შეიძლება იყოს ბიბლია ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გასაღები?
ბიბლია გვპასუხობს:
რასაკვირველია. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ბიბლიური რჩევა, რომელიც მილიონობით მამაკაცსა თუ ქალს დაეხმარა ბედნიერი ოჯახის შექმნაში.
რეგისტრაციაში გაატარეთ თქვენი ქორწინება. კანონიერი ქორწინება, რომლის დროსაც წყვილი იღებს ვალდებულებას, რომ მთელი ცხოვრება ერთად იქნება, ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საწინდარია (მათე 19:4—6).
გამოავლინეთ სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს მეუღლეს ისე უნდა მოექცეთ, როგორც თავად გსურთ, რომ გექცეოდეთ (მათე 7:12; ეფესოელები 5:25, 33).
მოერიდეთ გულსატკენ სიტყვებს. მეუღლეს თბილად ესაუბრეთ მაშინაც კი, როცა ის თავისი საქციელით ან ნათქვამით გულს გტკენთ (ეფესოელები 4:31, 32). ბიბლიაში, იგავების 15:1-ში ვკითხულობთ: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს.“
იყავით ერთმანეთის ერთგული. რომანტიკული გრძნობები მხოლოდ მეუღლის მიმართ გამოავლინეთ (მათე 5:28). ბიბლიაში ნათქვამია: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი“ (ებრაელები 13:4).
ბავშვები სიყვარულით აღზარდეთ. ნუ იქნებით ნურც ძალიან რბილი და ნურც ძალიან მკაცრი მშობელი (იგავები 29:15; კოლოსელები 3:21).