JW ბᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ფლეილისთების გამოყენება
განყოფილებაში „პირადი შესწავლა“ შესაძლებელია, შექმნათ ფლეილისთები ვიდეოებისთვის, აუდიოჩანაწერებისთვის და სურათებისთვის. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ:
შექმნათ ფლეილისთები თქვენი საყვარელი სიმღერებისთვის.
თავი მოუყაროთ მსახურებაში დამხმარე ვიდეოებსა და სურათებს.
შექმნათ იმ სურათების ფლეილისთი, რომელსაც მოხსენების დროს გამოიყენებთ და გაუზიაროთ აუდიო-ვიდეო მომსახურებაზე პასუხისმგებელ ძმებს.
ფლეილისთების შექმნა და მართვა
ფლეილისთების შექმნა
გადადით განყოფილებაში პირადი შესწავლა > ფლეილისთები.
დააჭირეთ ღილაკს ფლეილისთების დამატება.
აირჩიეთ ფლეილისთების შექმნა ან ფლეილისთების შეიმპორტება.
ფლეილისთების შექმნა: დაარქვით სახელი და დააჭირეთ ღილაკს შექმნა.
ფლეილისთების შეიმპორტება: თქვენს მოწყობილობაში აირჩიეთ შესაბამისი ფაილი და შეაიმპორტეთ არსებულ ფლეილისთებში.
ფლეილისთებში ფაილების დამატება
აპლიკაციაში არსებული ვიდეოები, მუსიკები და სხვა აუდიოჩანაწერები
ფაილის ფლეილისთში დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს მეტი.
დააჭირეთ ღილაკს ფლეილისთში დამატება.
აირჩიეთ არსებული ფლეილისთი ან შექმენით ახალი.
აპლიკაციაში არსებული სურათები
აირჩიეთ სურათი.
დააჭირეთ ღილაკს ფლეილისთში დამატება.
აირჩიეთ არსებული ფლეილისთი ან შექმენით ახალი.
ფაილების შეიმპორტება
ფლეილისთებში შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ვიდეო, აუდიოჩანაწერი და სურათი.
გადადით ფლეილისთების გვერდზე.
გახსენით არსებული ფლეილისთი.
დააჭირეთ ღილაკს ფაილის გადმოტანა.
თქვენს მოწყობილობაში აირჩიეთ შესაბამისი ფაილი და შეაიმპორტეთ.
ფლეილისთებში ცვლილებების შეტანა
გადარქმევა
ფლეილისთების სახელის გადარქმევა.
ფლეილისთების გვერდზე აირჩიეთ კონკრეტული ფლეილისთი, დააჭირეთ ღილაკს მეტი და აირჩიეთ გადარქმევა.
ფლეილისთებში დააჭირეთ ღილაკს გადარქმევა.
ფლეილისთებიში არსებული ფაილის სახელის გადარქმევა:
დააჭირეთ ღილაკს მეტი.
აირჩიეთ გადარქმევა.
ფაილების განლაგება
დააჭირეთ ფაილს დიდხანს და შეუცვალეთ ადგილი.
შეცვალეთ ჩართვის მეთოდი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ჩართვის ნაგულისხმევი მეთოდი და აირჩიოთ ჩართვა ან დაპაუზება.
შეცვალეთ ნაგულისხმევი მეთოდის დასასრული
ფლეილისთების დასრულების შემდეგი მოქმედების შესაცვლელად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
დააჭირეთ ღილაკს მეთოდის დასასრული.
აირჩიეთ სხვა მოქმედება.
ნაგულისხმევი მეთოდში იგულისხმება გაგრძელება. მის შესაცვლელად შედით პარამეტრებში.
მოქმედება |
შედეგი |
---|---|
გაგრძელება |
ჩაირთვება შემდეგი ფაილი. |
გამორთვა |
გამოირთვება ფაილები. |
დაპაუზება |
როგორც კი დასრულდება გაშვებული ფაილი, აღარ ჩაირთვება მომდევნო. |
გამეორება |
გამეორდება იგივე ფაილი. |
მოჭერით ფლეილისთის ფაილი
მოჭრის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ამოჭრათ სასურველი მონაკვეთი ვიდეო ან აუდიოფაილიდან.
ფლეილისთში რომელიმე ფაილზე დააჭირეთ დამატებითი ფუნქციების ღილაკს და აირჩიეთ ”მოჭრა”.
თუ ეს ფაილი უკვე ჩართულია, აირჩიეთ პარამეტრები და შემდეგ – მოჭრა.
გადასწიეთ ისრები თქვენთვის სასურველ დაწყების და დასრულების დროზე.
მონაკვეთის ზუსტად მოსაჭრელად, დიდხანს დააჭირეთ რომელიმე ისარს.
დააჭირეთ ჩართვის ღილაკს და წინასწარ ნახეთ მოჭრილი მონაკვეთი
ფლეილისთების გაზიარება
თქვენ შეგიძლიათ ფლეილისთები სხვებს გაუზიაროთ.
ფლეილისთების გვერდზე აირჩიეთ კონკრეტული ფლეილისთი, დააჭირეთ ღილაკს მეტი და აირჩიეთ გაზიარება.
ფლეილისთებში დააჭირეთ ღილაკს გაზიარება და აირჩიეთ გაზიარების მეთოდი.
კლავიატურის „შორთქათები“
თქვენ შეგიძლიათ კლავიატურის მეშვეობით აკონტროლოთ ფლეილისთების ფაილები.
Windows |
macOS |
|
---|---|---|
წინა ფაილი |
Page Up |
Function-Up Arrow |
მომდევნო ფაილი |
Page Down |
Function-Down Arrow |