არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბეთელის ექსკურსიები

გულთბილად გიწვევთ ჩვენი ფილიალების ექსკურსიებზე. ზოგ ფილიალში შეგიძლიათ ექსკურსიამძღოლის გარეშე დაათვალიეროთ გამოფენები.

ექსკურსიების განახლება: 2023 წლის 1 ივნისიდან არაერთი ქვეყნის ფილიალში განახლდა ბეთელის ექსკურსიები. ექსკურსიების დაჯავშნისთვის დაუკავშირდით ფილიალს. გთხოვთ, ნუ მოხვალთ ექსკურსიაზე, თუ დაგიდასტურდათ კორონავირუსი, თუ გაქვთ გრიპის ან გაციების სიმპტომები ან თუ ახლახან კონტაქტი გქონდათ მასთან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

კუბა

ინფორმაცია ექსკურსიების შესახებ

ჩამოსვლამდე უნდა დაჯავშნოთ ექსკურსია? დიახ. ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად და იმისათვის, რომ ყველამ ისიამოვნოს ექსკურსიით, გთხოვთ, ყველა სტუმარმა წინასწარ დაჯავშნეთ ექსკურსია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანია ექსკურსიის ჯგუფში. დაჯავშნეთ ექსკურსია, სულ მცირე, ერთი კვირით ადრე. ხოლო, დღესასწაულების ან სკოლის არდადეგების პერიოდში, უფრო ადრე.

ხელმისაწვდომი იქნება ექსკურსია, თუ დაჯავშნილი არ გექნებათ? დიახ. თუმცა, თუ წინასწარ არ გექნებათ ექსკურსია დაჯავშნილი, შესაძლოა ვეღარ გაგიწიოთ დახმარება. არსებული სივრცის გათვალისწინებით, დღის განმავლობაში ექსკურსიის ჯგუფების რაოდენობა შეზღუდულია.

ექსკურსიის დაწყებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა იყოთ ადგილზე? ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, არ მოხვიდეთ 15 წუთზე მეტი ხნით ადრე.

როგორ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ექსკურსია? თუ თქვენს ჯგუფში 11 ადამიანზე ნაკლებია, დააწკაპუნეთ ღილაკს „დაჯავშნა — 11 ადამიანზე ნაკლები“. სხვა შემთხვევაში, გამოგვიზავნეთ ელ-ფოსტა შემდეგ მისამართზე InboxLOBBY.CU@bethel.pr418.com ან დაგვირეკეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე.

შეგიძლიათ შეცვალოთ ან გააუქმოთ ექსკურსია? დიახ. ამისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე „იხილე ან შეცვალე ჯავშანი“.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ ექსკურსიები ხელმისაწვდომი არ არის თქვენთვის სასურველ დღეებში? პერიოდულად შეამოწმეთ ვებგვერდი. ექსკურსია ხელმისაწვდომი გახდება, თუ სხვა შეცვლის ან გააუქმებს მას.

დაჯავშნა — „დაჯავშნა — 11 ადამიანზე ნაკლები“

ჩამოტვირთე საინფორმაციო ბროშურა

მისამართი და ტელეფონის ნომრები

Avenido 15 #4608

Between Calle 46 and Calle 48

PLAYA, LA HABAN

კუბა

+53 7-204-7598

+53 7-204-1026

მდებარეობა