არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

1 კორინთელებიᲡ 10:13 — „სარწმუნოა ღმერთი“

1 კორინთელებიᲡ 10:13 — „სარწმუნოა ღმერთი“

 „არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანისთვის ჩვეული ცდუნებისა, თანაც ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანასაც ვერ შეძლებთ, და გამოსავალსაც გიჩვენებთ, რომ ბოლომდე მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „სხვა განსაცდელი თქვენ არ შეგხვედრიათ, კაცურის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ განგაცდევინებთ იმას, რისი თმენაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ დათმენა“ (1 კორინთელები 10:13; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ეს მუხლი ღვთის ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებაზე, ერთგულებაზე, ამახვილებს ყურადღებას. ღვთის ერთგულ მსახურებს შეუძლიათ მისი დახმარების იმედი ჰქონდეთ, განსაკუთრებით სირთულეებისა და ცდუნებების დროს.

 „არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანისთვის ჩვეული ცდუნებისა“. ღვთის თაყვანისმცემლები შესაძლოა სხვადასხვა ცდუნების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც მათ ერთგულებას გამოსცდის. ასეთი სირთულეები არ არის უჩვეულო და ბევრს გამოუცდია. a თუმცა ღვთის მსახურებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ თავს გაართმევენ ნებისმიერ საცდურს.

 „ღმერთი ერთგულია“. იეჰოვა b სანდო ღმერთია და არასდროს გაგვიცრუებს იმედს. იგი ყოველთვის ასრულებდა თავის დაპირებას, რომ არ მიატოვებდა მორჩილ და ერთგულ თაყვანისმცემლებს (კანონი 7:9; ფსალმუნი 9:10; 37:28). მას, ვინც ღმერთს ნდობას უცხადებს, შეუძლია სჯეროდეს, რომ ამ მუხლში ჩაწერილი მომდევნო ორი დაპირებაც შეუსრულდება.

 „არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანასაც ვერ შეძლებთ“. ღმერთი არასოდეს უშვებს ისეთ სირთულეებს, რომლის ატანის ძალაც ადამიანს არ აქვს და ასეთი სახითაც ამტკიცებს თავის ერთგულებას. მან კარგად იცის, სად გადის თავისი მსახურების შესაძლებლობების ზღვარი (ფსალმუნი 94:14).

 „გამოსავალსაც გიჩვენებთ, რომ ბოლომდე მოითმინოთ“. ღმერთს შეუძლია აგვარიდოს პრობლემა ან მის ასატანად საჭირო ძალა მოგვცეს. მაგალითად, ის წმინდა სულის მეშვეობით გვხელმძღვანელობს, თავისი სიტყვის მეშვეობით გვანუგეშებს ან აღძრავს თავის მსახურებს, თანაქრისტიანებს პრაქტიკული დახმარება გაუწიონ (იოანე 14:26; 2 კორინთელები 1:3, 4; კოლოსელები 4:11).

კონტექსტი

 ეს სიტყვები პავლე მოციქულმა კორინთელ ქრისტიანებს მისწერა. წერილის ამ ნაწილში მან ისრაელი ერის ისტორია გაიხსენა და კორინთელებს უთხრა, რომ ეს ჩვენ გასაფრთხილებლად იყო დაწერილი (1 კორინთელები 10:11). პავლემ ისიც ახსენა, თუ რა საცდურსა და განსაცდელებს შეხვდნენ ისრაელები და გაიხსენა, რომ ზოგი კერპთაყვანისმცემელი გახდა, ზოგი კი სექსუალურ უზნეობას სჩადიოდა (1 კორინთელები 10:6—10). მათი მაგალითით პავლემ ქრისტიანებს შეახსენა, რომ არ უნდა ყოფილიყვნენ ზედმეტად თავდაჯერებულები და არ უნდა ეფიქრათ, რომ მახეში არ გაებმებოდნენ (1 კორინთელები 10:12). თუმცა 1 კორინთელების 10:13-ში ჩაწერილი სიტყვებით დაარწმუნა ისინი, რომ ღვთის მსახურები ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებდნენ.

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „1 კორინთელებზე“.

a ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად „ცდუნებად“ ითარგმნა, გამოცდის და განსაცდელის მნიშვნელობასაც ატარებს.

b იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.