რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
ბიბლია გვპასუხობს:
ღვთის სამეფო შეცვლის ყველა ადამიანურ მთავრობას და იმმართველებს მთელ დედამიწაზე (დანიელი 2:44). როცა ღვთის სამეფო დამყარდება:
ბოროტი ადამიანები, რომლებიც ჩვენს საზიანოდ მოქმედებენ აღარ იარსებებენ. „ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან“ (იგავები 2:22).
ბოლო მოეღება ყველა ომს. „ის [ღმერთი] წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:9).
დაისადგურებს უსაფრთხოება და კეთილდღეობა. „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:4).
დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. „გაიხარებს უდაბნო და უწყლო მხარე, იმხიარულებს ხრიოკი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება“ (ესაია 35:1).
ყველას ექნება აზრიანი და სიამოვნების მომგვრელი სამუშაო. „სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი (ღმერთის) რჩეულები. ტყუილუბრალოდ არ იშრომებენ“ (ესაია 65:21—23).
ავადმყოფობა წარსულს ჩაბარდება. „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).
გავთავისუფლდებით სიბერის მარწუხებისგან. „განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (იობი 33:25).
მიცვალებულები გაცოცხლდებიან. „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).