არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ

ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ ბიბლიები iOS-თვის

ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ ბიბლიები iOS-თვის

JW ბიბლიოთეკის მთავარი ფუნქცია ბიბლიის კითხვა და შესწავლაა.

თუ გსურთ ბიბლიის ჩამოტვირთვა, მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 ბიბლიის ჩამოტვირთვა

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის ბიბლიის თარგმანი, წაიკითხოთ და შეისწავლოთ ისინი მაშინაც, როცა ინტერნეტით არ სარგებლობთ.

  • იმისათვის, რომ დაინახოთ ბიბლიის წიგნების ჩამონათვალი, დააჭირეთ ბიბლიას.

  • დააჭირეთ ენებს, რომ ნახოთ, რომელ ენებზეა ხელმისაწვდომი ბიბლიები. ბიბლიის თარგმანი იმ ენებზე, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ, ჩამონათვალის თავშია მოცემული. მაგალითად, ჩაბეჭდეთ „int“ , რათა იპოვოთ „სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“ინგლისურ ენაზე, ან „port“, თუ გსურთ ბიბლიები პორტუგალიურ ენაზე.

  • იმ ბიბლიების გასწვრივ, რომლებიც ჯერ არა გაქვთ ჩამოტვირთული, მოცემულია ღრუბლის ნიშანი. მის ჩამოსატვირთად დააჭირეთ ბიბლიას. მას შემდეგ, რაც ბიბლია ჩამოიტვირთება, ღრუბლის ნიშანი გაქრება. ბიბლიის წასაკითხად კვლავ დააჭირეთ ბიბლიის ღილაკს.

თუ ვერ იპოვეთ ბიბლიის სასურველი თარგმანი, მოგვიანებით სცადეთ. როგორც კი ბიბლია ახალ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი, ის მაშინვე იტვირთება ბიბლიოთეკაშიც.

 ბიბლიის წაშლა

იმ შემთხვევაში, თუ აღარ იყენებთ ბიბლიის თარგმანს ან გსურთ გაათავისუფლოთ მეხსიერება თქვენს მოწყობილობაზე, შეგიძლიათ წაშალოთ ბიბლია.

დააჭირეთ ბიბლიას, შემდეგ ენებს, რომელიც ბიბლიების ჩამონათვალს გაგიხსნით. თითი მარჯვნიდან მარცხნივ გაუსვით იმ ბიბლიას, რომლის წაშლაც გსურთ, შემდეგ დააჭირეთ წაშლას (Delete).

 ბიბლიის განახლება

დროდადრო თქვენ მიერ ჩამოტვირთული ბიბლია შეიძლება განახლდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიბლიის განახლება მოხდა, მის გასწვრივ გამოჩნდება განახლების ნიშანი. როდესაც ბიბლიას შეეხებით, გამოჩნდება წარწერა, რომ ხელმისაწვდომია მისი განახლება. თუ გსურთ მისი განახლება, დააჭირეთ ჩამოტვირთვას ან ღილაკს მოგვიანებით, რომ განაგრძოთ თქვენ მიერ ჩამოტვირთული ვერსიის წაკითხვა.

ეს სიახლე 2015 წლის თებერვალში გამოიცა JW ბიბლიოთეკის 1.4 ვერსიასთან ერთად, რომელიც iOS 6.0-ისა და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა iOS-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.