არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲚᲝᲑᲐ

უყურეთ ვიდეოარქივში განთავსებულ ვიდეოებს Apple TV-ის მედიაფლეიერის მეშვეობით

უყურეთ ვიდეოარქივში განთავსებულ ვიდეოებს Apple TV-ის მედიაფლეიერის მეშვეობით

ვიდეოარქივში შეგიძლიათ უყუროთ JW მაუწყებლობაზე განთავსებულ ვიდეოებს. ვიდეოები შეგიძლიათ დააპაუზოთ ან წინ ან უკან გადაახვიოთ. კონკრეტულ კატეგორიაში შეგიძლიათ უყუროთ ერთ ვიდეოს ან თანმიმდევრულად ყველას.

შენიშვნა: ქვემოთ მოცემული Apple TV-ის პულტის დიაგრამები შესაძლოა განსხვავებული იყოს თქვენი პულტის დიაგრამებისგან.

JW მაუწყებლობის საწყის გვერდზე აირჩიეთ ვიდეოარქივის განყოფილება, რათა ნახოთ ვიდეოების სხვადასხვა კატეგორიები. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს, რომ იპოვოთ და უყუროთ ვიდეოებს:

იპოვეთ ვიდეო

  • Apple TV-ის პულტის სენსორულ ზედაპირზე შეხებით შეგიძლიათ აირჩიოთ კატეგორიები. არჩეული კატეგორიის გამოსახულება სხვებთან შედარებით ოდნავ დიდი ფორმატით გამოჩნდება.

  • დააჭირეთ თითი პულტის სენსორულ ზედაპირს, რათა შეხვიდეთ კატეგორიაში.

ზოგი ვიდეო რამდენიმე კატეგორიაშია განთავსებული. მაგალითად, ვიდეოფილმი „გზასაცდენილი შვილის დაბრუნება“ შეიძლება ნახოთ შემდეგ კატეგორიებში: ფილმები, ოჯახი და ახალგაზრდები.

თითოეულ კატეგორიაში მოცემულია ვიდეოების ჩამონათვალი. ვიდეოების ჩამონათვალის დასახელება მოცემულია ჩამონათვალის თავში.

შენიშვნა: ზოგი ვიდეოების ჩამონათვალი გრძელდება ეკრანის მარჯვენა მხარეს.

  • გაუსვით თითი პულტის სენსორულ ზედაპირს ზემოდან ქვემოთ ან პირიქით, რათა აირჩიოთ სასურველი ჩამონათვალი.

  • გაუსვით თითი პულტის სენსორულ ზედაპირს მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით, რათა აირჩიოთ ჩამონათვალში განთავსებული სასურველი ვიდეო.

  • თითოეული ჩამონათვალის დასაწყისში მოცემულია ღილაკი ყველას ჩართვა. აირჩიეთ ეს ღილაკი და უყურეთ ყველა ვიდეოს ჩამონათვალში. მას შემდეგ, რაც ჩამონათვალიდან ყველა ვიდეოს უყურებთ, ვიდეოს ჩვენება შეწყდება.

  • დააჭირეთ თითი პულტის სენსორულ ზედაპირს, რათა აირჩიოთ სასურველი ვიდეო და ეკრანზე იხილოთ ვიდეოს მართვის ღილაკები.

აირჩიეთ ქვემოთ მოცემული რომელიმე მოქმედება:

  • ჩართვა: ჩართეთ ვიდეო.

  • ყველას ჩართვა: დაწყებული უახლესით უყურეთ ყველა ვიდეოს ჩამონათვალში. მას შემდეგ, რაც ჩამონათვალში განთავსებულ ყველა ვიდეოს უყურებთ, ვიდეოს ჩვენება შეწყდება.

  • განახლება: განაახლეთ ვიდეოს ყურება იმ ადგილიდან, სადაც შეწყვიტეთ.

ვიდეოს მართვის ღილაკების ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალში განთავსებული სხვა ვიდეოები. გაუსვით პულტის სენსორულ ზედაპირს თითი ზემოდან ქვემოთ, რათა შეძლოთ სხვა ვიდეოს არჩევა. შემდეგ გაუსვით თითი ქვემოდან ზემოთ, რომ დაუბრუნდეთ ეკრანზე მოცემულ ვიდეოს მართვის ღილაკებს.

მართეთ ვიდეო

ვიდეოარქივის განყოფილებაში Apple TV-ის პულტის მეშვეობით მართეთ ვიდეო შემდეგნაირად:

  • ჩართვა ან დაპაუზება: დააპაუზეთ ვიდეო. ხელახლა დააჭირეთ ღილაკს, რომ განაახლოთ მისი ყურება ან შეეხეთ პულტის სენსორული ზედაპირის შუა ნაწილს, რათა ჩართოთ ან დააპაუზოთ ვიდეო.

  •  უკან გადახვევა: თითი მარჯვნიდან მარცხნივ გაუსვით, თუ გსურთ ვიდეოს თავიდან ჩართვა. დააჭირეთ ჩართვას ან დაპაუზებას, რომ განაახლოთ ვიდეოს ჩვენება.

  • წინ გადახვევა: თითი მარცხნიდან მარჯვნივ გაუსვით, რათა ჩართოთ ვიდეოს ბოლო ნაწილი. დააჭირეთ ჩართვას ან დაპაუზებას, რომ განაახლოთ ვიდეოს ჩვენება.

  • წინ გადასვლა: თუ გსურთ, ვიდეო ათი წამით წინ გადაახვიოთ, დააჭირეთ თითი პულტის სენსორული ზედაპირის მარჯვენა კიდეს.

  • როდესაც პროგრესის ზოლზე დაინახავთ ვიდეოს გადახვევის ნიშანს, დააჭირეთ თითი პულტის სენსორულ ზედაპირს.

  • უკან გადასვლა: თუ გსურთ, ვიდეო ათი წამით უკან გადაახვიოთ, დააჭირეთ თითი პულტის სენსორული ზედაპირის მარცხენა კიდეს.

  • როდესაც პროგრესის ზოლზე დაინახავთ ვიდეოს გადახვევის ნიშანს, დააჭირეთ თითი პულტის სენსორულ ზედაპირს.

  • მენიუ: დაუბრუნდით ვიდეოს მართვის ღილაკებს.

უყურეთ უახლეს ვიდეოებს

JW მაუწყებლობის საწყის გვერდზე მოცემულია ვიდეოარქივის ორი კატეგორია:

  1. აქტუალური: ამ ჩამონათვალში განთავსებულია ვიდეოები, რომლებიც ეხება კრების ყოველკვირეულ შეხვედრებს ან ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს.

  2.   უახლესი: ამ ჩამონათვალში განთავსებულია ბოლოს ატვირთული ვიდეოები.