JW ᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲚᲝᲑᲐ
უყურეთ ვიდეოებს როკუს მედიაფლეიერის მეშვეობით
ვიდეოები შეგიძლიათ შეაჩეროთ ან წინ და უკან გადაახვიოთ. კონკრეტულ კატეგორიაში შეგიძლიათ უყუროთ ერთ ვიდეოს ან ყველას.
(შენიშვნა: ქვემოთ მოცემულია როკუს პულტის ინსტრუქცია. თქვენი პულტი შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს).
იპოვეთ ვიდეო
გახსენით ვიდეოები და პულტზე მოცემული ისრების მეშვეობით აირჩიეთ სასურველი კატეგორია. დააჭირეთ ღილაკს დიახ და აირჩიეთ მონიშნული კატეგორია.
ზოგიერთ ვიდეოს შეგიძლიათ სხვადასხვა განყოფილებაში უყუროთ. მაგალითად, „გზასაცდენილი შვილის დაბრუნება“ განთავსებულია განყოფილებებში ფილმები, ოჯახი და ახალგაზრდები.
დააჭირეთ ღილაკს არეულად ჩართვა, თუ გსურთ, ვიდეოებს არჩეული კატეგორიიდან არეულად უყუროთ.
ვიდეოარქივის თითოეულ განყოფილებაში ქვეკატეგორიებიც არის მოცემული, რომელიც თემატურად აერთიანებს ვიდეოებს. ამ კატეგორიების სახელწოდება ვიდეოების ზემოთაა მითითებული.
ქვემოთ გაიგებთ, როგორ გამოიყენოთ პულტი:
ზედა და ქვედა ისრები: ისრების მეშვეობით გადადით ვიდეოების სხვა ჩამონათვალზე.
მარცხენა და მარჯვენა ისრები: ისრების მეშვეობით დაათვალიერეთ ჩამონათვალში მოცემული ვიდეოები.
ვიდეოების საყურებლად შეგიძლიათ ...
დააჭიროთ ყველას ნახვას და ყველა ვიდეოს თანმიმდევრულად უყუროთ.
დააჭიროთ არეულად ჩართვას და არჩეული კატეგორიიდან ვიდეოებს არათანმიმდევრულად უყუროთ.
შენიშვნა: მას შემდეგ, რაც ჩამონათვალიდან ყველა ვიდეოს უყურებთ, ვიდეოს ჩვენება შეწყდება.
ვიდეოს პარამეტრების სანახავად მონიშნეთ ვიდეო და აირჩიეთ შემდეგი ფუნქციები:
გაგრძელება: ეს ფუნქცია იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ მანამდე ვიდეო ყურების დროს შეაჩერეთ. მასზე დაჭერის შემთხვევაში ვიდეოს ყურებას გაჩერებული ადგილიდან შეძლებთ.
ჩართვა ან ხელახლა დაკვრა: ვიდეოს თავიდან ყურება.
ვიდეოს ყურება სუბტიტრებით: ეს ფუნქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ვიდეოს თან ახლავს სუბტიტრები. მისი არჩევისას ჩაირთვება ვიდეო სუბტიტრებით. აგრეთვე სუბტიტრებით (თუ ხელმისაწვდომია) ჩაირთვება სტრიმინგისა და ვიდეოარქივის განყოფილებაში განთავსებული ყველა ვიდეო. თუ გსურთ სუბტიტრების გამორთვა, აირჩიეთ ყურება სუბტიტრების გარეშე.
ყველას ჩართვა: უყურეთ ყველა ვიდეოს ჩამონათვალში. თავიდან უახლეს ვიდეოებს გამოგიჩენთ. მას შემდეგ, რაც ჩამონათვალიდან ყველა ვიდეოს უყურებთ, ვიდეოს ჩვენება შეწყდება.
ვიდეოს პარამეტრების ქვემოთ გამოჩნდება სხვა ვიდეოები ამავე კატეგორიიდან. ამ ჩამონათვალში შესასვლელად, დააჭირეთ ქვედა ისარს და ვიდეოს პარამეტრებში დასაბრუნებლად ზედა ისარს.
მართეთ ვიდეო
ვიდეოარქივის განყოფილებაში როკუს პულტის მეშვეობით, შეგიძლიათ მართოთ ვიდეო შემდეგნაირად:
დაკვრა/შეჩერება: შეაჩერეთ ვიდეო. ხელახლა დააჭირეთ ღილაკს, რომ განაახლოთ მისი ყურება.
მარჯვენა ისარი: გადაახვიეთ ვიდეო წინ რამდენიმე წამით. როდესაც იმ ადგილამდე გადაახვევთ, რომლის ყურებაც გსურთ, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს.
წინ გადახვევა სწრაფად: ავტომატურად გადაახვიეთ ვიდეო და თქვენთვის სასურველი ადგილიდან განაგრძეთ ყურება.
მარცხენა ისარი: გადაახვიეთ ვიდეო უკან რამდენიმე წამით. როდესაც იმ ადგილამდე გადაახვევთ, რომლის ყურებაც გსურთ, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს.
უკან გადახვევა სწრაფად: ავტომატურად გადაახვიეთ ვიდეო და თქვენთვის სასურველი ადგილიდან განაგრძეთ ყურება.
უკან დაბრუნება: დაბრუნდით ვიდეოს პარამეტრებში.
უყურეთ უახლეს ვიდეოებს
JW მაუწყებლობის საწყის გვერდზე მოცემულია ვიდეოარქივის ორი კატეგორია:
აქტუალური: ამ ჩამონათვალში მოცემულია ვიდეოები, რომლებიც ეხება კრების ყოველკვირეულ შეხვედრებს ან ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს.
უახლესი: ამ ჩამონათვალში მოცემულია ექვსი უახლესი ვიდეო.