არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲚᲝᲑᲐ

ჩამოტვირთეთ JW მაუწყებლობის აპლიკაცია Apple TV-ის მედიაფლეიერზე

ჩამოტვირთეთ JW მაუწყებლობის აპლიკაცია Apple TV-ის მედიაფლეიერზე

იმისათვის, რომ უყუროთ JW მაუწყებლობას Apple TV-ის მედიაფლეიერზე, საჭიროა Apple TV-ის მედიაფლეიერის დაყენება და JW მაუწყებლობის აპლიკაციის ჩამოტვირთვა. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს:

 დააყენეთ Apple TV-ის მედიაფლეიერი

Apple TV-ის მედიაფლეიერს მოჰყვება ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ, დააყენოთ და დააკავშიროთ ის ინტერნეტთან. ინტერნეტთან დაკავშირების შემდეგ მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას და დაასრულეთ Apple TV-ის მედიაფლეიერის დაყენება.

 ჩამოტვირთეთ JW მაუწყებლობა App Store-დან

შედით App Store-ში და ჩამოტვირთეთ JW მაუწყებლობა. ამისათვის მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს:

  • გაუსვით თითი მარცხნიდან მარჯვნივ პულტის სენსორულ ზედაპირს, რათა მოინიშნოს ძიების ღილაკი.

  • დააჭირე თითი პულტის სენსორულ ზედაპირს, რათა გააქტიურდეს ძიების ღილაკი.

  • აგრეთვე შეგიძლიათ დააჭიროთ Siri-ის ღილაკს და თქვათ სიტყვები „JW მაუწყებლობა“.

  • მონიშნეთ აპლიკაცია და დააჭირეთ თითი პულტის სენსორულ ზედაპირს.

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ეკრანზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.