არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვებგვერდი jw.org

მოძებნეთ ონლაინმასალა

მოძებნეთ ონლაინმასალა

ჩვენს ვებგვერდზე, განყოფილებაში „ბიბლიოთეკა“ ასობით სტატია თუ აუდიო და ვიდეომასალაა ხელმისაწვდომი. ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, მოძებნოთ პუბლიკაციები სასურველ თემაზე.

 გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია

რაიმე თემაზე ინფორმაცია შეგიძლიათ სიტყვით ან ფრაზით მოიძიოთ.

ძებნის ველში ჩაბეჭდეთ სიტყვა ან ფრაზა, შემდეგ დააჭირეთ Enter-ს ან ძებნის ღილაკს (ლუპას). თუ სასურველი პუბლიკაციიდან რამდენიმე ფრაზა ან სიტყვა გახსენდებათ, ყველა ჩაბეჭდეთ, რათა ის შედეგების თავში მოექცეს.

თუ ძიების შედეგად ბევრი სტატია გამოჩნდება, შეგიძლიათ შეავიწროოთ ძიების არეალი:

  • ძებნის ველის ქვეშ მოცემული ჩამონათვალიდან კონკრეტულად მიუთითეთ თქვენთვის სასურველი კატეგორია. მაგალითად, თუ ვიდეოებს აირჩევთ, მოძებნილ შედეგებში მხოლოდ ვიდეოები დარჩება.

  • დაკლიკეთ ღილაკს „იხილე ყველა“, რათა მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის მასალა გიჩვენოთ.

ძიების შედეგებში ის მასალაც გამოჩნდება, რომლებიც მხოლოდ „საგუშაგო კოშკის“ ონლაინ ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი.

 სათაურით მოძებნეთ კონკრეტული პუბლიკაცია

თუ გახსოვთ სასურველი პუბლიკაციის მთლიანი სათაური ან თუნდაც რაღაც ნაწილი, შეგიძლიათ პუბლიკაცია სწრაფად მოძებნოთ აქ მოცემული მითითებების გათვალისწინებით:

გახსენით ბიბლიოთეკა > წიგნები და ბროშურები.

  • დაკლიკეთ ყველა ნივთს და ჩაბეჭდეთ სიტყვა სასურველი პუბლიკაციის სათაურიდან. მაგალითად, თუ ეძებთ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, ჩაბეჭდეთ სიტყვა „გვასწავლის“ და პუბლიკაციების ჩამონათვალში აირჩიეთ ეს წიგნი.

  • დაკლიკეთ ძებნის ღილაკს.

 მოძებნეთ სხვადასხვა ჟურნალი

გახსენით ბიბლიოთეკა > ჟურნალები.

ამის შემდეგ გამოჩნდება ჟურნალ „გამოიღვიძეთისა“ და „საგუშაგო კოშკის“ (გამოცემა ფართო მკითხველისთვის) ბოლო ოთხი ნომერი და ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემის ბოლო რვა ნომერი. კონკრეტული ჟურნალის მოსაძებნად შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ:

  • ჩამოსაშლელი მენიუდან ჯერ აირჩიეთ კონკრეტული კატეგორია, შემდეგ კი აირჩიეთ ჟურნალის გამოცემის წელი.

  • დაკლიკეთ ძებნის ღილაკს.

 ჩამოტვირთეთ სასურველი ფორმატით

ზოგიერთი განყოფილება გაძლევთ შესაძლებლობას პუბლიკაციები ჰორიზონტალური ან ვერტიკალური სახით განალაგოთ.

აირჩიეთ ჰორიზონტალური ჩვენება, რათა კომპაქტური ფორმატით იხილოთ პუბლიკაციები. ჩვენების ეს რეჟიმი ვებგვერდზე ავტომატურადაა გააქტიურებული.

აირჩიეთ ვერტიკალური ჩვენება, რათა ვერტიკალური სიის სახით იხილოთ პუბლიკაციები.

ვებგვერდზე მოცემულია თითოეული პუბლიკაციის გარეკანი და სათაური, ქვემოთ კი შეგიძლიათ აირჩიოთ ხელმისაწვდომი ფორმატი ჩამოსატვირთად.

პუბლიკაციის ონლაინში წასაკითხად დააჭირეთ სათაურს.

ჩამოსატვირთად დაკლიკეთ ღილაკს „ტექსტი“.

ზოგიერთი პუბლიკაციის ჩამოტვირთვა სხვადასხვა ფორმატითაა შესაძლებელი, მაგალითად PDF და JWPUB. გარდა ამისა, ზოგიერთი პუბლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული, ისე დიდი შრიფტით.

ჩამოსატვირთად აირჩიეთ სასურველი ფორმატი და გამოცემა.

აუდიომასალის ჩამოსატვირთად დაკლიკეთ ღილაკს აუდიოჩანაწერი და აირჩიეთ სასურველი აუდიო.

ვიდეომასალის ჩამოსატვირთად დაკლიკეთ ღილაკს ვიდეოჩანაწერი და აირჩიეთ სასურველი ვიდეო.