JW ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ ᲟᲔᲡᲢᲣᲠᲘ ᲔᲜᲐᲖᲔ
მედიაფაილების სიების გამოყენება
მედიაფაილების სიების მეშვეობით შეგიძლიათ ერთად მოუყაროთ თავი ვიდეოებს კრების შეხვედრებისთვის, პირადი შესწავლისთვის ან მსახურებისთვის.
მედიაფაილების სიაში ვიდეოების დამატება
გახსენით ვიდეო და შემდეგ დააჭირეთ მედიაფაილების სიაში დამატების ღილაკს.
მონიშნეთ ვიდეოს ის ნაწილი, რომლის დამატებაც გინდათ, მაგალითად, ერთი ბიბლიური მუხლი.
დააჭირეთ დასრულების ღილაკს.
აირჩიეთ უკვე არსებული სია ან დააჭირეთ მედიაფაილების სიის შექმნის ღილაკს და დაარქვით სახელი.
შენიშვნა: მთლიანი ვიდეოს დასამატებლად, ვიდეოზე დააწკაპუნეთ ღილაკს მეტი, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს მედიაფაილების სიაში დამატება.
ვიდეოს მოჭრა
მედიაფაილების სიიდან ვიდეოს ნაწილის მოსაჭრელად გამოიყენეთ მოჭრის ფუნქცია. ამ შემთხვევაში, მედიაფაილების სიაში ვიდეოს მხოლოდ მოჭრილი ნაწილი დარჩება.
სიიდან გახსენით ვიდეო.
დააწკაპუნეთ მოჭრის ღილაკს.
მონიშნეთ ამოსაჭრელი ადგილი.
დააჭირეთ ჩართვის ღილაკს.
დააჭირეთ დასრულების ღილაკს.
შენიშვნა: მოჭრილი ვიდეოები გარეკანზე ნარინჯისფერი ხაზითაა მონიშნული.
მედიაფაილების სიის პარამეტრების მართვა
სახელის გადარქმევა
სიისთვის სახელის შესაცვლელად, დააჭირეთ ღილაკს გადარქმევა.
თუ მედიაფაილების სიაში დამატებული ვიდეოსთვის გინდათ სახელის გადარქმევა, დააჭირეთ ვიდეოზე ღილაკს მეტი, შემდეგ — გადარქმევას. ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ სიაში გამოჩნდება ვიდეო ახალი სახელით.
განლაგების შეცვლა
ადგილის შესაცვლელად დააჭირეთ ვიდეოს და არ აუშვათ თითი მანამ, სანამ სასურველ ადგილას არ გადაიტანთ.
ჯგუფიდან ამოღება
თუ ერთი ვიდეო რამდენიმე ნაწილად გაქვთ შენახული, მაგალითად, ერთი თავიდან რამდენიმე ბიბლიური მუხლი ერთმანეთის მიყოლებით, ხდება მათი ავტომატური დაჯგუფება. თუ გინდათ, რომ სიაში ისინი ნაწილ-ნაწილ გქონდეთ შენახული, დააჭირეთ ღილაკს მეტი, შემდეგ კი — ჯგუფიდან ამოღებას.
საბოლოო ნაბიჯი
სიაში არსებული თითოეულ ვიდეოსთვის შეგიძლიათ მიუთითოთ საბოლოო ნაბიჯი. ამაზეა დამოკიდებული, რა მოხდება ვიდეოს დასრულების შემდეგ, თუ ვიდეოს მედიაფაილების სიიდან უყურებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ამ ოთხიდან ერთ-ერთი:
გაგრძელება: ჩაირთვება შემდეგი ვიდეო.
გამორთვა: დაბრუნდებით მედიაფაილების სიაში.
დაპაუზება: ვიდეო დასრულების შემდეგ დაპაუზდება.
გამეორება: ჩაირთვება იგივე ვიდეო