ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ უნდა მოვიქცე ნათლობის შემდეგ? | დარჩი იეჰოვას ერთგული (ნაწილი 2)
ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვა კარგს არ დაუკავებს უბიწოდ მავალთ“ (ფსალმუნი 84:11). უბიწოდ ანუ უმწიკვლოდ სიარულში მიძღვნისას დადებული პირობის თანახმად ცხოვრება იგულისხმება (ეკლესიასტე 5:4, 5). როგორ შეგიძლია უმწიკვლობის შენარჩუნება ნათლობის შემდეგ?
ამ სტატიაშია:
შეინარჩუნე უმწიკვლობა პრობლემების მიუხედავად
ბიბლიაში ნათქვამია: „ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო“ (საქმეები 14:22).
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველა ქრისტიანი ხვდება პრობლემას. ეს შეიძლება იყოს ფინანსური პრობლემები ან ავადმყოფობა. გარდა ამისა, ნათლობის შემდეგ შეიძლება დაცინვას და წინააღმდეგობასაც შეხვდე.
რეალობა: დროდადრო შეიძლება შენს ცხოვრებაში შენთვის არასასურველი ცვლილებებიც მოხდეს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ცუდი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, მათ შორის იეჰოვას მოწმეს (ეკლესიასტე 9:11).
გამოსავალი: რადგან იცი, რომ განსაცდელები გარდაუვალია, კარგი იქნება, წინასწარ მოემზადო. არ დაგავიწყდეს, რომ განსაცდელები გეხმარება, რწმენა გაიძლიერო და მეტად მიენდო იეჰოვას (იაკობი 1:2, 3). რაღაც დროის შემდეგ კი, პავლეს მსგავსად, შენც იტყვი: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).
რეალური შემთხვევა: „ნათლობიდან მალევე ჩემმა ძმებმა უარყვეს ჭეშმარიტება, მშობლებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ, შემდეგ კი მეც გამიუარესდა ჯანმრთელობა. ძალიან ადვილი იყო, რომ ხელი ჩამექნია და დამერღვია იეჰოვასთვის მიცემული პირობა. თუმცა ამ დროს სწორედ ის დამეხმარა, რომ იეჰოვას თაყვანისცემას ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს ვუთმობდი“ (კარენი).
რჩევა: დაფიქრდი იოსების მაგალითზე. მის შესახებ მოთხრობილია დაბადების 37-ე და 39-დან 41-ე თავებში. რა მოულოდნელ განსაცდელებს შეხვდა იოსები, როგორ გადალახა ისინი და როგორ დაეხმარა იეჰოვა?
მეტი ინფორმაციის მისაღებად ...
წაიკითხე:
ჩამოტვირთე:
არ აჰყვე ცდუნებას
ბიბლიაში ნათქვამია: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას“ (იაკობი 1:14).
რას ნიშნავს ეს სიტყვები: დროდადრო ყველას გვიჩნდება ისეთი სურვილები, რომლებმაც, თუ არ გავაკონტროლეთ, შეიძლება ცუდ საქციელამდე მიგვიყვანოს.
რეალობა: ნათლობის შემდეგ კვლავ გაგიჩნდება არასწორი სურვილები (2 პეტრე 2:18). შეიძლება ცდუნების წინაშე დადგე, რომ ქორწინებამდე გქონდეს სექსი.
გამოსავალი: დღესვე მიიღე გადაწყვეტილება, რომ არასდროს აჰყვები ისეთ სურვილებს, რომლებმაც შეიძლება ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოს. ეს დაგეხმარება, სურვილს არ აჰყვე, როცა ფაქტის წინაშე დადგები. გახსოვდეს, რა თქვა იესომ: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“ (მათე 6:24). შენს არჩევანზეა დამოკიდებული, ვინ იქნება შენი ბატონი, იეჰოვა თუ სხვა ვინმე. იეჰოვა კი საუკეთესო ბატონია. რამდენად დიდი ცდუნების წინაშეც არ უნდა დადგე, მაინც შეგიძლია არ აჰყვე მას (გალატელები 5:16).
რჩევა: კარგად შეისწავლე შენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისეთ ადამიანებთან იმეგობრე, რომლებიც კარგი თვისებების განვითარებაში დაგეხმარებიან. მოერიდე ისეთ ადამიანებს, ადგილებსა თუ სიტუაციებს, რომლებიც ცდუნების წინაშე დაგაყენებს (ფსალმუნი 26:4, 5).
მეტი ინფორმაციის მისაღებად ...
იყავი გულმოდგინე
ბიბლიაში ნათქვამია: „გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ასეთივე გულმოდგინებას იჩენდეს … და არ გაზარმაცდეთ“ (ებრაელები 6:11, 12).
რას ნიშნავს ეს სიტყვები: თუ ადამიანი თავის საქმეს გულმოდგინედ არ ასრულებს, ადვილად შეიძლება მოეშვას და გაზარმაცდეს.
რეალობა: ნათლობის შემდეგ, ალბათ, ძალიან გახარებული და ენთუზიაზმით სავსე იყავი. იეჰოვას სიყვარულსაც მოჭარბებულად გრძნობდი. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მიხვდი, რომ არც ისე ადვილია, ყველაფერში დაემორჩილო მას. ამის გამო შეიძლება გული გაგიტყდეს და ხელებიც ჩამოყარო (გალატელები 5:7).
გამოსავალი: ცხოვრების რაღაც ეტაპზე რომც გაგიჭირდეს სწორად მოქცევა, ეცადე, მაინც ის აკეთო, რაც იცი, რომ სწორია (1 კორინთელები 9:27). ყველაფერი გააკეთე შენს ზეციერ მამასთან კიდევ უფრო დასაახლოებლად. ამისთვის კი უკეთ გაეცანი მას და ხშირად ილოცე. მათაც დაუმეგობრდი, ვინც ერთგულად ემსახურება იეჰოვას.
რჩევა: გახსოვდეს, იეჰოვას ძალიან უყვარხარ და ყოველთვის მზადაა შენს დასახმარებლად. ნუ იფიქრებ, რომ ის გაბრაზებულია შენზე იმის გამო, რომ რაღაც მომენტში ენთუზიაზმი გაგინელდა. ბიბლიაში ნათქვამია: „ის ძალას აძლევს დაღლილს და ძალ-ღონით ავსებს ძალაგამოცლილს“ (ესაია 40:29). გარკვეული დროის შემდეგ შენც იგრძნობ, რომ იეჰოვას დახმარებით ძველებური ენთუზიაზმი დაგიბრუნდა.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ...
წაიკითხეთ:
«ახალგაზრდებო, „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის“»
„როგორ მივაღწიო დასახულ მიზნებს?“
უყურეთ:
დასკვნა: თუ ერთგულებას შეინარჩუნებ, იეჰოვას გულს გაუხარებ (იგავები 27:11). ამ შემთხვევაში ის ყველანაირად დაგეხმარება, სატანის თავდასხმებს გაუძლო.