-) ყველას არ მისცე შენი ტელეფონის ნომერი. როდესაც ვინმეს თავაზიანად ეუბნები, რომ ვერ მისცემ პირად კოორდინატებს, მათ შორის საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერს, ამგვარად იძენ საჭირო გამოცდილებას, რომელიც მომავალშიც გამოგადგება.

  •  ;-) ზედმეტად ნუ გაუშინაურდები ვინმეს და ნურც მესიჯებით ეარშიყები ვინმეს. თუ რომანტიკულ გრძნობას განივითარებ, ეს გულისტკენის მეტს არაფერს მოგიტანს.

 „რადგან ყოველთვის სიფრთხილეს ვიჩენდი მობილური ტელეფონით სარგებლობის დროს და ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი, თუ ვისი ნომრები შემქონდა ტელეფონში, მშობლების ნდობა დავიმსახურე“, — ბრიანა.

რას წერ

  •  ;-) სანამ მესიჯის წერას დაიწყებ, ჰკითხე საკუთარ თავს: „სწორია ამ სიტუაციაში მესიჯის მიწერა?“. შესაძლოა ასეთ დროს უკეთესი იყოს დარეკვა ან პირადად დალაპარაკება.

  •  ;-) ნურასდროს მისწერ ვინმეს ისეთ რამეს, რასაც პირისპირ ვერ ეტყვი. „თუ რამის ხმამაღლა თქმა გერიდება, ნურც ვინმეს მისწერ“, — ამბობს 23 წლის სარა.

 „თუ ვინმე გამომწვევ სურათებს გიგზავნის, უთხარი ამის შესახებ მშობლებს. ეს დაგიცავს და მშობლების ნდობასაც მოიპოვებ“, — სირვანი.

როდის წერ

  •  ;-) წინასწარ განსაზღვრე, რა დროს არ გამოიყენებ შენს ტელეფონს. „როდესაც ვსადილობ ან გაკვეთილებს ვამზადებ, ტელეფონი იქვე არ მიდევს. კრების შეხვედრებზე კი საერთოდ ვრთავ, რომ უნებლიეთ არ გამოვიყენო“, — ამბობს ოლივია.

  •  ;-) იყავი ყურადღებიანი (ფილიპელები 2:4). როდესაც ვინმეს პირისპირ უნდა ელაპარაკო, სათქმელს მესიჯით ნუ გაუგზავნი.

 „ჩემს თავს წესები დავუდგინე. მაგალითად, როცა მეგობრებთან ვარ, თუ საჭიროება არ მოითხოვს, არასდროს ვწერ მესიჯებს. არც მათ ვაძლევ საკუთარი ტელეფონის ნომერს, ვისთანაც ახლოს არ ვარ“, — ჯანელი.