არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ბიბლიოთეკა

გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა iOS-სთვის

გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა iOS-სთვის

JW ბიბლიოთეკის აპლიკაცია ბიბლიის წასაკითხად და შესასწავლად შეიქმნა. აპლიკაციის მთავარი ფუნქციების გამოსაყენებლად დააჭირეთ ეკრანის ქვემოთ მოცემულ ღილაკებს.

ბიბლია

ბიბლიის ღილაკზე დაჭერა შესაძლებლობას მოგცემთ, წაიკითხოთ და ჩამოტვირთოთ ბიბლიის თარგმანები. დააჭირეთ ბიბლიის წიგნს, შემდეგ სასურველ თავს. კითხვის დროს სასწავლო ველში შეგიძლიათ აგრეთვე ნახოთ სქოლიოები, მარგინალური მუხლები და სხვა თარგმანები.

 თუ სხვა ბიბლიური მუხლის ნახვა გსურთ, კვლავ დააჭირეთ ბიბლიის ღილაკს და დაუბრუნდებით ბიბლიის წიგნების ჩამონათვალს.

პუბლიკაციები

პუბლიკაციების ღილაკს გავყავართ ბეჭდვით, აუდიო და ვიდეო მასალაზე. დააჭირეთ სასურველ პუბლიკაციას, შემდეგ აირჩიეთ სტატია. კითხვის დროს იქვე შეგიძლიათ ციტირებული მუხლების ნახვა. დააჭირეთ ბიბლიის ციტატას, რომ წაიკითხოთ მოცემული მუხლი სასწავლო ველში. თუ გსურთ, რომ ეს მუხლი ბიბლიაში გიჩვენოთ, დააჭირეთ ბმულს სასწავლო ველში.

 თუ სხვა პუბლიკაციის ნახვა გსურთ, კვლავ დააჭირეთ პუბლიკაციებს და დაუბრუნდებით მათ ჩამონათვალს.

დღის მუხლი

დააჭირეთ ყოველდღიურ მუხლს და წაიკითხეთ დღის მუხლი.

 შეხვედრები

თუ გსურთ, იხილოთ შეხვედრებისთვის განკუთვნილი პუბლიკაციები, დააჭირეთ ღილაკს შეხვედრები.

 ონლაინი

თუ ოფიციალური ვებ-გვერდების ბმულების ნახვა გსურთ, დააჭირეთ ონლაინის ღილაკს.

 უახლესი ფუნქციები

დროდადრო განაახლეთ JW ბიბლიოთეკა თქვენს მოწყობილობაში, რათა დარწმუნდეთ, რომ ხელი მიგიწვდებათ მის უახლეს ფუნქციებზე.

დარწმუნდით, რომ გიყენიათ iOS-ის უახლესი ვერსია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://support.apple.com/en-us/HT204204.

თუ გსურთ, შეგიძლიათ ჩართოთ აპლიკაციის ავტომატური განახლების ფუნქცია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://support.apple.com/en-us/HT202180.