მისაღებია მრავალცოლიანობა?
ბიბლია გვპასუხობს:
იყო დრო, როცა ღმერთმა დროებით დაუშვა, რომ მამაკაცს ერთზე მეტი ცოლი ჰყოლოდა (დაბადება 4:19; 16:1—4; 29:18—30:24). მაგრამ ღმერთი არ იყო მრავალცოლიანობის ფუძემდებელი. მან ადამს მხოლოდ ერთი ცოლი შეუქმნა.
ღმერთმა იესო ქრისტეს უფლება მისცა, აღედგინა ღვთის თავდაპირველი დადგენილება მონოგამიასთან დაკავშირებით (იოანე 8:28). როდესაც იესოს ქორწინების თაობაზე ჰკითხეს, მან უპასუხა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“?» (მათე 19:4, 5).
მოგვიანებით, იესოს ერთმა მოწაფემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს — თავისი ქმარი“ (1 კორინთელები 7:2). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ყოველი დაქორწინებული ქრისტიანი მამაკაცი, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობები აკისრია, „უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი“ (1 ტიმოთე 3:2, 12).