JW ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
დამატებითი ფუნქციების გამოყენება Windows-თვის
JW ბიბლიოთეკას აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომელიც აადვილებს კითხვას. ეს ფუნქციები განთავსებულია აპლიკაციის ბრძანების ზოლში. იმისათვის, რომ გახსნათ აპლიკაციის ბრძანების ზოლი, დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკზე ან ეკრანს ზემოდან ჩამოუსვით თითი.
ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად დააჭირეთ სამწერტილის ღილაკს.
მიჰყევით შემდეგ მითითებებს, რომ გაიადვილოთ კითხვა:
ენის შეცვლა
კითხვისას შეგიძლიათ შეცვალოთ ენა.
დააჭირეთ ენების ღილაკს და იხილეთ, რომელ ენებზეა ხელმისაწვდომი თქვენთვის სასურველი მასალა. ენები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ, ჩამონათვალის თავშია მოცემული. აგრეთვე შეგიძლიათ ჩაბეჭდოთ ენა და ასე მოძებნოთ.
იმ ენების გასწვრივ, რომლებიც ჯერ არ გაქვთ ჩამოტვირთული, მოცემულია ღრუბლის ნიშანი. დააჭირეთ ენას, რომ ჩამოტვირთოთ პუბლიკაცია. მას შემდეგ, რაც პუბლიკაცია ჩამოიტვირთება, ღრუბლის ნიშანი გაქრება. მის წასაკითხად კვლავ დააჭირეთ ენას.
ტექსტის პარამეტრები
ტექსტი შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ზომაზე დააყენოთ.
დააჭირეთ ტექსტის პარამეტრების ღილაკს და შეცვალეთ ტექსტის ზომა. ტექსტის ზომის შეცვლა შეგიძლიათ ყველა პუბლიკაციაში.
სურათის ან ტექსტის ნახვა
ზოგიერთი სტატია შეგიძლიათ იხილოთ სურათის ან ტექსტის სახით. დააჭირეთ შესაბამის ღილაკს, რომ ერთიდან მეორეზე გადახვიდეთ.
სურათის ნახვა: სურათის ფორმატი ინფორმაციას ისეთი სახით გიჩვენებთ, როგორც ბეჭდვით გამოცემაშია. ზოგმა შეიძლება აირჩიოს ეს ფორმატი ისეთ პუბლიკაციაში, როგორიცაა სიმღერების წიგნი ნოტებით.
ტექსტის ნახვა: ტექსტში შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიური ციტატების ბმულები. თუ დააჭერთ მათ, შეძლებთ წაიკითხოთ ისინი თქვენ მიერ შერჩეული ტექსტის ზომით.
გახსენით ონლაინ ბიბლიოთეკა
დააჭირეთ გახსენი ონლაინ ბიბლიოთეკის ღილაკს, რომ თქვენთვის სასურველი გვერდი გაგიხსნათ „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკაში“.
ბიბლიის თარგმანების შერჩევა
თუ პუბლიკაციის კითხვისას ბიბლიურ ციტატას დააჭერთ, გაიხსენება მუხლები. დააჭირეთ მუხლების ქვემოთ მოცემულ მორგების ღილაკს, რათა აირჩიოთ თქვენ მიერ ჩამოტვირთული თარგმანები და დაამატოთ ჩამონათვალში.
დააჭირეთ დამატების (+) ან წაშლის (-) ღილაკს, რომ დაამატოთ ან წაშალოთ თარგმანები. გადააადგილეთ ისინი სურვილისამებრ.
თუ გსურთ, გაიგოთ, როგორ დაამატოთ ბიბლიის თარგმანები JW ბიბლიოთეკაში, იხილეთ სტატია „ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ ბიბლიის თარგმანები Windows-თვის“.
ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.4 ვერსია, რომელიც Windows 8.1-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2015 წლის მარტში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Windows-თვის“, „უახლესი ფუნქციები“.