არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ

ტექსტის მონიშვნა Windows-თვის

ტექსტის მონიშვნა Windows-თვის

JW ბიბლიოთეკაში პუბლიკაციების წაკითხვისა და შესწავლის დროს შეგიძლიათ მონიშნოთ სიტყვები ან ფრაზები.

ტექსტის მოსანიშნად მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 მონიშვნა

ტექსტის მონიშვნის ორი საშუალება არსებობს:

სიტყვის მოსანიშნად რამდენიმე წამით თითით შეეხეთ მას. მოსანიშნი მარკერების გამოყენებით მონიშნეთ სასურველი ტექსტის მოცულობა. მენიუში დააჭირეთ მონიშვნის (Highlight) ღილაკს, შემდეგ აირჩიეთ სასურველი ფერი ტექსტის მოსანიშნად.

სიტყვის ან ფრაზის მოსანიშნად შეგიძლიათ გამოიყენოთ კალამიც. მონიშნეთ ტექსტი ეკრანზე, როგორც ბეჭდვით გამოცემაში მონიშნავდით მას კალმით. ამის შემდეგ მცირე დროით გამოჩნდება მენიუ. ამ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ მონიშვნის ფერი ან გააუქმოთ მონიშვნა.

 მონიშვნის შეცვლა

მონიშნული ტექსტის ფერის შესაცვლელად დააჭირეთ მას, შემდეგ აირჩიეთ ახალი ფერი. მონიშვნის გასაუქმებლად დააჭირეთ მონიშნულ ტექსტს, შემდეგ ღილაკს წაშლა.

ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.6 ვერსია, რომელიც Windows 8.1-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2015 წლის ნოემბერში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Windows-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.