JW ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ძიების ფუნქციის გამოყენება ბიბლიასა თუ პუბლიკაციებში Android-ისთვის
JW ბიბლიოთეკის ძიების ფუნქციის მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ სასურველი სიტყვა ან ფრაზა ბიბლიაში ან პუბლიკაციაში.
მოსაძებნად მიჰყევით შემდეგ მითითებებს:
ძიება ბიბლიაში
ბიბლიაში შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა.
ბიბლიის კითხვისას, დააჭირეთ ძიების ღილაკს, შემდეგ ჩაწერეთ სიტყვა, რომლის ნახვაც გსურთ. სიტყვის ჩაბეჭდვისას, სხვადასხვა ვარიანტი გამოჩნდება. დააჭირეთ სასურველ ვარიანტს ან კლავიატურაზე მოცემულ შეტანის (Enter) ღილაკს.
შეგიძლიათ ძებნის შედეგები დაახარისხოთ. ხშირად გამოყენებადში მოცემულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ და შეიცავს თქვენ მიერ მოძიებულ სიტყვას. ყველა მუხლში ნაჩვენებია ის მუხლები, რომელიც შეიცავს საძიებო სიტყვას ბიბლიის წიგნების თანმიმდევრობის მიხედვით. სტატიებში ნაჩვენებია ბიბლიის შესავალსა და დანართებში მოცემული ყველა სტატია, რომელიც შეიცავს საძიებო სიტყვას.
თუ საძიებო ველში რამდენიმე სიტყვას ჩაწერთ, მონიშნეთ ზუსტი დამთხვევა, რათა ნაპოვნი იქნეს ის კონკრეტული ფრაზა, რომელიც ჩაბეჭდეთ.
ძიება პუბლიკაციაში
პუბლიკაციაში შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა.
პუბლიკაციის კითხვისას, დააჭირეთ ძიების ღილაკს, შემდეგ ჩაწერეთ სიტყვა, რომლის ნახვაც გსურთ. სიტყვის ჩაბეჭდვისას, სხვადასხვა ვარიანტი გამოჩნდება. დააჭირეთ სასურველ ვარიანტს ან დააჭირეთ კლავიატურაზე მოცემულ შეტანის (Enter) ღილაკს.
თუ საძიებო ველში, რამდენიმე სიტყვას ჩაწერთ, მონიშნეთ ზუსტი დამთხვევა, რათა მოგიძებნოთ მხოლოდ ის კონკრეტული ფრაზა, რომელიც ჩაბეჭდეთ.
კონკრეტული საკითხის ძიება
თუ ჩამოტვირთეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული საკითხი. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ბიბლიის ან რომელიმე პუბლიკაციის კითხვისას.
დააჭირეთ ძიების ღილაკს, შემდეგ ჩაწერეთ საკითხი, რომელსაც ეძებთ. ჩაბეჭდვისას, ჩამონათვალში გამოჩნდება შესატყვისი საკითხები „საკვლევი ცნობარიდან“. დააჭირეთ სათაურს და გახსენით სტატია.
ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.3.4 ვერსია, რომელიც Android 2.3-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2014 წლის ოქტომბერში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Android-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.