რაზე შეგვიძლია ვილოცოთ?
ბიბლია გვპასუხობს:
ყველაფერზე შეგვიძლია ვილოცოთ, რაც ღვთის ნებას შეესაბამება. „რაც უნდა ვთხოვოთ მისი [ღვთის] ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14). შეგიძლიათ ლოცვის დროს პირადი სატკივარი გაუზიაროთ ღმერთს? დიახ, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „გული გადმოუღვარეთ მას [ღმერთს]“ (ფსალმუნი 62:8).
რა შეგვიძლია ვთხოვოთ ლოცვაში ღმერთს:
რწმენა განგვიმტკიცოს (ლუკა 17:5).
მოგვცეს წმინდა სული, თავისი მოქმედი ძალა, რათა გავაკეთოთ ის, რაც სწორია (ლუკა 11:13).
გაგვაძლიეროს სირთულეებისა და ცდუნებების დროს (ფილიპელები 4:13).
მოგვცეს შინაგანი სიმშვიდე (ფილიპელები 4:6, 7).
მოგვცეს სიბრძნე სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად (იაკობი 1:5).
უზრუნველგვყოს ყოველივე აუცილებლით (მათე 6:11).
მოგვიტევოს ცოდვები (მათე 6:12).