არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲚᲝᲑᲐ

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს როკუს მედიაფლეიერის მეშვეობით

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს როკუს მედიაფლეიერის მეშვეობით

აუდიოჩანაწერები რამდენიმე კატეგორიას აერთიანებს, მათ შორის მუსიკას და ბიბლიის მხატვრული კითხვას.

(შენიშვნა: ქვემოთ მოცემულია როკუს პულტის დიაგრამების ინსტრუქცია. თქვენი პულტი შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს).

აირჩიეთ აუდიოჩანაწერები, რომ ნახოთ აუდიოჩანაწერების ჩამონათვალი. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს და მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს:

 მოუსმინეთ აუდიოპროგრამას

თითოეულ ზოლში სხვადასხვა კატეგორიის აუდიოჩანაწერებია განთავსებული. კატეგორიის სახელი აუდიოჩანაწერების თავზეა მითითებული.

  • ზედა და ქვედა ისრები: ისრების მეშვეობით გადადით სხვა ჩამონათვალზე.

  • მარცხენა და მარჯვენა ისრები: ისრების მეშვეობით დაათვალიერეთ ჩამონათვალში მოცემული აუდიოპროგრამები.

პროგრამის ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს დიახ და გადადით აუდიოპროგრამის ინფორმაციის გვერდზე.

აირჩიეთ ერთ-ერთი მოქმედება:

  • განახლება: ეს ფუნქცია იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ მანამდე აუდიო მოსმენის დროს შეაჩერეთ. მასზე დაჭერის შემთხვევაში აუდიოს მოსმენას გაჩერებული ადგილიდან განაგრძობთ.

  • ჩართვა ან ხელახლა დაკვრა: აუდიოს თავიდან მოსმენა.

  • ყველას ჩართვა: დაწყებული უახლესით მოუსმინეთ ყველა აუდიოს ჩამონათვალში. მას შემდეგ, რაც ჩამონათვალიდან ყველა აუდიოს მოუსმენთ, აუდიოების დაკვრა შეწყდება.

აუდიოჩანაწერების პარამეტრების ქვემოთ გამოჩნდება სხვა ვიდეოები ამავე კატეგორიიდან. ამ ჩამონათვალში შესასვლელად, დააჭირეთ ქვედა ისარს და აუდიოჩანაწერების პარამეტრებში დასაბრუნებლად ზედა ისარს.

 მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს

შეგიძლიათ მოუსმინოთ ცალკეულ აუდიოპროგრამებს ან ჩამონათვალიდან ყველას თანმიმდევრულად. ამისთვის გამოიყენეთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი:

  • ყველას ჩართვა: აირჩიეთ ეს ფუნქცია, რომ მოუსმინოთ ყველას თანმიმდევრულად ჩამონათვალიდან.

  • არეულად ჩართვა: აირჩიეთ ეს ფუნქცია, რომ მოუსმინოთ ჩამონათვალიდან ყველა აუდიოს არათანმიმდევრულად.

მას შემდეგ, რაც ჩამონათვალიდან ყველა აუდიოჩანაწერს მოისმენთ, ის შეწყდება.

 მართეთ აუდიოჩანაწერები

აუდიოპროგრამის მოსმენისას პულტის მეშვეობით, შეგიძლიათ ის შემდეგნაირად მართოთ:

  • დაკვრა/შეჩერება: შეაჩერეთ აუდიოპროგრამა. ხელახლა დააჭირეთ ღილაკს, რომ განაახლოთ მისი მოსმენა.

  • წინ გადახვევა: რამდენიმე წამით წინ გადაახვიეთ. ღილაკზე ხელის დაჭერით სასურველ ადგილამდე გადაახვიეთ აუდიოჩანაწერი.

  • უკან გადახვევა: რამდენიმე წამით უკან გადაახვიეთ. ღილაკზე ხელის დაჭერით სასურველ ადგილამდე გადაახვიეთ აუდიოჩანაწერი.

  • უკან დაბრუნება: დაბრუნდით აუდიოჩანაწერების გვერდზე.