JW ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ პუბლიკაციები Windows-თვის
JW ბიბლიოთეკაში არის ასობით წიგნი, ბროშურა, ბუკლეტი და ვიდეო, რომლის წაკითხვა და ყურებაც შეგიძლიათ, როცა ონლაინში არ ხართ.
თუ გსურთ, ჩამოტვირთოთ პუბლიკაციები, მიჰყევით შემდეგ მითითებებს:
პუბლიკაციის ჩამოტვირთვა
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პუბლიკაციები, რათა წაიკითხოთ და შეისწავლოთ ისინი მაშინაც, როცა ინტერნეტით არ სარგებლობთ.
პუბლიკაციის ჩამონათვალისთვის დააჭირეთ პუბლიკაციების ღილაკს, შემდეგ კატეგორიის ღილაკს.
გახსენით აპლიკაციის ბრძანების ზოლი, შემდეგ დააჭირეთ ენების ღილაკს და იხილეთ, რომელ ენებზეა ხელმისაწვდომი პუბლიკაციები. აირჩიეთ სასურველი ენა. ენები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ, ჩამონათვალის თავშია მოცემული. შეგიძლიათ ჩაბეჭდოთ ენა და ამგვარად მოძებნოთ ის.
JW ბიბლიოთეკაში პუბლიკაციების მოსაძებნად არსებობს რამდენიმე საშუალება:
კატეგორიაში ნაჩვენებია პუბლიკაციები იმ ენაზე, რომელზეც ეძებთ. ეს პუბლიკაციები დაჯგუფებულია წიგნებად, ბუკლეტებად ან ვიდეოებად. თითოეულ მათგანზე დაჭერით გამოჩნდება დამატებითი არჩევანი, მაგალითად „საგუშაგო კოშკი“ წლების მიხედვით ან სხვადასხვა სახის ვიდეო. საწყის ჩამონათვალში დასაბრუნებლად დააჭირეთ ღილაკს ყველა ტიპი.
განყოფილებაში რა არის ახალი, ნაჩვენებია ბოლოს ატვირთული პუბლიკაციები იმ ენაზე, რომელზეც ეძებთ.
დააჭირეთ კონკრეტულ პუბლიკაციას, რომ ჩამოტვირთოთ ის თქვენს მოწყობილობაში.
იმ პუბლიკაციების გასწვრივ, რომლებიც ჯერ არ გაქვთ ჩამოტვირთული, მოცემულია ღრუბლის ნიშანი. დააჭირეთ პუბლიკაციას, თუ გსურთ მისი ჩამოტვირთვა. მას შემდეგ, რაც პუბლიკაცია ჩამოიტვირთება, ღრუბლის ნიშანი გაქრება. მის წასაკითხად კვლავ დააჭირეთ პუბლიკაციის ღილაკს.
განყოფილებაში ჩამოტვირთული ნაჩვენებია ყველა პუბლიკაცია, რომლებიც ჩამოტვირთეთ ამა თუ იმ ენაზე. ისინი შეგიძლიათ დაახარისხოთ შემდეგნაირად: ხშირად გამოყენებული, იშვიათად გამოყენებული ან უდიდესი ზომა.
პუბლიკაციის წაშლა
იმ შემთხვევაში, თუ აღარ იყენებთ პუბლიკაციას ან გსურთ გაათავისუფლოთ მეხსიერება თქვენს მოწყობილობაში, შეგიძლიათ წაშალოთ ის.
თუ გსურთ, იხილოთ პუბლიკაციის ჩამონათვალი, დააჭირეთ პუბლიკაციების ღილაკს, რომელიც ეკრანის ზემოთაა მოცემული, შემდეგ — კატეგორიის ღილაკს. ცოტა ხნით დააჭირეთ პუბლიკაციას, რომლის წაშლაც გსურთ. დააჭირეთ წაშლის ღილაკს აპლიკაციის ბრძანების ზოლზე, შემდეგ მიეცით მისი წაშლის დასტური.
თუ გსურთ, გაათავისუფლოთ მეხსიერება თქვენს მოწყობილობაში, წაშალეთ პუბლიკაციები, რომლებსაც იშვიათად იყენებთ ან რომლებიც ძალიან დიდ ადგილს იკავებს. დააჭირეთ პუბლიკაციების ღილაკს, გადადით განყოფილებაში ჩამოტვირთული და დაახარისხეთ შემდეგნაირად: იშვიათად გამოყენებული ან უდიდესი ზომა. წაშალეთ ის პუბლიკაციები, რომლებიც მეტად აღარ გჭირდებათ.
პუბლიკაციების განახლება
დროდადრო თქვენ მიერ ჩამოტვირთული პუბლიკაციები შეიძლება განახლდეს.
იმ შემთხვევაში, თუ პუბლიკაციების განახლება მოხდა, მათ გასწვრივ გამოჩნდება განახლების ნიშანი. როდესაც პუბლიკაციას შეეხებით, გამოჩნდება შეტყობინება, რომ ხელმისაწვდომია მისი განახლება. დააჭირეთ ღილაკს ჩამოტვირთეთ, თუ გსურთ მისი განახლება, ან დააჭირეთ ღილაკს მოგვიანებით, რომ განაგრძოთ თქვენ მიერ ჩამოტვირთული ვერსიის წაკითხვა.
თუ გსურთ, ნახოთ განახლდა თუ არა თქვენ მიერ ჩამოტვირთული პუბლიკაციები, დააჭირეთ პუბლიკაციების ღილაკს. თუ ხელმისაწვდომია რომელიმე პუბლიკაციის განახლებული ვერსია, გამოჩნდება განყოფილება მოსალოდნელი განახლებები. დააჭირეთ მას, რომ გამოჩნდეს ყველა განახლებული პუბლიკაცია. განახლებისთვის დააჭირეთ სასურველ პუბლიკაციას ან განაახლე ყველას, რომ ჩამოტვირთოთ ყველა ერთად.
ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.4 ვერსია, რომელიც Windows 8.1-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2015 წლის მარტში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Windows-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.