JW ᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲚᲝᲑᲐ
ჩამოტვირთეთ JW მაუწყებლობის აპლიკაცია როკუ (Roku) მედიაფლეიერზე
იმისათვის, რომ უყუროთ JW მაუწყებლობას როკუ მედიაფლეიერზე, საჭიროა როკუ მედიაფლეიერის დაყენება და JW მაუწყებლობის აპლიკაციის ჩამოტვირთვა. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს:
დააყენეთ როკუ მედიაფლეიერი
როკუ მედიაფლეიერს მოჰყვება ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ, დააყენოთ და დააკავშიროთ ის ინტერნეტთან. ინტერნეტთან დაკავშირების შემდეგ მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას და დაასრულეთ როკუს დაყენება.
შენიშვნა: როკუს დასაყენებლად დაგჭირდებათ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობა, რომ მიჰყვეთ ინტერაქტიულ ინსტრუქციას.
ინტერაქტიული ინსტრუქცია მოგთხოვთ როკუ მედიაფლეიერთან დაკავშირებას. ამისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.roku.com/link და შეიყვანეთ თქვენი ტელევიზორის ეკრანზე მოცემული კოდი. შემდეგ მიჰყევით კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში მითითებულ ინსტრუქციას, რომ შექმნათ როკუს ანგარიში.
ტელევიზორის ეკრანი განახლდება მას შემდეგ, რაც წარმატებით შეიქმნება თქვენი როკუ მედიაფლეირის ანგარიში.
დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია როკუს დაყენების პროცესი.
ჩამოტვირთეთ JW მაუწყებლობა კომპიუტერიდან
როკუ მედიაფლეირი არის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოებს (ან არხებს). უნდა დაამატოთ არხები, სადაც განთავსებულია თქვენთვის სასურველი ვიდეოები. ახალი არხების დამატებისთვის ერთ-ერთი საშუალება კომპიუტერია.
ეწვიეთ JW მაუწყებლობის გვერდს Roku Channel Store-დან ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით.
შედით როკუს ანგარიშში, თუ ჯერ არ ხართ შესული.
დააჭირეთ არხის დამატების ღილაკს. მას შემდეგ, რაც არხი დაემატება, არხის დამატების მწვანე ღილაკი შეიცვლება სიტყვით ჩამოიტვირთა.
ვებ-ბრაუზერიდან არხის დამატებით, არხი ავტომატურად არ ჩამოიტვირთება თქვენს როკუ მედიაფლეიერზე; ის დაემატება ჩამონათვალს, რის შემდეგ თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ ბოლოს დამატებული არხი.
დააჭირეთ ღილაკზე საწყისი გვერდი (Home) როკუს მედიაფლეიერის პულტზე.
პარამეტრების ნავიგაციისთვის გამოიყენეთ როკუს მედიაფლეიერის პულტზე მოცემული ზედა ან ქვედა ისრები.
დააჭირეთ ღილაკზე დიახ.
გამოიყენეთ პულტის ზედა და ქვედა ისრები პარამეტრების გვერდზე, სანამ არ მოინიშნება სისტემის განახლება, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დიახ. ამის შემდეგ სისტემის განახლების გვერდი იწყებს ჩამოტვირთვას. ეკრანის მარჯვენა მხარეს უნდა მოინიშნოს ღილაკი შეამოწმე ახლა.
დააჭირეთ ღილაკს დიახ.
როკუ მედიაფლეირი ჩამოტვირთავს თქვენ მიერ დამატებულ არხს.
დაბრუნდით როკუს საწყის გვერდზე და აირჩიეთ ჩემი არხები მთავარი მენიუდან. ეკრანზე გამოჩნდება ყველა არხი, მათ შორის JW მაუწყებლობა, რომელიც როკუ მედიაფლეიერზე ჩამოტვირთეთ.
მონიშნეთ jw.org და დააჭირეთ ღილაკზე დიახ, რათა ჩაირთოს JW მაუწყებლობა.
ჩამოტვირთეთ JW მაუწყებლობა როკუ მედიაფლეიერიდან
JW მაუწყებლობის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ როკუ მედიაფლეიერიდან.
შედით როკუს საწყისს გვერდზე.
ჩამოყევით მთავარ მენიუს როკუს პულტზე მოცემული ზედა ან ქვედა ისრების მეშვეობით, სანამ არ მოინიშნება ძებნის ღილაკი.
დააჭირეთ ღილაკზე დიახ.
ძიების ღილაკის გააქტიურებით როკუ მოძებნის ფილმებს, სატელევიზიო გადაცემებს, მსახიობებს, თამაშებსა და არხებს, რაც ემთხვევა თქვენ მიერ ძიების ველში ჩაწერილ სიტყვას. JW მაუწყებლობა არის არხი, ამიტომ ძიების შედეგებში, მის გასწვრივ უნდა გამოჩნდეს არხის სიმბოლო. ჩაწერეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვებიდან რომელიმე, რათა იპოვოთ JW მაუწყებლობა:
JW მაუწყებლობა
jw.org
jwtv
იეჰოვა
მას შემდეგ, რაც ძიების შედეგებში გამოჩნდება JW მაუწყებლობა, დააჭირეთ მარჯვენა ისარს მანამ, სანამ არხის სახელი არ მოინიშნება. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დიახ. მოინიშნება ფუნქცია არხის დამატება.
დააჭირეთ ღილაკზე დიახ და ჩამოტვირთეთ JW მაუწყებლობა.
იმისათვის, რომ უყუროთ JW მაუწყებლობას, აირჩიეთ არხში შესვლის ფუნქცია ან დაბრუნდით როკუს საწყის გვერდზე და მოძებნეთ JW მაუწყებლობა განყოფილებაში ჩემი არხები.