არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბეთელის ექსკურსიები

გულთბილად გიწვევთ ჩვენი ფილიალების ექსკურსიებზე. ზოგ ფილიალში შეგიძლიათ ექსკურსიამძღოლის გარეშე დაათვალიეროთ გამოფენები.

ექსკურსიების განახლება: 2023 წლის 1 ივნისიდან არაერთი ქვეყნის ფილიალში განახლდა ბეთელის ექსკურსიები. ექსკურსიების დაჯავშნისთვის დაუკავშირდით ფილიალს. გთხოვთ, ნუ მოხვალთ ექსკურსიაზე, თუ დაგიდასტურდათ კორონავირუსი, თუ გაქვთ გრიპის ან გაციების სიმპტომები ან თუ ახლახან კონტაქტი გქონდათ მასთან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბრაზილია

ინფორმაცია ექსკურსიის შესახებ

დაჯავშნა

იხილე ან შეცვალე ჯავშანი

ჩამოტვირთე საინფორმაციო ბროშურა

გამოფენები

ბიბლია და მისი ავტორი. ეს გამოფენა დიდებას მიაგებს ბიბლიის ავტორს, იეჰოვა ღმერთს, და ხაზს უსვამს ბიბლიის მთავარ თემას — ღვთის სამეფოს. სტუმრები გაიგებენ, როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე და როგორ ზრუნავდა ღმერთი იმაზე, რომ მასში ჩაწერილი ცნობა არ შეცვლილიყო მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეებს ძლიერ სურდათ მისი შეცვლა.

ისტორიული გამოფენა. ამ გამოფენიდან გაიგებთ, როგორ აკურთხა იეჰოვამ სამქადაგებლო საქმიანობა ბრაზილიაში, რომელიც 120 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს. სტუმრები გაეცნობიან ბოლოდროინდელი ისტორიული კვლევის საფუძველზე მიღებულ უახლეს ინფორმაციას, თუ როგორ დაიწყო და გაიზარდა სამქადაგებლო საქმიანობა ბრაზილიაში, წინააღმდეგობისა და დევნის მიუხედავად.

მისამართი და ტელეფონის ნომერი

მდებარეობა